x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კოლები - კოლხური ტომი
კოლები - კოლხური ტომი


კოლები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხალხი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან და შედიოდნენ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. ისინი პირველად ჰეკატეოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472) მოიხსენიებიან. ასევე მათზე ცნობებს გვაწვდის ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.). და გვამცნობს, რომ კორაქსები და კოლები დაახლოებით ბზიფის შესართავის რაიონში არიან განსახლებულნი. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 83). ახ.წ. V საუკუნის ანონიმური პერიპლუსის ავტორი ასახელებს კოლების ქვეყანას - კოლიკეს, რომელიც მდებარეობდა ერთის მხრივ ჰენიოხების, კორაქსებისა და მეორეს მხრივ მელანქლაინების (სარმატული ტომი), მაქელონების და კოლხების მეზობლად. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 105).

სტეფანე ბიზანტიელი წერს: "კოლები - ტომი კავკასიონთან; კავკასიონის ქვედა ფერდებს ეწოდება კოლების მთები, ქვეყანას კი კოლიკე ჰქვია. (გეორგიკა, 1936, გვ. 281). ისტორიკოსი ტარიელ ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ ლოგიკურია დავუშვათ, რომ საქართველოს ისტორიული პროვინცია "კოლა", ეთნონიმი კოლხი, კოლხა და კოლები ან მათი ქვეყანა კოლიკე, საერთო ფუძისგან წარმომავალი სიტყვები იყოს. ამას ეთანხმება პავლე ინგოროყვაც, რომელიც ამბობს, რომ კოლხები და კოლაელები (კოლები) სინონიმებია (1954. გვ. 138).


კოლი



ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ტრაპიზონისა და ბიჭვინთის რეგიონებში ერთსა და იმავე დროს დაფიქსირებული კოლხები და კოლები ძალიან ახლო მონათესავე ტომები არიან. პავლე ინგოროყვას აზრით კოლასგანაა ნაწრამოები "კლარჯი" - კოლა-არი, კოლ-არ-ჯი (პავლე ინგოროყვა, 1954, გვ. 138). მას ახსნილი არ აქვს "ჯ"-ს წარმომავლობა, მაგრამ დაკავშირება სწორი ჩანს. შეიძლება დავუშვატ, რომ კოლარ და დიალექტური კოლაჯ (ზანურში ბუნებრივია რ>ჯ პროცესი სიტყვის ბოლოს, მაგალითად ხარი>ხოჯი, ქმარი>ქომონჯი და ა.შ.) ფორმების კონტამინაციით მივიღეთ კოლარაჯ ფორმა, რომელმაც მოგვცა კლარჯ ფუძე. ასევე არაა გამორიცხული, რომ "რ" ფონეტიკურ ჩანართად მივიჩნიოთ: კოლარ>კოლაჯ, კლაჯ>კლარჯ. ტარიელ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი შემდგომ კვლევას მოითხოვს.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
296
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0