x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ისპაჰანი - ქალაქი მუზეუმი, მასჯედ- ე ჯამე _საკრებულო მეჩეთი
ეს მეჩეთი ირანის ისტორიის ისლამის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელი, ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე არქიტექტურული სტილის თავისებურ საუნჯეს წარმოადგენს.

image



როგორ გაიტაცა თეზევსმა ქალი და ბრძოლა ამაძონ ქალებთან

image


ისპაჰანის ეს ყველაზე დიდი საკულტო ნაგებობა ქალაქის უძველეს რაიონში მდებარეობს. შორეულ წარსულში იგი დარდაშთად იწოდებოდა. ეს სახელი ამ ადგილს დღემდე შემორჩა.

image


image

image

სასანიანთა ეპოქაში აქ ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი იყო. არაბთა მიერ ირანის დაპყრობისა და იქ ისლამის გავრცელების შემდეგ ძველი ტაძარი დაინგრა, ხოლო მის ადგილას საუკუნეთა მანძილზე დიდებული საკრებულო მეჩეთი აღიმართა.


image

image

image

მისი მშენებლობა თავდაპირველად დაილემელთა დინასტიის ბატონობის ხანაში, X ს-ში დაიწყო. მაგრამ პირველი ნაგებობა იმდენად უმნიშვნელო იყო, თავისი ფორმითა და სიდიდით, რომ თანამედროვე მკვლევარები მას მხედველობაში არც კი იღებენ და საკრებულო მეჩეთის ისტორიას სელჩუკთა ეპოქიდან, კერძოდ XI საუკუნიდან იწყებენ, როცა საკრებულო მეჩეთის მთავარი და ძირითადი ნაწილი აიგო. მოგვიანებით მონღოლმა ილხანებმა, “ აყ- ყოიუნლუს " თურქმანებმა, მოზაფარიანებმა და სეფიანებმა თანდათანობით ახალ - ახალი ნაგებობები შემატეს მას და ახლანდელ მოცულობამდე მოიყვანეს.


image

image

image

საერთო ჯამში ამ საკრებულო მეჩეთის მშენებლობა 8 საუკუნე გრძელდებოდა, ამჟამად იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც დაილემელთა, სელჩუკთა, გურუხანიანთა, თურქმენთა, მოზაფარიანთა და სეფიანთა დტნასტიების ბატონობის ხანის ხელოვნებათა სინთეზი. ამიტომ მიაჩნიათ იგი ირანული ხუროთმოძღვრების საუნჯედ.


image

image

image

ოთხპორტალიანი მეჩეთი თავდაპირველად XII საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. იმ დროისათვის ახლანდელი საკრებულო მეჩეთის ადგილას მდებარე მის წინამორბედ მეჩეთს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მინიშნებული მინიშნებული ჰქონდა ხის გუმბათიანი ნაგებობები. რომელთაც სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ. უფრო მეტად კი ბიბლიოთეკას. აქ დაცული იყო იმ ეპოქის უნიკალური ხელნაწერები, ლიტერატურისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ძლიერი ხანძრის შედეგად, ბიბლიოთეკა დაიწვა და მასთან ერთად განადგურდა საკრებულო მეჩეთის ყველა მინაშენი.


image

image

image

პორტალის შიდა კედლებისა და ფასადის მოხატულობა XIV - XV საუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით შაჰ - თამაზ პირველისა და შაჰ - აბას მეორის მბრძანებლობის დროს მეჩეთში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, შიდა კედლები და ფასადი მოზაიკური მოჭიქული ფილებით მოპირკეთდა.


image

image

image

ისპაჰანის საკრებულო მეჩეთის მშვენებას წარმოადგენს ორი დიდებული გუმბათი, რომელთა მშენებლობა სელჩუკთა იმპერიის ძლევამოსილი მბრძანებლის მალიქ - შაჰის ცნობილი ვეზირების ხოჯა ნეზამ-ოლ - მოლქი თუსის და თაჯ-ოლ - მოლქის სახნლებთანაა დაკავშირებული და მათივე სახელებითაა ცნობილი. გუმბათზე შესრულებული ქუფური წარწერა მალიქ - შაჰსა და მის ვაზირს მოიხსენიებს.

არსებობს მშენებლობის ისტორიაში ყველაზე ერთი ვერსია, რომ ცოლები ერთმანეთს ეცილებოდნენ პირველობას. როცა ნეზამ ოლ - მოლქმა საკრებულო მეჩეთში გუმბათი ააგო და მალიქ - შაჰს უძღვნა. მეორე ცოლმა თავი შეურაწყოფილად იგრძნო და შეუჩნდა ქმარს და მანამდე არ მოეშვა, ვიდრე ახალი უფრო მიმზიდველი გუმბათი არ ააგებინა.

image

image

თემურ - ლენგმა ააოხრა და გააპარტახა ირანი. ისპაჰანი ვერ გადაურჩა დანგრევას მაგრამ მისმა უკვე ირანში შობილმა, ნაშიერებმა, რომლებმაც აღზრდა - განათლება აქვე მიიღეს, კვლავ დაუბრუნეს მშვიდობა ქვეყანას. ააღორძინეს მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა.

თიმურიანთა მბრძანებლობის ხანაში ირანში მრავალი მეცნიერი, პოეტი და ხელოვანი მოღვაწეობდა. მინიატურულმა მხატვრობამ, კალიგრაფიულმა დამწერლობამ, მოოქვრისა და წიგნის კინძვის ხელოვნებამ თიმურიანთა ხანაში განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია.

საკრებულო მეჩეთის საკმაოდ ვრცელ დერეფნებში მნახველთა ყურადღებას უთუოდ მიიპყრობს სხვადასხვა ფორმისა და ორნამენტული მოხატულობის სვეტები.



ისპაჰანი _ ქალაქი მუზეუმი, ცოტა რამ ისპაჰანის ისტორიული წარსულიდან

image

მძოვრეთის მონასტერი, ყინწვისის მონასტერი, ატენის სიონი, - შიდა ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლები

image

ვინც არ ყოფილა მრავალძალში, მას თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაჭა ნანახი არ აქვს

image

0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0