x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ეკექეირები - კოლხური ტომი
ეკექეირები - კოლხური ტომი


ეკექეირები, ან ეკხირიელები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი. ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით ეკექეირები ცხოვრობდნენ ორ მდინარეს შორის, ეს მდინარეები იყო არქაბისი და ოფიუნტი. ეს ნიშნავს, რომ მათი საცხოვრისი ივარაუდება ათინას (დღევანდელ ფაზარის) რეგიონში. გიორგი მელიქიშვილი მათს სახელწოდებას უკავშირებდა "ეგრ" (ეგრ-ისი) ძირს (თ. ყაუხჩიშვილი. 1976, გვ. 84).

V საუკუნის პერიპლუსში დაცულია შემდეგი ცნობა: "მდინარე არქაბიდან მოკიდებული, ვიდრე ოფიუნტის წყლამდე, წინათ ცხოვრობდა ეგრედ წოდებული ეკხირიელების ტომი, ხოლო ამჟამად ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები. აფსარის წყლიდან ვიდრე მდინარე არქაბემდე წინათ ცხოვრობდნენ ეგრედ წოდებული ბიზერები, ხოლო ამჟამად ცხოვრობენ ზიდრიტები." (გეორგიკა, 1965, გვ. 3).

აშკარაა, რომ აქ საქმე გვაქვს დაწერილობის მცდარ წაკითხვასთან და ეკხირიელები და ეკექეირები ერთი და იგივე ხალხია. აქვე განსახილველია ტერმინი "ეკრიკტიკე", თუმცა პტოლემაიოსის (100-170 წწ.) მიერ დამოწმებული კერიკტიკეს ქვეყანა არის რიონის მიდამოებში (ამავე ტერმინს იმოწმებენ პომპონიუს მელა, პლინიუსი...) წარმოდგენილ სიტყვათა, აგრეთვე მაკრონ/მახელონ/მანრალ/კერკეტ/კეგრიტიკე/ ფუძეთა ამოსავალ ფორმად განიხილება "ეგრ" ძირი (ლიტერატურისა და მსჯელობისათვის იხილეთ თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 233, 257.)


ეგერ/იგირ ფუძე მართლაც შეიძლება დავსახოთ ეკექეირები/ეკხირიელები/ ეკრიკტიკე/ეკრიქტიკე სიტყვების ამოსავლად, მაგრამ მაკრონ, მახერონ და მანრალ ფუძეთათვის მისი მიჩნევა გაჭირდება. (ავტ: ტარიელ ფუტკარაძე. "ქართველები")





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0