x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134369
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ისინი მოდაში აღარ არის! - საზაფხულო მაკიაჟის 5 ანტიტრენდი
საზაფხულო მაკიაჟი გულისხმობს, რომ ვიყოთ უფრო თავისუფლები და ავირჩიოთ ღია, მხიარული, ზაფხულის ფერები. ნათელ ტანსაცმელთან ერთად ფერადი მაკიაჟი აუცილებლად შეგძენთ კმაყოფილებისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას, თუმცა არსებობს რამდენიმე ანტიტრენდი, რომლის გათვალისწინება ნამდვილად წაგადგებათ სასიკეთოდ.



ვიზაჟისტების მიერ გაწეული რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოდ ისეთი შეცდომები, რომლებიც აგარიდებთ უხერხულობას და მოგცემთ საშუალებას მოდურად გამოიყურებოდეთ ამ ზაფხულს.



1. მრვალფეროვნული გრადიენტი თვალებზე.

image



დაივიწყეთ სხვადასხვა ფერის ჩრდილები, ახლა მონოქრომული სტილია მოდაში, ან შეგიძლიათ აირჩიოთ იგივე ფერი სხვადასხვა ტონებში. მაგრამ, თუ საღამოს მაკიაჟისთვის შავ ფერს აირჩევთ, შეგიძლიათ ის დაიტანოთ გრადიენტის გარეშე.






2. ხაზის გასმა თვალის ზედა ქუთუთოზე.

image


ეს ტენდენციაც წარსულს ჩაბარდა. მაგრამ, თუ გსურთ რომ ხაზი გაუსვათ ზედა ქუთუთოს, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ისრის ფორმით. (როგორც ფოტოზეა მოცემული).






3. წარბები.

image


ბუნებრივად სქელი წარბები ჯერ კიდევ აქტუალურია, თუმცა არ უნდა იყოს პრეტენზიული და მკაფიო, გაიკეთეთ ის უფრო რბილად და მსუბუქად.






4. კონტურინგი.

image

მკვეთრი კონტურინგიც, როგორსაც კიმ კარდაშიანი ხშირად იყენებდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა შეგიძლიათ ყვრიმალებს ხაზი გაუსვათ მსუბუქად და ნაზად - ფერუმარილის მეშვეობით.







5. ნათელი ფერის ტუჩსაცხი.

image


ყველაფერი ბუნებრივი, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ყოველთვის არა. კანის ფერი, ფერმკრთალი, ზოგადად ღია ფერის ტუჩსაცხები, რომლებსაც არ აქვთ სიმკვეთრე, ამ ზაფხულს ანტიტრენდულია.






0
56
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0