x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
წმინდა ჰაბო თბილელი

წმ. ჰაბო თბილელი მე-8 საუკუნიდან იწყება არაბთა ბატონობის ეპოქა. მათი გაძლიერება განაპირობა ახალი რელიგიის ისლამის, მაჰმადიანობის მიღებამ, რომლის შექმნა და ჩამოყალიბება უკავშირდება მუჰამედს. მუჰამედი თავის თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა და ქადაგებდა ისლამს. მუსლიმანური ფანატიზმით აღგზნებული არაბები მსოფლიოს მოედვნენ, რათა იგი ისლამისაკენ მოექციათ და მოკლე ხანში მრავალი ქვეყანა დაიმორჩილეს."ისლამი ან სივდილი" ამ დევიზით არაბებმა, რომელთაც სპარსეთისა და სომხეთის მსგავსი მძლავრი ქვეყნები დაამხეს, ძლევამოსილი და მსახვრალი იარაღი რამდენიმე საუკუნის მანძილზე მრავალჯერ მიმართეს კავკასიის სიღრმისკენ, საქართველისკენ.

მუჰამედი ამართლებდა "ურწმუნოთა" მიმართ ბრძოლის ყველა საშუალებას და "მართლმორწმუნეთ" საომრად აქეზებდა. ყურანში იყო მოწოდება "ურჯულოთა", როგორც დამორჩილებისა და დამცირების, ასევე მათი ამოხოცვის მოთხოვნით "ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა ამოხოცეთ ისე, რომ დიდი ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინოთ, ხოლო დატვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით". ამასთნ დატყვევებულთაგან ვინც დაგმობდა თავის რჯულს და ისლამს მიიღებდა, მუსლიმის თანაბარ უფლებებს მიიღებდა უმაში, ხოლო ის, ვინც არც ალაჰს აღიარებდა, ან ერთხელ მოქცეული, მას უარყოფდა, სიკვდილით ისჯებოდა.

სწორედ ასეთი პოლიტიკური ვითარების ფონზე მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან არაბების წინააღმდეგ ბრძოლას სათვეში უდგება ქართლის ერისმთავარი ნერსე მეორე. 772-773 წლებში ხალიფამ ის თავისთან სახალიფოს დედაქალაქში, ბაღდათში დაიბარა და დაატყვევა. ტყვეობაში ყოფნისას ნერსემ გაიცნო არაბი ჭაბუკი აბო. აბო ძალზე დაუახლოვდა ნერსეს და ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მას ქართლშიც ჩამოყვა, ცოტა ხნის შემდეგ კი გაქრისტიანდა და ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. ისტორიულად ცნობილია, რომ არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთსო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, მაშინ როდესაც ისინი ისლამს ქადაგებდნენ, აბოს გაქრისტიანება მუსლიმთათვის დიდი დარტყმა იყო. არაბებისათვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა, რომ აბო კვლავ ისლამზე დაბრუნებულიყო. ვერანაირმა ტანჯვა-წამებამ ვერ გაჭრა აბოზე. 789 წელს აბო სიკვდილით დასაჯეს. მას თავი მოჰკვეთეს, გვამი კი დაწვეს და მტკვარში გადატარეს. აბოს მოწამეობრივი ღვაწლი შეუფასებელია, მან დიდი როლი იქონია შემდგომში ქართველთა სარწმუნოებრივ სიძლიერეზე. აბო თბილელის მოღვაწეობა აღწერა მე-8 საუკუნის მწერალმა იოანე საბანისძემ.ადგილი სადაც წმ. ჰაბის გვამი დაწვეს.

იოანე საბანისძე მერვე საუკუნის ქართველი მწერალი და ჰაგიოგრაფია. ის არის ავტორი ძველი ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის-"ჰაბო თბილელის წამება". იგი დიდად განათებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა იოანე საბანისძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახე, შემონახული ჭილეტრატის იადგარში. როგორც ჩანს, ქართლის კათლიკოსმა სამოელმა საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანისძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანისძემ ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი შექმნა, რომელსაც წინ წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ იოანე საბანისძე საერო პირი ყოფილა. მიჩნეულია რომ კათალიკოსის მოკითხვის სიტყვაში "სახლისა შენისა კრებულთა", უნდა იგულისხმებოდნენ იოანეს ოჯახის წევრები. თუმცა კორნელი კეკელიძე შენიშნავდა, რომ შესაძლოა, "სახლად" ის უწოდებს მონასტერს და "კრებულად" მის ბერ-მონაზვნებს. ბეჟან კილანავა სათნადო მასალის მოხმობით ასაბუთებს, რომ "ყოვლისა სახლისა" უნდა ნიშნავდეს ეკლესია-მონასტრებს. იგი თვლიდა, რომ იოანე საბანისძე სასულიერო პირია, თანაც მაღალი თანამდებობის მქონე ეპისკოპოსი, რომლის სამწუსოში მრავალი ეკლესია, მონასტერი და მათში მოღვაწე სასულიერო პირები შედის. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საერო პირს " გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების" მიხედვით, საუბარიც კი ეკრძალება სახვთისმსახურო საკითხებთნ დაკავშირებით. ასე რომ, ბუნებრივია, რაც ცოდვათ ითვლებოდა, მას ვერ შეუქებდა კათლიკოსი იოანეს, თუკი ვივარაუდებთ, რომ იგი საერო პირი იყო. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ "წმინდა ჰაბოს წამება"ეკლესიაში წასაკითხად შექმნილა. სამოელის სურვილი ყოფილა" დაიწეროს სანატრელისა ამისცა მარტვილობა, ვითარცა პირველთ მათ ქრისტეის მოწამეთ".ეს კი გულისხმობდა, რომ "წმინდა ჰაბოს წამება" კანონიკური მწერლობის ჩარჩოებში უნდა მოთავსებულიყო.

იოანე საბანისძის თხულებას დიდი მნიშვნელობა ჰქინდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთის წინაშე მდგომი ქართველობისთის. ავტორისთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა მე-8 საუკუნის ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. მოღწეულია მე-10 საუკუნის ხელნაწერით.იოანე საბანისძე

თავად ნაწარმოები ოთხი თავისგან შედგება. პირველი თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე. მეორე და მესამე თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. მეოთხე თავი კი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია.

აბოს თავგანწირულ სიკვდილს იმდროინდელი საქართველოსათის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. არაბის მიერ მაჰმადიანობის ქრისტიანობაზე ნებაყოფლობით გაცვლა ქრისტიანობის ზნეობრივი ძლიერების საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი იყო.თუკი აბომ, უცხო ტომის შვილმა, მაჰმადიანობის აღმსარებელმა იწამა ქრისტე და მისთვის სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, რა გვმართებს ჩვენ ქრისტიანებს, რომელთაც ხუთასი წლის წინ მიგვიღია ქრისტიანობა. აბო თბილელის თავგანწირულმა მსხვერპლმა სულიერად გაამხნევა ქრისტიანები, სულის სიმტკიცე მისცა მათ. როგორც ოანე საბანისძე ამბობდა:"სიყუარული იგი ქრისტეისი ჩუენდამი და სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განახლდა"-ო. ეს განახლება კი აბო თბილელის ღვაწლმა წარმოშვა.

როგორც ცნობილია, ყოველ ერს, ქალაქსა და სახელმწიფოს თავისი მფარველი ანგელოზი და წმინდანი ჰყავს. წმინდა მოწამე აბო თბილელი, საეკლესიო გადმოცემის თანახმად, საქართველოს დედაქალაქის- თბილისის-მფარველი წმინდანია.

იონე საბანისძის მიერ მერვე საუკუნეში დაწერილი ეს შესანიშნავი თხზულება გამოირჩევა საინტერესო ლიტერატურული კომპოზიციით, მხატვრული ენით, გადმოცემის ექსპრესიულობითა და თხრობის დინამიურობით. ქრისტიანობისათვის წამებული არაბი ჭაბუკის ამბავი კიდევ ერთხელ, მრავალი საუკუნის შემდეგ გვარწმუნებს, რომ ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება არაფერს ნიშნავს როცა ბოლოს და ბოლოს ცხოვრების მთავარ აზრს პოულობ, რადგან ყველაზე ძვირფასი სწორედ ეს პოვნაა, რომლითვისაც სიცოცხლის გაწირვაც არ გენანება.

0
821
შეფასება არ არის
ავტორი:ანი აბრამიძე
ანი აბრამიძე
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0