x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სოფელო ჩემო სოფელო (სოფლის მეურნეობა)
მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და შინაური ცხოველების მოშენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიღების მიზნით.

საქართველოს დიდი და მდიდარი ტრადიციების მქონე სოფლის მეურნეობა აქვს. სოფლის მეურნეობის სპეციფიკის თვალსაზრისით, იგი მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია. ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნებამ და მოთხოვნილებებმა, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არაერთხელ სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურისა და განვითარების მიმართულების კორექტირებები მოახდინეს.

გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიწათმოქმედების დარგებიდან ფართოდ იყო განვითარებული მარცვლეული მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა, საკვებწარმოება, მეცხოველეობის დარგებიდან - მთისა და ბარის მესაქონლეობა, მეკამეჩეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა, ლოკალურად - მეფრინველეობა. შემდგომ პერიოდში სხვა ქვეყნებთან კავშირ-ურთიერთობის განვითარების შედეგად, რამდენადმე იცვალა სახე სოფლის მეურნეობის სტრუქტურამ. დასავლეთ საქართველოს უნიკალურ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს კარგად მოერგო სუბტროპიკული მიწათმოქმედება და წარმატებით განვითარდა მანამდე უცხო კულტურები: ჩაი, ციტრუსები, სუბტროპიკული ხილი. შედარებით ადრე, ასევე სხვა ქვეყნებიდან, საქართველოში შემოტანილ იქნა სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, თამბაქო, სხვადასხვა ჯიშის პირუტყვი და ფრინველი. ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემოტანა თავის გავლენას ახდენდა წარმოების სპეციალიზაციასა და ჩვენი ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე.



სოფლის მეურნეობის ცალკელი მიმართულებები


დღეისათვს სოფლის მეურნეობა ქვეყნის მშპ-ის 12, 1%-ს ქმნის და მასში ჩაბმულია მთელი მუშა ხელის ნახევარზე მეტი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის დარგია მევენახეობა, მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა და ზოგიერთი სახის ტექნიკური კულტურების მოყვანა, მარცვლეული კულტურა და მეცხოველეობა.

საქართველოში განვითარებულია მეცხოველეობის თითქმის ყველა დარგი. წამყვანი პოზიციები უკავია მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენებას, უპირველესად ეს არის ძროხა, ხარი, კამეჩი. ძირითადად მოშენებულია ადგილობრივი ჯიშები, მეგრული და ხევსურული ჯიშის ძროხა. მეცხოველეობის ეს დარგი თითქმის საქართველოს ყველა რაიონშია განვითარებული. ძირითადად გავრცელებულია სახორცე-სარძევე მიმართულებს მესაქონლეობა; ქალაქის გარეუბნებში მისდევენ სარძევე მიმართულების მესაქონლეობას. ასევე გავრცელებით გამოირჩევა მეღორეობაც, რომელსაც წამყვანი პოზიცია აქვს კახეთში და სამეგრელოში. მეცხვარეობა ძირითადად საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში - მთიულეთში, თუშეთში, ხევში, ქართლსა და კახეთში. საქვეყნოდ არის ცნობილი ცხვრის ქართული ჯიშები- თუშური და იმერული ცხვარი. თუმცა ადგილი აქვს ცოცხალი ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტს საქართველოში. ქვემო ქართლის ბარის ზონა წარმოადგენდა ერთადერთ რეგიონს, სადაც მუსლიმანურ მოსახლეობას, სხვა პირუტყვთან ერთად, აქლემიც ყავდა. ეს ცხოველი კარგად იყო შეგუებული გვალვიან ადგილებს, მტკვრის მარჯვენა მხარესვ მდებარე უწყლო ადგილი თურმე ძველად გამოყენებული ყოფილა აქლემთა სადგომად. (ჯაოშვილი, 1997)

მეძროხეობა

მეფრინველეობა - მეფრინველეობაში მთავარი ადგილი უკავია ქათამს, აგრეთვე გავრცელებულია იხვი, ბატი და ინდაური.

სოფლიის მეურნეობის ტრადიციული დარგია ასევე მეცხენეობა. ცხენების მოშენებას ამჟამად ემსახურება ყულარის ცხენსაშენი( მარნეულის მუნიციპალიტეტში).

მემცენარეობა-ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობის 7% მარცვლოვან და მარცვლოვან-პარკოსან კულტურებს უკაია. მარცვლეული კულტურებიდან მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ხორბალსა და სიმინდს შედარებით ნაკლები კი- ჭვავს, ქერს, პარკოსნებს. ჩვენში თესავდნენ ხორბლის სხვადასხვა ჯიშს- თავთუხს, დოლის პურს, დიკას და სხვ. წინათ და ეხლაც მას თესავენ მთაშიც და ბარშიც, მაგრამ უპირატესი გავრცელება ხორბალს ყოველთვის ბარში ჰქონდა, თუნდაც იმიტომ რომ აქ არის სახნავი მიწების ძირითადი მასივები.იმავე მიზეზის გამო ხორბლის გავრცელების მთავარი არეალი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონაშია, სადაც ითესებოდა ხორბლის საშემოდგომო ჯიშები-თავთუხი და დოლის პური, ხოლო დიკა საგაზაფხულო კულტურაა.

მარცვლეული კულტურა-სიმინდი

მარცვლეული კულტურებიდან თვალსაჩინო ადგილი ეკავა ბრინჯს აღმოსავლეთ საქართველოშ ის მხოლოდ სარწყავ მიწებზე ითესებოდა უპირატესად ქვემო ქართლსა და ჰერეთში. ვახუშტის ცნობით ბრინჯი სამეგრელოში ნაყოფიერებს ურწყავად, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმშ ბრინჯს არ თესავდნენ.

ბრინჯი

საუკუნეების მანძილზე სქართველოში ერთ-ერთ სასურსათო კულტურას წარმოადგენდა ღომი. ამ მცენარეს თესდნენ დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად სამეგრელოში, გურიასა და აფხაზეთში. მისი მთავარი “კონკურენტი” სიმინდი იყო, ეს ამერიკული მცენარე, ივ. ჯავახიშვილის(1930, გვ363) ცნობით, დასავლეთ საქართველოში ევროპიდან შემოვიდა მეჩვიდმეტე საუკუნეში. ერთი საუკუნის შემდეგ სიმნდი ჯერ კიდევ არ მოჰყავდათ აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, როგორც ვახუშტი შენიშნავს სიმინდი ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ფართოდ გავრცელება თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში მიწის სივიწროვით იყო განპირობებული.

მარცვლეულ კულტურათა შორის ვახუშტი ხშირად ასახელებს ქერსა და შვრიას მათი გავრცელების არეალი უმთავრესად მთიანი ზონა იყო, რადგან უკეთ ეგუებიან დაბალ ტემპერატურას.

მოსახლეობის სასურსათო რაციონში მნიშვნელვანი ადგილი ეკავა პარკოსნებს . სხვადასხვა ჯიშის ლობიოს, ოსპს, ცერცვს. ამერიკიდან შემოსული ლობიო საქართველოში ცნობილია უკვე მე-16 საუკუნიდან, ეს მცენარე პირველად შავი ზღვის რაიონებშ გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა ყველა მხარეში.

ტექნკური კულტურებიდან მოჰყავდათ : სელი, სოია, ბამბა, თამბაქო მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი, კარტოფილი. თამბაქოს ნათესები ძირითადად გურიაში, აფხაზეთში, სამეგრელოსა და შიდა კახეთში გვხვდება ; შაქრის ჭარხალი შედარებით ახალი კულტურაა და შიდა ქართლლში მოჰყავთ; მზესუმზირა- კახეთსა და შიდა ქართლში; კარტოფილი- ძირითადად მთიან მხარეებში ითესება: სამცე-ჯავახეთში სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მთიან აჭარასა და ქვემო ქართლში ვახუშტის ცნობით ჩვეში ბამბა კარგად ხარობდა მაგრამ ხარისხით მოიკოჭლებდა მარნეულის ველზე და კახეთში ბამბა სარწყავ მიწებზე მოჰყავდათ, მცირე ფართობებზე მას სთესდნენ გურია-სამეგრელოში.

სოიო

მეაბრეშუმეობა -საქართველოს ბარში ბევრგან იყო გავრცელებული მეაბრეშუმეობა. თვალსაჩინო ადგილი ეკავა მას კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, უფრო ნაკლებად მისდევდნენ მას ქვემო ქართლში და შიდა ქართლში.

დარგებს შორის აღსანიშნავია მეფუტკრეობა თაფლი და ცვილი დიდი რაოდენობით მზადდებოდა კახეთში, ეგრისსა და ზოგიერთ მთიან რაიონში.

მეფუტკრეობა

ბარის ყველა რაიონში ძველთგანვე მისდევდნენ მევენახეობას საქართველო ვაზის არაერთი ჯიშის სამშობლოა. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ღვინის დამზადება კახეთში, რაც დღესაც ასეა. ასევე ქართლში იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში. კახური ვაზი ჯიშებია: საფერავი, რქა-წითელი, კახური მწვანე, კახური მცივანი. რაჭული- კაბისტონის ჯიში ასევე ალექსანდროული.

ვენახი

მემცენარეობის ასევე ტრადიციული დარგია მეხილეობა , რომელიც თითქმის ყველგანაა გავრცელებული, თუმცა გამოირჩევა შიდა ქართლი, კერძოდ კი- გორის მუნიციპალიტეტი აქ მრავლადაა, ატმის, ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღები გაშენებული.

სუბტროპიკული მეურნეობა ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. პირველად ჩაის პლანტაციები აჭარაში გაავრცელეს, შემდეგ კი მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდა. ფართობის მხრივ პირველობს სამეგრელო, მწვანე ჩაის პლანტაციებია გურიასა და იმერეთში.

ჩაი

მეციტრუსეობა ციტრუსების უდიდესი, ნაწილი მოდის მანდარინზე, მოჰყავთ აევე ფორთოხალი და ლიმონი. მეციტრუსეობის უმთავრესი რეგიონებია : აჭარა, გურია, აფხაზეთი და სამეგრელო.

ბოლო წლებში საქართველოში წამოვიდა თხილის კულტურა , საქართველომ თხილის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა თურქეთისა და იტალიის შემდეგ. (ჯაოშვილი, 1997, pp. 144-154)


0
275
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0