x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება
image


სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი 2019 წლის 7-9 სექ­ტემ­ბერს, ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს მე­სა­მედ გა­მარ­თავს.


ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტით, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 2019 წლის 7 სექ­ტემ­ბერს „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“ ფარ­გლებ­ში გა­იხ­სნე­ბა.


შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე არე­ნა­ზე მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­დან და უცხო­ე­თი­დან. საფ­რან­გეთს (კორ­სი­კა) – Spartimu წარ­მო­ად­გენს, იტა­ლი­ას (სარ­დი­ნია) კი – Castelsardo . სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან: „ბერ­მუ­ხა“ (აჭა­რა); „შილ­და“ (კა­ხე­თი); ტრიო „შალ­ვა ჩემო“ (გუ­რია); „რიჰო“ (სვა­ნე­თი), „ბა­სი­ა­ნი“ და „ქარ­თუ­ლი ხმე­ბი“ (თბი­ლი­სი); ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი; ბა­თუ­მის ენ­ვერ ხა­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი - „ბა­თუ­მი“.


ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. უნი­კა­ლუ­რი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის, სიმ­ღე­რის, გა­ლო­ბის, ცეკ­ვი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, უმას­პინ­ძლოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი­სა და მა­ნე­რის შემ­სრუ­ლებ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო - მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის სამ­შობ­ლო - აქ­ცი­ოს ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ფოლკ­ლო­რის მუდ­მი­ვი შეხ­ვედ­რი­სა და და­ახ­ლო­ე­ბის ად­გი­ლად.


ფეს­ტი­ვა­ლი რა­ჭა­ში, ონსა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში გაგ­რძელ­დე­ბა, - გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ან­სამ­ბლე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გე­ნენ: „ფეს­ვე­ბი“ (აჭა­რა), „შილ­და“ (კა­ხე­თი); ტრიო „შალ­ვა ჩემო“ (გუ­რია); „იავ­ნა­ნა“, „სა­გა­ლო­ბე­ლი“, „რაჭა“ (რაჭა); „სა­ლა­ღო­ბო“ (ლე­ჩხუ­მი); „ლილე“, „ლა­გუ­შე­და“ (ზემო და ქვე­მო სვა­ნე­თი): „ძი­რი­ა­ნი“, „ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“ (თბი­ლი­სი).


რა­ჭა­ში ოთხი უცხო­უ­რი ან­სამ­ბლი წარ­დგე­ბა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე: Spartimu (საფ­რან­გე­თი), – Castelsardo (იტა­ლია), Koniakow (პო­ლო­ნე­თი), - Ačkups (ლატ­ვია). რა­ჭა­ში­ვეა და­გეგ­მი­ლია ცნო­ბი­ლი ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გე­ბის - პოლო ვალე­ხო­სა და რე­ნა­ტო მო­რე­ლის სე­მი­ნა­რე­ბი. უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, რაჭ­ველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, მას­ტერკლა­სებს ჩა­ა­ტა­რებს ახალ­გაზ­რდა რაჭ­ვე­ლი ლოტ­ბა­რი თორ­ნი­კე სხი­ე­რე­ლი.


ქა­ლაქ ამ­ბრო­ლა­ურ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­თა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა აგ­როპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხი­ა­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი, 2001 წელს იუ­ნეს­კომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლად აღი­ა­რა.


ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი: „ლი­დერ­ფუ­დი“

მე­დი­ამ­ხარ­და­ჭე­რა: იმე­დი, „ფორ­ტუ­ნა“, „არ და­ი­დარ­დო“, ჟურ­ნა­ლი ოქეი, ჯორ­ჯია თუ­დეი, მარ­კე­ტერ.ჯი, პოპ­მი­უ­ზიკ ჯი, პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი, ამ­ბე­ბი ჯი.



0
7
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0