x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყაზახეთის ერთერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქებების სერიამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო და ხალხმა ევაკუაცია თვითნებურად დაიწყო

image ყაზახეთის თურქესტანის ოლქში მდებარე ქალაქ არისის მოსახლეობა იძულებული გახდა ქალაქიდან გაქცეულიყო, მიზეზი კი ქალაქში მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარი მძლავრი აფეთქებების კასკადი გახდა.
45 ათასიან ქალაქში შეიქმნა პანიკური სიტუაცია, აფეთქების ტალღამ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების შუშები დალეწა.
პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 9:20 წუთზე (მოსკოვის დროით 06:20) დაფიქსირდა, აფეთქების ტალღამ წარმოშვა უზარმაზარი სოკო, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე აიტაცა აფეთქების ტალღამ.
პირველ აფეთქებას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, რამაც მოსახლეობაში პანიკური სიტუაცია შექმნა. მოსახლეობამ აუცილებელ საბუთებს და პირველადი მოხმარების საგნებს მოუყარა თავი და ვისაც, რა საშუალება გააჩნდა იმით დაიწყო ქალაქის სასწრაფოდ დატოვება.
აფეთქების ტალღამ საკმაოდ შორ მანძილზეც ჩაამსხვრია საცხოვრებელი კორმუსების ფანჯრის მინები.
სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, სამხედრო ბაზაზე მოხდა საბრძოლო ჭურვების აფეთქება, თუმცა საბედნიეროდ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თუმცა სხვა წყაროებით ბაზაზე დაკარგულია რამდენიმე ადამიანი, რომელთა ძებნაში მონაწილეობას იღებს 70-ზე მეტი სპეციალისტი სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლებით, ადგილზე მუშაობს 16 სახანძრო მანქანა.
ქალაქში გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.

0
88
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
88