x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"მეო ეს წონა ჩემით დავაგროვეო, მე მაპატიეთ და..... ?!" - კილაძე ჩერგოლეიშვილზე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე "ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს ეხმაურება, სადაც მან "ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში ნიკა მელიას მხარდასაჭერი განცხადების გამო საჯაროდ გააკრიტიკა და არათანმიმდევრულ ქმედებებში დაადანაშაულა, ჟურნალისტის აზრით ჩერგოლეიშვილს სათანადო "წონა", რომელზეც ის ასე ხშირად საუბრობს, არც ერთ სფეროში, მით უმეტეს, არც ჟურნალისტიკასა და არც პოლიტიკაში არ გააჩნია: "გიგიმ გიგა ნიკას გამო გააკრიტიკა. გიგას ჩერგო (ცოლი) გამოესარჩლა და გიგის ღიად დაარტყა. თან დასძინა, მეო ეს წონა ჩემით დავაგროვეო.
მე მაპატიეთ და რა წონაზე საუბრობს?
ჟურნალისტიკაშია წონადი ფიგურა, თუ პოლიტიკაში?! - წერს ელისო კილაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.





0
735
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
735