x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მონაწილეობა მიიღო 53 სამხედრო ოპერაციაში, გადაარჩინა 12 ადამიანი - ლეგენდა პენსიაზე გავიდა!

2017 წელს მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ძალიან ბევრის გადარჩენაც მოხერხდა. გადარჩენის ოპერაციებში, ადამიანების გვერდით მონაწილეობას იღებდა გმირი ძაღლი სახელად "ფრიდა".


image








მექსიკის საზღვაო ძალებმა და სამაშველო ძაღლების განყოფილებამ ლეგენდარულ ფრიდას დამშვიდების ცერემონიალი მოუწყო. ფრიდა ოქროს ლაბრადორის ჯიშის წარმომადგენელია.

image




ფრიდამ სამხედრო კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 53 სამაშველო ოპერაციაში. აქედან განსაკუთრებული სირთულისა იყო ჰაიტის, ეკვადორის და გვატემალას სამაშველო ოპერაციები.

image




ამ რთული ოპერაციების დროს ფრიდამ 12 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო 40 მიცვალებულის პოვნაში საზღვაო ძალებს დიდი დახმარება გაუწია.

image


მექსიკის საზღვაო ძალების მინისტრის მოადგილე : "მისი დაყეფება ჩვენთვის დიდ იმედს ნიშნავდა. მან ბევრ ადამიანზე მეტი გააკეთა..."




ფრიდამ მსოფლიო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა 2017 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს. მან სპეციალური ნიღაბით სკოლის ნანგრევებში ათობით გადარჩენილი იპოვა. მას შემდეგ, მას მექსიკაში გმირად მოიხსენიებენ.


image




დღეს ფრიდა 10 წლისაა. მას აღარ მოუწევს სპეციალური ნიღაბის ტარება, პირიქით მას საშუალება მიეცემა დატკბეს დარჩენილი ცხოვრებით. საზღვაო ძალების ოფიცრებმა ფრიდას უამრავი სათამაშო აჩუქეს და იმედოვნებენ, რომ ყურადღებას თამაშსა და გართობაზე გადაიტანს.


მინისტრი: "ფრიდამ ამაყად შეასრულა მისია და მე მისით ვამაყობ. ის ლეგენდად დარჩება მექსიკის საზღვაო ძალების ისტორიაში".


imageimageimage













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




















<<<<< არ გამოგრჩეთ >>>>>



კარგია, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ამ ქვეყანაში!

image





უცნაური, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ძლიერ სასარგებლო რჩევები

image





ახალგაზრდა მიმტანმა ქალბატონი გაამხიარულა... რა იმოქმედა მეორე დღეს ამ ქალბატონის ქალიშვილმა?

image





8 საოცარი ადგილი დედამიწაზე, სადაც ნიუტონის კანონი არ მოქმედებს!

image





პოლიციამ ქალბატონის სახლი გაჩხრიკა, ხოლო როდესაც მაცივარი შეამოწმეს...

image



0
259
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0