x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ეს ბიჭუნა ყოველდღიურად 10 საათის განმავლობაში თამაშობდა Fortnite-ს, რათა მამისთვის ფული შეეგროვებინა
5 ივლისს თვითერზე საინტერესო თვითი გაჩნდა, რამაც ყველას ყურადღება მიიპყრო. ბიჭუნამ, რომელიც ზემოაღნიშნულ სოციალურ ქსელში zyl-ის სახელით სარგებლობს, გადაწყვიტა თამაში Fortnite ლაივ რეჟიმში ეთამაშა, რათა მამისათვის მკურნალობის ხარჯები დაეფარა თამაშიდან შემოსული თანხით.

image

imageბიჭის მამას 2018 წლის 14 სექტემბერს დაუდგინდა მესამე სტადიის სიმსივნე. იგი ერთ-ერთი ლაივის დროს ჩაერთო და განაცხადა, რომ მისი მდგომარება სავალალოა, რთულია, როდესაც ტვირთად აწევს ოჯახს და არ შეუძლია გადაადგილება.

image


ამ განაცხადის შემდეგ, ბიჭმა თავის თავზე აიღო 5000 კანადური დოლარის შეგროვების ვალდებულება, რაც მამის მედიკამენტების ხარჯის დასაფარად იყო საჭირო. 3 დღის განმავლობაში, მან თანხის 30% მოაგროვა. შემდეგი 20 საათიანი უწყვეტი თამაშის განმავლობაში 1500 კანადური დოლარის შეგროვებაც შესძლო.

image

გეიმერი, სახელად CoL MackWood-ი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა დახმარების სურვილი და ამის შემდეგ, მას უამრავი ადამიანი აჰყვა. 5000 კანადური დოლარიც მალე შეგროვდა, რის შემდეგაც ბიჭმა თვითერზე მადლობის პოსტი განათავსა.




0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0