x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სერგეი გავრილოვი - ,,რადიკალებმა წყალი შეგვასხეს და დოკუმენტების წართმევაც სცადეს"
image
მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა საქართველოში ვიზიტის შესახებ “რია ნოვოსტ"-ის განუცხადა, რომ

რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს, ჩვენ დარბაზს დაცვის თანხლებით ვტოვებთ."

გავრილოვის თქმით მას რადიკალებმა წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს. ხოლო მას შემდეგ რაც პარლამენტის დარბაზი დაიკავეს ასამბლეის რუსმა დელეგატებმა დარბაზი დატოვეს.

გავრილოვი ასევე ამბობს, რომ “საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს გავრილოვი აფხაზეთის ომის მონაწილე იყო."


ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველა ის მოლაპარაკება, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება ჩავარდნის საფრთხის წინაშეა.

შეგახსენებთ , რომ გავრილოვი მეორე დღეა რაც საქართველოში იმყოფება.მან დღევანდელი სხდომა საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე გახსნა, თუმცა სხდომა ჩაიშალა, რადგან ევროპული საქართველოს და ნაციონალური პარტიის დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში ოკუპანტის სხდომა გააპროტესტეს.

0
205
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0