x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ შეიძლება დეპუტატად უფრო ადვილად ინიშნებოდე ვიდრე ტუალეტის დამლაგებლად

CICD-ის თავმჯდომარე სოც. მეცნიერებათა მაგისტრი ლაშა ბოდაველიCICD-ის თავმჯომარე - სოც. მეცნიერებათა მაგისტრი ლაშა ბოდაველი


თუ დადგინდა პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ე. წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში, პირადად მივიღებ გადაწყვეტილებას შეძლებისდაგვარად ყველა კანდიდატზე გამოვაქვეყნო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციები.

ჩემი გათვლებით ნულოვანი ბარიერის სასტარტო პოზიცია, ერთი კაცის პარლამენტში შესაყვანად, დაახლოებით 13 000 ხმის ტოლი უნდა იყოს (0, 6-0, 7%) და დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ოდენობის ხმას საქართველოში ბევრი მარგინალური ძალა მოაგროვებს მონდომების შემთხვევაში.

პარლამენტის გადახალისების და ახალი სახეების შეყვანის კუთხით რათქმაუნდა ეს დადებითი პროცესია, თუმცა გაჩნდა ახალი საფრთხეები და მასთან ერთად პარადოქსებიც, მაგალითად: პარლამენტში რიგით მომსახურე პერსონად მუშაობის დასაწყებად თქვენ მოგთხოვენ სამუშაო გამოცდილებას, ორ უცხო ენას, რეკომენდაციებს, “დრეს კოდს" და გაგიკვირდებათ, მაგრამ face კონტროლიც გასავლელი გექნებათ. სამაგიეროდ ამავე პარლამენტში დეპუტატის მანდატით მოსახვედრად საერთოდ არ იქნება საჭირო არცერთი მათგანი, მათ შორის არც ცოდნის ხარისხი და მთავარი იქნება ის, თუ რამდენად ეფექტურ PR კამპანიას ჩაატარებთ, ისიც ერთჯერადად.

ქვეყანაში სადაც პარლამენტი ითვლება უმაღლეს პოლიტიკურ-საკანონმდებლო ორგანოდ, არ შეიძლება დეპუტატად უფრო ადვილად ინიშნებოდე, ვიდრე ტუალეტის დამლაგებლად.

ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში საჭიროა ნებისმიერმა ძალამ სრულად გაიაროს პოლიტიკური დეტექტორი, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ბარიერის როლს კოლეგებთან ერთად მეც შევასრულებ. ვეცდებით გავშიფროთ ყველა და ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამახინჯდეს პროპორციული არჩევნების ხიბლი.

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0