x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
როგორ ავიმაღლოთ ინტელექტი

image ადამიანის რაობას მისი პიროვნება განსაზღვრავს, თავად პიროვნება კი ინტელექტის კაშკაშა ან უმნიშვნელოდ მბჟუტავი გამოსხივებაა. ინტელექტმა განვლო დარდითა თუ სიხარულით შემუსვრილი ათასწლეულები და უტყვი გამოქვაბულის კედლებიდან გაფურჩქნულმა გონიერებამ, ზეცამდე აღმართულ ცათამბრჯენებამდე ჰპო განვითარება . უკიდეგანო წყვდიადი ტვინში არსებული მორევიდან დედუქცირებულმა აზრმა გაანათა . .
უდავოა! აზროვნებამ და განათლებამ წარმოშო თანამედროვე სამყარო და სწორედაც მაღალი გონებრივი შესაძლებლობების მქონენი ატრიალებენ მას . ადამიანები რომლებმაც დაუღალავად იშრომეს, ცოდნა გაიღრმავეს და ნაკვალევი დატოვეს საკაცობრიო ბილიკზე. თუმცა ყველა მწვერვალებს როდი იპყრობს, ზოგი პატარა ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმით უწყობს ხელს უკეთესი სამყაროს შექმნას. უდრეკი და სამარადისო მხოლოდ საკუთარი თავის ცოდნით დამკვიდრებაა. სწორედ მაღალი ინტელექტუალური დონეა თავის დაუბრკოლებლად წარმოჩენის, მრავალი სირთულის დაძლევის და საკუთარი აზრის დაუღალავად დაცვის გარანტია .
თუმცა ყოველგვარ აღმასვლას დიდი შრომა-წვალებით ნაგები საძირკველი ამაგრებს . ნუთუ ყველა ვინც სამყარის უკეთესობისაკენ ნაბიჯი გადადგა გენიოსად დაიბადა? სულაც არა, დამერწმუნეთ. დაუშრეტელმა სწავლის წყურვილმა გახადა მათი ინტელექტი უნივერსალური.
დიახ კვლავ გავიმეორებ, შეიძლება ზოგს სამყაროს შეცვლის ამბიცია უტეხდეს ძილს, ზოგიერთ ადამიანს კი უბრალოდ განათლებული და მისაბაძი მე-ს დანახვა სურს .
განათლებას ნიჭი არ სჭირდება - მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და სურვილი იმისა, რომ გახდეთ უკეთესი . საინტერესო მთხრობელი, მწერალი, მოაზროვნე თუ მსმენელი.

წარმოგიდგენთ ინტელექტის განვითარებისა და გაღრმავების რამდენიმე ნაყოფიერ ხერხს :

კროსვორდები - მათი ყოველდღიურად შევსება დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში . იგი თქვენს გონებას მუდმივად აამუშავებს და არ მისცემს სიზარმაცისა და მოდუნების უფლებას . უმჯობესი იქნება თუ ერთ კროსვორდს 2-3 კვირის შუალედის გასვლის შემდეგ კვლავ გადაავლებთ თვალს, რადგან გადაამოწმოთ რამდენად სრულყოფილად შეითვისეთ მასში მოცემული ინფორმაცია

იკითხეთ წიგნები . თუმცა გაფრთხილებთ, მხოლოდ რომანებით ნუ შემოიფარგლებით, მეტი დრო დოკუმენტურ, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და ისტორულ წიგნებს მიანიჭეთ.


უყურეთ ბიოგრაფიულ, ისტორულ, დოკუმენტურ ანდაც სამეცნიერო ჟანრის ფილმებს . თვალით დანახული კადრი და აღქმული ფრაზები უფრო ადვილად აღიბეჭდება თქვენს გონებაში.


იკითხეთ ქართული ენის ლექსიკონი რათა გაეცნოთ თქვენთვის უცნობი სიტყვების შინაარს და ეცადეთ მეტყველებისას ხშირად გამოიყენოთ ისინი.



ყველაფრის შესახებ დააფიქსირეთ საკუთარი შეხედულება და თუ კრიტიკას მიიღებთ საპასუხოდ, ღირსეულად შეხვდით და ყურადღებით მოუსმინეთ . ყოველი ლოგიკასთან მიახლოვებული შენიშვნა კი ახალი მოსაზრების ასაგებად გამოიყენეთ. თუ საჯაროდ საუბარი გიჭირთ ჯობს ყოველდღიურად ჩანაწერები აკეთოთ. დროთა განმავლობაში კი წერაში დახელოვნებულებმა, თავადვე შეავლოთ თვალი თქვენს თავდაპირველ ნაწერებს . დამერწმუნეთ შესანიშნავი კრიტიკოსები იქნებით და ყოველივე დაგეხმარებათ საკუთარი ინტელექტუალური დონის გაღრმავების ფაქტში დასარწმუნებლად.


დაესწარით ტრენინგებსა და შემეცნებით ყრილობებს


მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას ან გასული საუკუნის ჯაზსა და მის მიმართულებებს . ყოველივე თქვენს მუსიკალურ გემოვნებას დახვეწავს და დაგეხმარებათ ნამდვილი მუსიკალური ხელოვნების აღმოჩენაში.


იყავით კომუნიკაბელურები, რადგან ურთიერთობებს ყველაზე კარგად შეუძლიათ გაგიღრმავონ ცოდნა და გაგიუმჯობესონ მრავალი საკითხისადმი შეხედულება

და ბოლოს შეიძლება მაღალი ინტელექტით იამაყოთ, თუმცა ყველა საკითხში გენიოსობას ნუ ეცდებით, ყოველივე თქვენს გონებას გადაღლის და მრავალ აზრს ერთმანეთში აურევს-
ჩაეჭიდეთ სასურველ სფეროს და მასზე არსებული ყველა სახის რესურსი შეისწავლეთ რათა სამომავლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალები გახდეთ .
პროფესიონალიზმი კი როგორც მოგეხსენებათ განვითარებული და მაღალი ინტელექტუალური დონის სანაქებო ნაყოფია.

0
164
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჯუგაშვილი
მარიამ ჯუგაშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0