x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"დამნაშავე" რომანი ნახევრად ნამდვილი ამბავი

image

გაზაფხულის მშვიდი საღამოა, დედაქალაქის მთავარი ქუჩა სავსეა ხალხით, აქვე ხელი- ხელ ჩაკიდებული ახალგაზრდა წყვილი მოსეირნობს ხმაურიან ქალაქში, მაგრამ მათ ეს ხმაური სულაც არ აწუხებთ, ბედნიერი სახეებით ლაპარაკობენ და შესცქერიან ერთმანეთს. მათ ერთი ტანსაცმელ დაძონძილი, გამურულ სახიანი, აბეზარი მათხოვარი ბავშვი აეტორღიალა, წყვილს წინ გადაუდგა, ხელ გაწვდენილმა დახმარება ითხოვა. ბიჭმა ბავშვს ისე ჰკრა ხელი, რომ დაეცა და თავი დაარტყა ასფალტს. -ვაიმე დედა! წამოძახა სიმწრისგან ბავშვმა, ლელა წაქცეული ბავშვისაკენ დაბლა დაიხარა, რომ ფეხზე წამოეყენებინა . თორნიკემ არ მისცა საშუალება ლელას ბავშვს დახმარებოდა. "ეგ მათხოვარი სულ ეგრე ითხოვს ფულს, ადამაინის ქუჩაში ვერ გაგვივლია, რომ არ აგვეკიდოს" გაისმა გამვლელის ხმა. ხოლო ვიღაც ახალგაზდა მამაკაცმა ბავშვს გამოესარჩლა და სილა უთავაზა თორნიკეს. მერე მათხოვარი ფეხზე წამოაყენა, ბავშვს ფული ჩაუდო ხელში და გაეცალა იქაურობას. თორნიკე დატოვა ძირს დაგდებული. ამ ამბიდან რამდენიემ თვე გავიდა, ლელა მშობლებთან ერთად ბათუმში ისვენებდა. ზღვის სანაპიროზე რუჯს იღებდა.მისი შეზლოგის ახლოს ბავშთან ხელ ჩაჭიდებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჩაიარა. -შენ ის არ ხარ, თორნიკე რომ სცემე? -ვინ თორნიკე? მე ეგეთს არავის ვიცნობ. გოგონამ მალულად შეათვალიერა მამაკაცი, რომლესაც ეტყობოდა რომ აშკარად სპორტსმენი იყო და კარგი ნავარჯიშების სხეული ჰქონდა. გოგონამ გაიფიქრა, ვახ რა მაგარია, ადრე რატომ ვერ შევამჩნიეო. წამოდგა და მშობლებს დაუძახა: -მამა აი ეს ის ბიჭია მე, რომ მოგიყევი, თორნიკე რომ კარგად მიბეგვა. დაიბნა მამაკაცი ვერ გაეგო რა ხდებოდა. -არა ნამდვლად რაღაც გეშლებათ, მე არანაირ თორნიკეს არ ვიცნობ. მამაკაცის თანმხლებმა ბავშვმა ზღვის ველოსიპედი დაინახა -ბადრი ბიძია წამოდი რა იქ დამსვი? -ახლავე ჩემო ლამაზო. ხელი მოჰკიდა და აიყვანა ხელში ბავშვი. -რაღაც გაუგებრობაში მოვხვდი უკაცრავად მე დაგტოვებთ. -არა რას ამბობ, შენ ის არ ხარ მათხოვარი ბავშვის გამო ბიჭი რომ სცემე? -ა, ხო, იყო რაღაც ამდაგვარი. -აი მე კი იმ ბიჭის შეყვარებული ვიყავი და ერთი ორი კიდევ რომ შემოგერტყათ მადლობელი დაგრჩებოდით. გადაიკისკისა ლელამ. -აჰა მივხვდი ყველაფერს, ჩემი სახელია ბადრი. -ბადრი მადლობის ნიშნად საღამოს ბარში გეპატიჟები კათხა ლუდზე თუ სურვილი გექნება. უთხრა ლელას მამამ ბადრის. -სიამოვნებით, საღამოს ბუნგალოში ვიქნები. ზღვის სანაპიროდან დაბრუნებულმა ლელამ დაიწყო მზადება საღამოსთვის, მამას გაუკვირდა მისი ასეთი ქცევა და ჰკითხა. -სად მიდიხარ ლელა ასე რომ ემზადები? -როგორ თუ სად? საღამოს ხომ ბადრის უნდა შვეხვდეთ, ხომ დაპატიჯე? -დიახ დავპატიჟე, მაგრამ არა შენ, ჩვენ კაცები დავჯდებით და ვისაუბრებთ. -კარგი რა მამიკო მეც უნდა წამოვიდე, მომწყინდა სულ ელენესთან ერთად ყოფნა, მოდი ყველამ: მე, დედამ, შენ და ელენემ შევხვდეთ ბადრის და ოჯახური ვახშამი მოვაწყოთ. -ვახ გაგამიჟებს ეს გოგო, რა ვახშამი? არც კი ვიცნობ წესიერად იმ კაცს, ერთ კათხა ლუდს დავლევ და მორჩა, წამოვალ სახლში, შენ კი დედაშენთან და შენს დასთან ერთად გაისეირნე. მოსაღამოვდა, ოდნავ ნიავი ჰქროდა, ბულვარში გამოსულიყო დამსვენებლები ყვავილების სურნელებით ტკბებოდნენ და ნელი ნაბიჯით სეირნობდნენ. ლელა და მისი და ელენე სეირნობდნენ თან მზესუმზირას შეექცეოდნენ . ლელა ლუდის ბარს რომ მიუახლოვდა ნელა გაიარა, თან იქ მყოფებს ათვალიერებდა, ვითომ შემთხვევით მამა დაინახა და მასთან მივიდა. -მამა აქ ყოფლიხარ?! გამარჯობა ბადრი! ბადრი მას მიესალმა. ლელამ უკითხვად სკამი გამოსწია და დაჯდა. ელენესაც ანიშნა თვალით, რომ დამჯდარიყო. ლელას მამას არ მოეწონა შვილის საქციელი, მაგრამ არ იკადრა შენიშვნა მიეცა. -იცი ბადრი იმ დღეს გავიგე როგორი არა ადამიანი იყო თორნიკე, შენ რომ არა ალბათ ასე დაბრმავებული ვიქნებოდი და ვერაფერს შევამჩნევდი კარგა ხანს, მადლობა მინდა გითხრა რომ დამანახე ის ვინც იყო. -არა მე ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა იმ წუთს, ასე უცებ დაუფიქრებლად, არ მომეწონა ბავშვს ცუდად რომ მოექცა. სწორედ რომ კარგად მოიქეცი. გაიცინა ლელამ. მამა თვალით ანიშნა, რომ გაჩუმებულიყო და ჩაახვეალა ნიშნად იმისა რომ გაჩუმდიო, მაგრამ ლელა ისევ აგრძელებდა საუბარს. კითხვებს უსვამდა ბადრის. გაარკვია, რომ ბათუმში დასთან და დიშვილთან ერთად იყო ჩამოსული, ცხოვრობდა თბილისში და ყოფილი ფეხბურთელი იყო. ეს, რომ გაიგო, ფეხბურთელი იყო, კიდევ უფრო გაუმძაფრდა სიმპატია ბადრის მიმართ ლელას. კიდევ რამდენიმე დღე დარჩნენ ბათუმში ლელა და მისი მშობლები და მერე წავიდნენ თბილისში. თბილისში როგორც კი ჩავიდა. ლელამ მამის ტელეფონიდან ამოიწერა მალულად ბადრის ნომერი და დაურეკა. -გამარჯობა ბადრი, როგორ ხარ? - რომელი ხარ ვერ გიცანი? -აი ლელა ვარ, ზღვაზე რომ გაგიცანი, თბილისში ჩამოვედი და ვიფიქრე მოვიკითხავთქო. -ძალიან კარგი ლელა, გამიხარდა შენი გამოჩენა, როგორ ხარ? როგორ არიან შენი მშობლები? -ყველანი ძალიან კარგად ვართ. -მიხარია ლელა, თუ თავისუფალი დრო გექნება შევხვდეთ ერთმანეთს, ყავაზე გეპატიჟები. - სიამოვნებით. -ეს შენი ნომერი არის ხომ ლელა? -დიახ ჩემი ნომერია. -მაშინ დაგირეკავ ამ ნომერზე, ცოტა ხანში, ახლა რაღაც შეკრებაზე ვარ და არ მცალია, კარგი? -კარგი, აბა დროებით გელოდებიიი. ამ საუბრიდან მეორე დღეს ლელა დილიდანვე მშვენიერ ხასიათზე იყო, დადიოდა ოთხაიდან ოთახში და მღეროდა, გაკვირვებული შესცქეროდა, დედა და ელენე, ვერ გაეგოთ მიზეზი რა იყო მისი ასეთი კარგი განწყობისა. ჯერ დედას ჩაეხუტებოდა მოულოდნელად შემდეგ დას. კითხვას თუ რატომ იყო ასეთ კარგ ხასიათზე არ პასუხობდა. გაიღიმებდა და ისევ სიმღეარას განაგრძობდა. დედა და ელენე გადახევდავდნენ გაოცებული თვალებით ერთმანეთს. ლელა აივანზე გავიდა ყვავილების მორწყვა დაიწყო, რომელიც არასოდეს გაუკეთებია და თან ცეკვავდა, მთელი სამყარო მისი ეგონა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო იმ დღეს. დროც გავიდა, ნელ-ნელა დაიწყო მზადება, დედას მოატყუა, რომ დაქალს უნდა შეხვედროდა. ცისფერი მოკლე კაბა ჩაიცვა, ოდნავ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიები, თმა გაიშალა და დედას დაენახა. - დედიკო! აბა შემომხედე როგორ გამოვიყურები? -შენ მეგობრის სანახავად მიდიხარ თუ პაემანზე? როგორ გამოწყობილხარ? რა არის ეს? -დედა ვარ თუ არა ლამაზად ეს მითხარ? მაკას სანახავად მივდივარ, სხვაგან სად უნდა მივდიოდე? -კი ჩემო თვალხატულა ლამაზად ხარ, ძალიან ლამაზად, ჭკვინად იყავი იცოდე? ლელა დედას დაემშვიდობა და წავიდა. ისე მიდიოდა თითქოს ფრთები ჰქონდა შესხმული და მიწას არ ადგამდა ფეხს. სახე უღიმოდა, თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდა. ყველა გამვლელს ნაცნობს თუ უცნობს უღიმოდა. პაემანზე მისულ ლელას ბადრი შეხვედრის ადგილას მისული დახვდა. ბადრი სწრაფად წამოდგა, თავაზიანად ხელი ჩამოართვა, შემდეგ სკამი გამოუწია და მაგიდასთან დასვა, ლელამ ქალური სიამაყით შეიფერა ეს ყველაფერი და გულში კიდევ უფრო გახარებული იყო. ჩუმი მზერით ათვალიერებდა ბადრის, მიუხედავად იმისა უკვე არაერთხელ ნახა ბათუმში, ძალიან მოსწონდა და აკვირდებოდა ბადრის აღნაგობას, ფიქრობდა; -სწორეთ ისეთი არის მე რომ მინდა, სწორედ ისეთი არის მე რომ შემეფერება და ჩემი ქმარი მინდა იყოს. -აბა როგორ ხარ ლელა? როგორ არის შენები? -მშვენივრად ვარ და ჩემებიც კარგად არიან. გაუღიმა ლელამ ბადრის. -შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავს, ვუძლებ ამ ცხოვრებას როგორც ყველა. აბა რას მიირთმევ? -ფინჯან ყავას და ნამცვხარს. -ძალიან კარგი, მეც იგივეს შევუკვეთავ. ოფიციანტმა შეკვეთა ჩაიწერა და წავიდა მოსატანად. -ლელა როგოც ვიცი სტუდენტი ხარ ხომ? რომელ კურსზე ხარ და რა პროფესიას ეუფლები? -კი სტუდენტი ვარ, მეორე კურსზე ვარ ჟურნალისტი მინდა გამოვიდე. -ძალიან კარგი, გისურვებ წარმატებული ყოფილიყავი შენს საქმეში. -დიდი მადლობა ბადრი, შენ რას საქმიანობ? -მე როგორც იცი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ტრავმა მივიღე თამაშის დროს და ამიკრძალეს ექიმებმა სისტემატური ვარჯიში, ამის გამო დავანებე თავი, , საფეხბურთო გუნდი "არწივები", მწვრთნელი ვარ. -ძალიან კარგი. ამ საუბარში ოფიციანტმა მოიტანა ნამცხვარი და ყავა. ლელას ფიქრი აწუხებდა თუ რამდენი წლის იყო ბადრი, ხვდებოდა, რომ მასზე უფროსი იყო, მაგრამ რამდენით ვერ გაეგო, ეძებდა საუბარში მომენტს რომ დაესვა კითხვა, თუ რამდენი წლის იყო. -რადგან შენ მეორე კურსზე ხარ ოცდაერთი წლის იქნები ხომ ასეა? -დიახ ოცდაერთი წლის ვარ. -ხოო, ბავშვი ხარ ჯერ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. მე კიდევ ოცდათორმეტის ვარ უკვე. ბევრი კარგი მინახავს და ბევრი ცუდიც. ბევრად დიდი ყოფილა ჩემზე, მაგრამ არაუშავს, მთავარია შეუყვარდე, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს. გაიფიქრა ლელამ . კიდევ ერთი საათი ისაუბრა ბადრიმ და ლელამ ერთად, ორივეს ძალიან სიამოვნებდათ ერთად ყოფნა და საუბარი, ეს მათ სახის გამომეტყველებაზე აისახებოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ ისე საუბრობდნენ. შემდეგ ლელამ უთხრა, რომ დრო იყო სახლში წასვლის, ბადრი არ შეწინააღმდეგებია, მეტრომდე მიაცილა, დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ორივე თავის გზას გაუყვა. ორი გული, ორი სული, ორი სხეული, ერთი და იგივე ფიქრებს მიცემოდა, ერთი და იგივე განცდას შეეპყრო, თითქოს რაღაც ძალამ გაიარა მათ სხეულში, ურთიერთდამკავშირებელი, ამოუხსნელი ენეგრიის მატარებელი, რომელსაც გრძნობ, მაგრმა ვერ ხედავ. -ოცდათორმეტი წლის კაცი ვარ და ასეთი შეგრძნება ჯერ არ მქონია, რა მიყო ამ ერთი ციდა გოგომ, ამხელა კაცს, არა ის ჩემზე ძალიან პატარაა, გონს მოდი ბადრი რა დაგმართნია, არადა როგორ უხდებოდა ის ცისფერი კაბა, როგორი ტანადი და მოხდენილი გოგო არის, როგორი კარგი საუბრის მანერა აქვს, როგორ მიყვარს ქალს, რომ გრძელი თამ აქვს, როგორ ამშვენებს, კიდევ უფრო და მომხიბვლელს ხდის. -რა თავაზიანი მამაკაცია ბადრი, ღმერთო ჩემო სად ვიყავი აქამდე? თორნიკე როგორი უხეში ბიჭი იყო, წესიარად ლაპარაკიც არ იცოდა, რამ შემაყვარა მისი თავი? რამ დამაბრმავა ასე? აი კაცი და აი ადამიანი ბადრი. რას ნიშნავს ასაკი? ღმერთო ჩემო რა საყვარლიაა, რა კარგი ღიმილი აქვს, როგორი პოზიტურია არის. საღამოს ლელას ტელეფონზე ბადრი ურეკავს, მოიკითხა, ლელას სიახულისგან თვალები აუკიაფთა, თავის ოთახში გაირბინა და იქ დაელაპარაკა. ამის შემდეგ ხშირად ხვდებოდა ბადრი და ლელა ერთმანეთს, ერთმანეთსი გარეშე უკვე არსებობაც არ შეეძლოთ. დეკემბრის ცამეტი რიცხვია, თოვლის ფიფიქები ციდან ნარ- ნარით მოფარფატებს, ოდნავ ნიავი ქრის და ამ ფიფქებს, როგორც მას სურს, ისე ანავარდებს ჰაერში, შემდეგ დაეცემა მიწას, მაგრმა მაშინვე ქრება, ზოგი ფიფქი იქვე გაშენებულ მწვანე საფარზე, თითქოს იპოვა თავისი ადგილიო. ცოტა ხანს დააყონებს და იქცევა წყლის წვეთად. ნელ-ნელა იმატებს ნიავი, თოვლის ფიფქებთან ერთად. ხელი-ხელ ჩაკიდებული მოსეირნობს მუშტაიდის ბაღში ორი ახალგაზრდა. თითქოს ამინდი რომლეიც ბუნებას თავისთვის შეუქმნია, ეს ყველაფერი მათ სიყვარულს უფრო ამშვენებს და ალამაზებს. ბადრიმ როგორც იქნა გაბედა და გამოუტყდა სიყვარულში ლელას. ხელი ხელხზე მაგრად მოჰკიდა, თითქოს შეეშინდა არ გაქცეოდა: -ჩემო პატარავ, დიდიხანს ვიფიქრე, ჩემზე და შენზე, ვიფიქრე მომავალზე, საკუთარ თავსაც ვეომე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე ჩემს თავთან, ეს ყველაფერი რაც ხდება, რაღაც ზებუნებრივი ძალით ხდება, დღითი დღე მიმძაფრდება ეს გრძნობა შენზე, დღითი დღე მიძნელდება შენთან სიშორე, მე შენ შემიყვარდი, მე მინდა რომ შენ გერქვას ჩემი, მინდა იყო ჩემი შვილების დედა, მინდა შენსავით ლამაზი გოგო მაჩუქო. მინდა შენ იყო ჩემო ოჯახის პატარა დიასახლისი. ლელა განაბული უსმენდა ბადრის. ის ხომ უკვე თვეებია ელოდა ამ სიტყვებს ბადრსგან, ის ხომ ოცნებოდბა ამ დღეზე როდის ეტყოდა ბადრი მიყვარხარხარო, მაგრამ თითქოს არც გახარებია, ისე უპასუხა. -ვერაფერს გეტყვი ბადრი, მე შენ მომწონხარ, ჯერ არ ვჩქარობ ოჯახის შექმნა, მინდა სწავლა დავასრულო. -მე არაფრზე შეგიშლი შენ ხელს ლელა, პირიქით, მოგეხმარები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ ბედნიერი მყავდე. ლელა შინაგანად ბედნიერი და გახარებული იყო, თავს ძალას ატანდა რომ ხმამაღლა არ ეყვირა თუ როგორი ბედნიერი იყო, თუ როგორ გაუმართლა რომ ასეთმა კაცმა, როგორიც ბადრი იყო სიყვარულში გამოუტყდა. სახლში დაბრუნებილ ლელას მთელი ღამე არ სძინებია, სულ ბადრის სიტყვებზე ფიქრობდა, სულ მის ფოტოებს ათვალიერებდა, ფიქრობდა როგორ გაემხილა ეს ყველაფერი მშობლებისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ ლელამ ტელეფონში უთხრა ბადრის, რომ ძალიან უყვარდა მასაც და მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. მას შემდეგ ბადრი და ლელა ისევ ხშირად ხვდებოდნენ ერთნაეთს, დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში თავს ბედნიერად გრძნობდნენ, ყოველ პაემანზე მისულ ლელას, ბადრი ვარდებით ხვდებოდა ხელში, ლელას სახლში არ მიჰქონდა ვარდები, რადგან მშობლებმა არ იცოდა მისი სიყვარულის შესახებ, ამიტომ ნანასთან ტოვბდა რომელიც მის სადარბაზოში ცხოვრობდა, არ სურდა მშობლებისთვის ჯერ ეთქვა ყველაფერი. ახალი წლის სამზადისი არის ოჯახში, ლელას მშობლები ტარდიცულად მარტო აღნიშნავენ ახალ წეს სახლში. გაშალეს სუფრა, ლელა, ელენე და მშობლები მიუსხდნენ მაგიდას, ნელ-ნელა შეექცეოდნენ გემრიელ კერძებს, თან სადღედგრძელოებს ამბობდა ლელას მამა და ცოტ-ცოტას სვამდნენ, ლელა არსად არ აპირებდა წასვლას. ამიტომ ცოტა დალია და გამბედაობაც მოემატა, მშობლებს სთხოვა ცოტა ხნით მისთვის მოესმინათ. ფეხზე წამოდგა, წითელი ღვინით სავსე ჭიქა ხელში დაიჭირა, სახე ოდნავ შეწითლებოდა, თვალები ამღვეროდა, ეტობოდა რომ სასმელი მოჰკიდებოდა. -ჩემი დედიკო და მამიკო, ჩემო დაიკო, თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა, ბედნიერი ახალი წელი დაგვდგომოდეს, ის ცუდი რაც წარსულიში იყო, წარსულში დარჩენილიყოს და ახალი შემართებით, ახალი იმედებით და ახალი ბედნიერი დღეებით სავსე ყოფილიყოს, დამდეგი წელი ჩვენთვის და სრულად საქართველოსთვის. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ თქვენ და არა მარტო თქვენ, მე მყავს ადამიანი რომელიც გულს მინათებს და მითბობს. -რას ამბობ ლელა? გაკვირვებული ჰკითხა ლელას დედამ. -ჰო დედა მე შეყვარებული ვარ, უზომოდ შეყვარებული, მაგრამ თქვენთვის ვერ გამიმხელია, თორნიკეს დაშორების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომლმაც ნათლად დამანახა, ადამიანში ადამიანი, დამანახა როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი მამაკაცი. მე ის ძალინ მიყვარს. სიტყვა დაასრულა და სწრაფად დალია ღვინო და მოწყვეტილი დაჯდა სკამზე, განაჩენს ელოდებოდა თითქოს რას გამოუტანდნენ ოჯახის წევრები. მამა გაოცებული შეჰყურებდა შვილს, ის კარგად იცნობდა მის უფროს გოგოს და იცოდა მისი ჯიუტი ხასიათი, მაგრამ ასეთი არასოდეს ენახა, მეუღლეს გადახედა თვალებით ანიშნა რა ხდებაო. მანაც გაკვირვებული შეხედა. -ლელა შვილო, ვინ არის ის ბიჭი ვინც ასე ძალიან მოგხიბლა? -თქვენ მას იცნობთ მამა. -მე ვიცნობ? -დიახ შენ და დედა, ყველა იცნობთ მას. -ღმერთო ჩემო ვინ არის ლელა, თქვი, ის ხომ არა ვისზეც მე ვფიქრობ ახლა, რომ შეიძლება ის იყოს? -მე არ ვიცი დედა შენ ვისზე ფიქრობ, მაგრმა ეს ადამიანი ბადრი არის, მამამ რომ გაიცნო ზღვაზე, თორნიკე რომ სცემა. -რას ამბობ გოგო გაგიჟდი?! ის ხომ ბევრად დიდია შენზე, ეგ მეორედ არ გამაგონო! თავიდან ამოიგდე არც კი იფიქრო მასზე. -მოიცა ეკა დააცადე ბავშვს ნუ ანერვიულებ, ახლა ნასვამია და ხვალ დაველაპარაკოთ. შენ კი ჩემო ლამაზო დაისვენე, ახლა გეტყობა სასმელმა მოგერია. ლელა წამოდგა სკამიდან, ხმადაბლა ახალი წელი მიულოცა მშობლებს და თავის ოთახში გავიდა. ლელას მამა და დედა დარჩა მაგიდასთან, ელენე გაყვა დას საძინებელში. -გია გესმის რას ამბობს ეს გოგო? შენ ამას დაუშვებ რომ ბადრი და ლელა ერთად იყვეს? -მე და შენ რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა, ჩვენ მშობლებსაც არ უნდოდათ, რომ ერთად ვყოფილიყავით მაგრმა ხომ ხედავ ერთად ვართ, რამდენი წინააღმდეგობა გადავიტანეთ ხომ გახსოვს? სიყვარულს ვინ აღუდგება წინ? ვინ შეძლებს მის წინ გალაშქრებას? ვერავინ ჩემო ეკა, ვერავინ, იქნებ სულაც არ არის არაფერი და სასმელმა ათქმევინა, ნუ ავჩქარდებით. -არა გია, მე არ დაუშვებ, რომ ლელა და ბადრი ერთად იყვნენ, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთსიგან. - შენ რა იცი რომ განსხვავდებიან? მხოლოდ ერთხელ გყავს ნანახი. -ერთი შეხედვითაც ეტყობა ადამიანს როგორი არის. ჩემი შვილი მასთან ვერ გაჩერდება, ვიცი ამის ჯიუტი ხასიათი მე, ის კი ბევრად დიდია მასზე და არ წავა დათმომაზე, არც ეს დაუთმობს და ბოლოს მაინც დაცილებით დასრულდება ყველაფერი. -ხო დაარტყა ამან ბეჭედი უკვე, რას ამბობ, იქნებ სულაც არ ქორწინდებიან, და არაფერი ხდება, რას აიფოფრე წინასწარ ადამიანო, დამაცადე შემარგე ეს საღამო!!! მეორე დილით ლელას დედა შევიდა საძინებელში შვილებთან, მთელი ღამე არ დაუძინია იმაზე ფიქრით როგორ დალაპარაკებოდა შვილს, ისე რომ გული არ სტკენოდა და ისე დაეშორებნინა ბადრისთვის. ლელას და ელენეს ჯერ კიდევ ეძინათ. დედა ჩამოჯდა ლელას საწოლზე, ხელი გადაუსვა თავზე და აკოცა, ჩუმათ ჩასჩურჩულა. რომ ადგები სალაპარაკო გვავქვს მე და შენო. დილით ცოტა თავის ტკივილი ჰქონდა ლელას, უჭირდა საწოლიდან წამოდგომა. ზარის ხმა გაისმა ტელეფონში, ბალიშის ქვემოდან გამოაძრო ტელეფონი, დახედა და სახე გაუნათდა, დაავიწყდა თავის ტკივილი, ჯერ ეკრანს აკოცა და შემდეგ უპასუხა. -დილამშვიდობის როგორ ხარ? -რა დროს დილაა ჩემო პატარავ, უკვე პირველი საათია, ჯერ კიდევ წევხარ? -ჰო წუხელ ცოტა დავლიე და დამიგვიანდა ადგომა. -ხომ ხარ კარგად? ხომ არაფერი გტკივა? -არა, კარგად ვარ, შენი ხმა რომ გავიგონე კიდევ უკეთესად გავხდი, იცი წუხელ რა მოხდა? -რა მოხდა ჩემო პატარავ? ხომ მშვიდობაა? -წუხელ ჩემებს შენზე მოვუყევი, სასმელის ბრალია, გამბედაობა შემმატა და ვუთხარი. -მერე რაო შენება? ჩხუბი ხომ არ დაგიწყეს? -არა, ყველაფერი რიგზე არის, შენ მაგაზე არ ინერვიულო. -კარგი, თავს გაუფრთხილდი, მე მეგობრებთან გავდივარ ახლა და მოგვიანებით ისევ შეგეხმიანები გაკოცეე. -მეც გკოცნი ბადრი, მიყვარხარ! -მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა. საუბარი როგორც კი დაასრულა, საწოლიდან წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, იქ დედა დახვდა, თვალით ანიშნა, რომ სკამზე დამჯდარიყო, ლელაც დაჯდა სკამზე, ცალი ფეხი სკამზე შემოდო, ცალი იატაკზე დაუშვა, პიჟამეობით, თმა გაწეწილი იჯდა, ჯერ კიდევ, ნახევრად სძინავდა. -ლელა! წუხელ რაც სუფრასთან გვითხარი ის ყველაფერი სინამდვილეა? თუ სასმელმა გალაპარაკა და შენი ფანტაზიის ნაყოფი არის? -არა დედა ყველაფერი სიამრთლეა, მე და ბადრი უკვე თვეებია ვხვდებით ერთმანეთს, უბრაოდ თქვენ ვერ გითხარით, შენი და მამას რეაქციის მეშინოდა. -ლელა შვილო! მე როგორც მამაკაცი ბადრიზე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ის შენზე ბევრად დიდი არის და შეიძლება დროთა განმავლობასი ვერ გაუგოთ ერთმანეთს, თუ გავითვაისწინებთ შენს ჯიუტ ხასიათს. -არა დედა მე ის მიყვარს და ძალიან კარგადაც ვუგებთ ერთმანეთ. -მე მაინც გირჩევ რომ კარგად დაფიქრდებ, კარგი გეგონა თორნიკე მაგრამ კი ხედავ ბოლოს როგორიც გამოვიდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბადრიმ სთხოვა ლელას შეხვედრა, ლელაც სიახრულით დასთანხმდა, ეს საუბარი დედამ გაიგონა და სახლიდან გასვილს უფლება არ მისცა ლელას, იჯდა თავის ოთახში და ტიროდა, არც ბადრის პასუხობდა ტელეფონზე რომ ურეკავდა, საძინებელში სარკის წინ დაჯდა, უცქერდა სახეს, თუ როგორ უსველებდა ცრემლები, გული თითქოს ამოგლეჯას ლამობდა, თმები მხრებზე ეყარა, ნახევრად უფარავდა სახეს, "კამოდის უჯრა" გამოაღო, მაკრატელი ამოიღო და ნელ-ნელა თმებს იჭრიდა, ისე რომ არც უკვირდებოდა კარგად იჭრიდა თუ არა, თმები მოწყვეტილი ვარდებოდა იატაკზე, განაჩენ გამოტანილი, რომ უკვე უსარგებლი იყო და სანაგვეში მოისროდნენ მალე. წელამდე თმა ისე დაიმოკლა, რომ ბეჭებზეც არ სწვდებოდა, იქვე დაყარა, მაკრატელი მოისროლა და საწოლზე დაეცა ატირებული, კარგი შიგნიდა ჩაეკეტა, დედა კართან მივიდა, ეძახდა მაგრმ ხმას არ სცემდა, შეშინდა, სათადარიგო გასაღები გამოიყენა და კარი გააღო, გაოცებული უცქერდა იქაურობას, თუ როგორ იყო თმები იატაკზე მოფენილი, მაშინვე მივარდა ლელას, საწოლიდან წამოაყანე და ყვირილი დაუწოყო. -ეს რა გიქნია შე არანორმალურო გოგო?! როგორ გაბედე და თმები შეიჭერი?! ხომ იცი ამის გამო მამაშენი რას გიზავს?! ამი თქმა და სახეში სილა გააწნა, ლელა იმ წუთს არ ეკუთვნოდა ამ ქვეყანას, ვერც სილის გაწნა გაიგო და არც დედის ყვირილი ესმოდა, დედას შეეშნიდა შვილი ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა და გულზე მიიხუტა. -ნუთუ ამათ გიღირს ის კაცი? ნუთუ ამ ცრემლებად ღირს ის ვის გამოც ტირი, ნუთუ იმ ერთის გამო ყველას გვეწინააღმდეგები, მე შენთვის ვამბობ, რა ვუთხრათ ახლა მამაშენს ასეთ რომ დაგინახავს? ხომ იცი როგორ უყვას თმა რომ გაქვს გრძელი, რამ გადაგრია და გაგაგიჟა ასე? -მე ის მიყვარს დედა, მე მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, შენ კი არ გესმის ჩემი. -კარგი დამშვიდდი ახლა, აქაურობა მიალაგე და ხვალ სალონში წადი ეგ თმები შეილამაზე, როგორ დაგიმახინჯებია თავის, ასეთი მოეწონები შენს ბადრის, რომ გნახავს? არა მგონია მოეწონო. საღამოს სახლში მისულმა გიამ შვილი თმა შეჭრილი რომ დაინახა, მიხვდა რაც ხდებოდა, არაფერი უპასუხა, თითქოს არც კი შეუხედავს მისთვის, ამან კიდევ უფრო შეაწუხა ლელა, მივიდა მამასთან და ბოდიში მოუხადა მის ასეთ საქციელზე. მეორე დღეს სალონში წავიდა თმები შეისწორა და ისევ ბადრი შეხვდა. რამდენიმე საათში იუსტიციის სახლში ხელი- ხელ ჩაკიდებული შევიდნენ ორ მეგობართან ერთად და იქედან როგორც ცოლ-ქმარი ისე გამოვიდინენ, შემდეგ პატარა კაფეში აღნიშნეს ფარული ქორწინება და ორივე თავ-თავიანთ სახლში წავიდა, ერთი კვირის მანძილეზე არავინ იცოდა, ლელა უკვე ბადრის ცოლი რომ იყო, არავის უმხელდა ამ დიდი საიდუმლოს, დაწოლის წინ ქორწინების მოწმობას გამოიღებდა აკოცებდა, თითზე ბეჭედს მოირგებდა და დაწვებოდა. ბადრიმ ყველაფერი მოაგვარა იმსთვის რომ საქორწინო მოგზაურობაში წაეყვანა ლელა ეგვიპტეში. ღამით აეროპორტში წავიდნე იმ რო მეგობართან ერთანდ იუსტიციაში რომ ახლდათ. სახლში ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ლელას სახლში მისვლა, რომ დააგვიანდა, ტელეფონზე ურეკავდა დედა, მაგრამ გათიშული ჰქონდა, შეეშინდათ, არც ბადრის ნომერი იცოდნენ რომ დაერეკათ, იჯდნენ მისაღებ ოთახში და გამოსავალს ეძებდნე, რომ ელენეს ტელეფონმა დარეკა. -გისმენთ! -გამარჯობათ! თქვენ ელენე ხართ ხომ? ლელას და? -დიახ მე ვარ, ხომ მშვიდობაა, ხმამაღლა იყვირა ელენემ. -დამშვიდდით მშვიდობაა, კარგი ამბავი უნდა გახაროთ. ბადრი და ლელა დაქორწინდნე და ახლა საქორწინო მაგოზაურობაში წავიდნენ ეგვიპტეში. -გმადლობთ! გმადლობთ. ტელეფონი გათიშა ელენემ, დედას და მამას შესცქეროდა, როგორ ეთქვა ეს ყველაფერი არ იცოდა. -დედა! მამა! მშვიდობაა, ლელა გათხოვდა და ახლა ეგვიპტეში წასულან. -რააა! რას ამბობ? ეს როგორ გაბედაა? ყვიროდა ლელას დედა. -ღმერთს მადლობა, რომ მშვიდობა გვაქვს, მაინც თავისი გაიტანა, იმედია არ ინანებს და ბოლომდე ერთად იქნებიან. -დამშვიდდი, ნერვიულობა არაფერს მოგვიტანს. უთხრა გიამ მეუღლეს. ბადრი და ლელა სასტუმროში დაბინავდნენ, ყოველი დღე ფერადი და ლამზი იყო, ბადრი ცდილობდა ლელა ბედნიერი ყოფილიყო, ყველა მის სურვილს ასრულებდა, დაჰყავდა სასეირნოთ, იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს, ანებივრებდა პატარა ბავშვივით, მხოლიდ იმას ფიქრობდა როგორ გაეხარებინა ლელა, ბადრი ხომ ლელას სიხარულით იყო ბედნიერი, მისი ღიმილიანი სახე მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ იყო ამ ქვეყნად, ცდილობდა მშობლების გაბრაზება დაევიწყებინა და არ ახსენებდა მათ. ლელა თავს ბედნიერად გრძნობდა და სულ არ ანაღვლებდა მისი მშობლების დამოკიდებულება მის გადაწყვეტილებაზე. მისთვის მთავარი ბადრი იყო, მისთვის უპირველეისი სიყვარული იყო, რომელიც გვერდით ჰყავდა, ტკბებოდნენ ერთმანეთს ალერსში და თავს ორივე ძალინ ბედნიერად გრძნობდა. თავი სამოთხეში ეგონათ, მხოლოდ თვითონ იყვნენ იქ და სხვა არავინ ისე იქცეოდნენ, თითქოს მხოლოდ სიყვარული მეფობდა დედამიწაზე, სიყვარული რომლიც ყველაფერს გაგაკეთებინებდა მის გამო, არავინ და არაფერი შეგაშინებდა, დაიცავიდ შენს სიყვარულს და გაუფრთხილდებოდი, ბედნიერი სახეები, ღიმილით, მოციმციმე თვალებით, სხვა რა უნდა ეფიქა მათ შემხედვარს თუ არა ის რომ ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს და სხვა არაფერი. ორმა კვირამ სწრაფად გაირბინა, ორივეს უჭირდა ეგიპტის დატოვება, მაგრამ რა გზა იყო, დრო ამოიწურა და დაბრუნდნე თბილისში, აეროპორტში დახვდა ბადრის მშობლები და ლელას მისი და, და დედ მამა, წყვილს ულოცავდენ ბედნიერებას და უსურვებდნენ ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულს, გაფრთხილებას და პატივისცემას. შემდეგ ყველამ რესტორანში გადაინაცვლა და გაიმართა ლხენა, მოემატათ მეგობრები, რომლებსაც ახარებდათ ბადრის და ლელას ბედნიერება. ბადრი და ლელა მარტო ცხოვრობდა სახლში, მშობლები აკითხავდნენ ზოგჯერ, ეხმარებოდნენ შვილებს როგორც შეეძლოთ, მალა პატარა შეეძინათ, რომელმაც მათი სიყვარული კიდევ უფრო გაანმტკიცა, ბადრი ყოველთვის ცდილობდა რაც შეიძლება სამსახურის შემდეგ სწრაფად დაბრუნებულიყო სახლში, რომ ლელას საოჯახო საქმეებში მიხმარებოდა, ლელა საათს უცქერდა სულ, წუთის გადაცილებას არ პატიობდა და ეჭვები იპყრობდა, სულ იმის განცდა ჰქონდა რომ ვიღაცას ხვდებოდა, რაღაცას ატყუებდა ბადრი, სახლში დაბრუნებული, ყოველთის პირველად იმას უხსნიდა მეუღლეს რომ ეს ასე არ იყო, ზოგჯერ სამსახურიდან ვერ გამოვიდა თავის დროზე, ზოგჯერ, გადატვირთული მოძრაობის გამო დააგვიანდა, მაგრმა ლელა მაინც თავისიას გაიძახოდა, რომ შენ ვიღაც გყავს, ტელეფონზე თუ ორი ზარის შემდეგ არ უპასუხებდა ბადრი, პანიკური შისი იპყრობდა, თავის თავს, ეუბნებოდა: - არა ნამდვილად მღალატობს, ნამდვილად რაღაც ხდება. გაუსაძლისი იყო ლელას ეჭვები ბადრის მიმართ, მაგრამ ის მაინც ცდილობდა ცოლი დაერწმუნებიმა მის სიმართლეში, რომ არაფერი მსგავსი რამ არ ხდებოდა, დრო ნელ-ნელა მიიწევდა წინ, ხან კამათში, ხან კიდევ მოფერებაში, ოჯახს კიდევ ერთი წევრი გოგონა შეეძინათ.ბადრი მთელ ძალისხმევას ანდომებდა რომ ოჯახი უზრუნველყოფილი ყოფილიყო, მაგრამ მისი შემოსავალი უკვე არ იყო საკმარისი, ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასულიყო, ოჯახთან ერთად, მეუღლეს გაანდო მისი გადაწყვეტილება, ლელა კატოგორიული წინააღმდეგი წავიდა. მიზეზად დაიდო შვილები ვერ შეეგუებიან უცხო გარემოს გაუჭირდებათ, მეც ვერ გავძლებ მშობლების გარეშეო. ბადრიმ საბოოლოდ დაარწმუნა მეუღლე რომ წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო იმ შემთხვევაში. -დღითი დღე გვიჭირს და ავეწყოთ, ბავშვებისთვისაც უკეთესი იქნება საზღვარგარეთ განათლების მიღება და შემდეგ დავბრუნდეთ საქართველოში. -მე გაფრთხილებ ბადრი, იქ წასვლა კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ რახან არ იშლი წავიდეთ, დანარჩენ შედეგებზე შენ აგებ პასუხს, მე არაფერს გეტყვი სხვას. ეს იყო ბოლო მათი საუბარი, ბადრიმ ინტერნეტში დადო სახლი გასაყიდად, თავისი მშობლების, ნაშრომ ნაწვალები, მყიდველიც მალევე გამოჩნდა, დრო დაუთქვეს, ერთმანეთს სანამ საქართველოს დატოვებდნენ სახლში იცხვრებდნენ, ახალი მეპატრონეც დასთანმხმდა ამ გარიგებაზე, შემდეგ მოიძია ადამიანი რომელიც მთელი ოჯახით ჩაიყვანდა საფრანგეთში, ფული წინასწარ გადაუხადა, რამდენიმე კვირაში ურეკავენ ბადრის ტელეფონზე და ეუბნებიან, რომ საფრანგეთის ვიზა არ გამოვიდა ამიტომ გერმანიაში შესთავაზეს წასვლა, რა გაეწყობოდა, სახლი გაყიდული იყო უკვე, ლელა მეუღლეს არ ესაუბრებოდა, ისე როგორც ადრე, განაწყენებული იყო, ფული არაფერი ჰქონდა, ამიტომ დასთანხმდა ბადრი და ცოლშვილით წავიდა გერმანიაში. იქ მას არავინ ელოდა, არავინ ჰყავდა სანდო მეგობარი, დახმარების ხელი რომ გაეწია მისთვის, არავინ ყავდა რომ შეიფარებდა ოჯახთან ერთად, მიჰყავდა ცოლ-შვილი და გულში ცეცხლი ეკიდა, უკან დახევას კი აზრი აღარ ჰქონდა, მიენდო ბედისწერას, მიენდო ცხოვრების უმოწყალო კანონებს, ფიქრობდა: -რა გავაკეთო, სად წავიყვანო ცოლშვილი რომ ჩავალ. ბავშვები პატარები არიან, არ გამიხდნენ ავად, ღმერთო ნუ მიმატოვებ, ნუ გამწირავ, მომეცი ძალა რომ გაუძლო ამ განსაცდელს, მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის ყველაფერი რაც მელოდება წინ, მე ყველაფერი უნდა შევძლო, მარტო იმისთვის რომ ლელამ არ თქვას, შენ რომ დაგიჯერე ამიტომ ვარ ასეთ დღეშიო, მთელი გზა, თვითმფრინავში იჯდა და მხოლოდ ამას ფიქრობდა, სახეზე ცდილობდა არ შეემჩნია მისი გულისტკივილი, არ სურდა ლელა კიდევ უფრო გაენაწყენებინა და გაენერვიულებინა. გერმანიაში ჩასულებს მზიანი ამინდი დახვდათ, მაგრამ მაინც წელიწადის დროს თავისი გაჰქონდა და ძლიერ ციოდა, ბავშვები გაოცებული იცქირებოდნენ ირგვლივ, მშობლებს კითხვებს უსვამდნენ, აინტერესებდათ ყველაფერი რასაც კი შეხედავდნენ. -ძვირფასო მოდი თქვენ ცოტა ხნით აქ დამელოდეთ, მე სასტუმროს ამბებს გავარკვე და დავბრუნდები, დაღილი არის ბავშვები, ცოდვები არიან, აქ დასხედით და დამელოდეთ. -აქ სად უნდა დაგელოდო რას ამბობ ბადრი? გინდა შიშისგან გული წამივიდეს? ამათ შენ გააჩერებ აქ?! რომ დამეკარგოს ბავშვები, ხომ იცი როგოები არიან? -მე თქვენთვის ვამბობდი, აქვე გავივლიდი, რადგან არ იშლი წამოდით, მაშინ ერთად დავძებნოთ სასტუმრო. წაიყვანა ბადრიმ ლელა და ბავშვები. უცებ ვიღაც უკნიდან ეძახის. -ქართველები ხართ! ბადრიმ წამებში სიხარული და შვება იგრძნო, იფიქრა უფალმა გამომიგზავნა, ალბათ დამეხმარებაო. მოუბრუნდა მას ვისაც ეძახდა. -დიახ, ქართველები ვართ. -გამარჯობათ! როგორც ვატყობ დღეს ჩამოხვედით, ბინას ხომ არ ეძებთ? -დიახ, სასტუმროს ვეძებ რომ დავბინავდე. - მე მაქვს სახლი რომელსაც ვაქირავებ, შემიძლია მოგაქირაოთ და რომ დაიწყებთ მუშაობას შემდეგ გადამიხადოთ ყველა ფული ერთად. ბადრი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, მისთვის ახლა მთავარი იყო ცოლშვილი დაებინავებინა და რა თანხას მოსთხოვდა არ აინტერესებდა. წაიყვანა ცოლშვილი და მივიდა იმ სახლში რომლიც შესთავაზეს. სახლი ერთი დიდი ოთახი იყო. სადაც სამზარეულო, მისაღები და საძინებელიც ერადად იყო განთავსებული, ერთი დიდი საწოლი იდგა კედელთან, მრგვალი მაგიდა და ორი სკამი, კედელზე ნახატი ეკიდა, იატაკზე ცივი ფილები ეგო, რომლზედაც დაცრეცილი პატარა ხალიჩა ეფინა საწოლთან. ბავშვებისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორი სახლი იყო, ლელა განაწყენდა, მეუღლეს მოკუპრული სახით შესცქეროდა. -დამშვიდდი ლელა, რადგან აქამდე მოვედით, მე იმდენს შევძლებ რომ თქვენ, არ გაგიჭირდებათ, დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება. -რაღაც არ მჯერა, ბადრი შენი სიტყვების, უკვე სჩანს რა გველოდება წინ, მე თუ არ გეცოდები, ბავშვებს რას ერჩი? ისინი ჯერ პატარები არიან, რამდენი რამ სჭირდებათ? -თუ დამშვიდდები და ამოსუნთქვის საშუალებას მომცემ ყველაფერი იქნება. პატარები დაღლილები იყვნენ, როგორც კი წამოწვნენ საწოლზე მაშინვე ჩაეძინათ. მეორე დღეს სახლის მეპატრონემ ადვოკატი გააცნო ბადრის რომელიც საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარებოდა, ასევე სამსახურსაც აპოვნინებდა. გერმანული არ იცოდა ბადრიმ, ამიტომ გერმანელ ადვიკატთან უჭირდა კომუნაკცია, ნახევრად ინგლისურ ქართულად ესაუბრებოდა. ადვოკატმა მალე სამსახური უპოვა ბადრის, ბავშვები სკოლაში მიიყავნეს და ნელ-ნელა აეწყვნენ გერმანულ ცხოვრებას, ბადრი ყველა საშუალებას ნახულობდა რომ როგორმე ცოლშვილი უზრუნველყოფილი ჰყოლოდა, ბოლო კაპიკს არ დაიტოვებდა რომ ოჯახში საჭმელი მიეტანა, თვითონ კი ბევრჯერ ყოფილა მთელი დღის მანძილზე მშიერი, სახლში მისულს კი ცოლის საყვედურები, უკაყოფილო სახე ხვდებოდა, რაც მეტს შრომობდა მით მეტს ითხოვდა ლელა, ყოველთვის ეუბნებოდა. შენი ბრალი არის აქ რომ ვართ, ამიტომ როგორც გინდა ისე გვარჩინე. რა გაეწყობოდა, ითმენდა ბადრი, ბევრჯერ დამჯდარა და უტირია, მის ცხოვრებაზე, ისე რომ ლელასთვის ცრემლი არ დაუნახავს, არც სხვა ჰყავდა ვინმე რომ წამოხმარებოდა, თითქოს მხოლოდ მარტო ის იყო ამ ქვეყნად მოვლენილი, და მისი ოჯახი რომლიდანაც საყვედურების მეტი არაფერი ესმოდა. ნელ-ნელა ენა ისწავლა, სამსახური გამოიცვალა, ანაზღაურებას მეტს უხდიდნენ, სხვა სახლი იქირავა, რომელიც მისი შვილებისთვის უფრო კონფორტული იყო, ლელამ მუშაობა დაიწყო, ქართველი ქალები გაიცნო, მეგობრობდა მათთან, ხშირად მეტ დროს მათთან ატარებდა. ერთმა მისმა მეგობარმა ხელზე ჩინური იეროგლიფი დაიწერე, "ჩვენ ერთი გული გვაქვს" ლელას იმდენად მოეწონა მასაც გაუჩნდა სურვილი მსგავსის გაკეთება. მეგობრებთან სთქვა: -მეც მიყვარს სხეულზე ნახატი, მაგრამ ბადრი როგორ შეხვდება ამ ამბავს არ ვიცი. -რას ეკითხები ბადრის, ყველაფერი ქმარს კი არ უნდა ჰკითხო, რა შენ ბავშვი ხარ და ნებართვა გჭირდება? უპასუხა მეგობარმა და სიცილი დაიწყეს იქვე მყოფებმა. -რავიცი მას არ აქვს და იქნებ არ მოეწონოს, დავეკითხები, თუ მომცემს ნებას გავიკეთებ. -კარგი რა ლელა, დღეს შვლიები არ ეკითხებიან მშობლებს რა უნდათ, შენ, შენ ხარ, გინდა გაიკეთე, ძალიან არ მოწონდა ჩემს ქმარს, ჩხუბიც კი მოგვივიდა ამაზე, მაგრამ მაინც გავიკეთე და რა გზა ქონდა შეეგუე, სახლიდა ხომ არ გამაგდება ამ ნახატის გამო? -შენც გაიკეთე და მერე ანახე, გაკეთებული რომ გექნება ვერაფერს გეტყვის. --ვფიქრობ ჯერ მაინც დავეკითხო და მერე გავიკეთებ, რომ არ თქვას რატომ მე არ მითხარიო, თორემ გადაწყვეტილებას მე მივღებ გავიკეთო თუ არა. -ხო შენი საქმის შენ იცი, მაგრმა რაც ნაკლებად კითხავ შენს ქმარს რა გინდა და გააკეთო თუ არა, მით ნაკლებ დაკითხვებს მიიღებ. სახლში დაბრუნებულ ლელას ჯერ არ დახვდა ბადრი მისული სახლში, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანა, საოჯახო საქმემბს მიხედა, საღამოც მოვიდა და ბადრიც მოვიდა სახლში როგორც ყოველთვის დატვირთული, პროდუქტით, არასოდეს ავიწყდებოდა ლელას საყვარელი შოკოლადი, ბოლი კაპიკი რომ ჰქონოდა მაინც უყუდდა და მიუტანდა რომ გაეხარებინა, ჩუმათ აძლევდა ბავშვები რომ არ შეზიარებოდა დედას შოკოლადში. ლელამ სუფრა გაშალა, გოგოებიც ეხმარებოდა, შემდეგ დასხდნენ და გემრიელად მიირთვეს. -ბადრი რას იტყვი ხელზე რაიმე რომ დავიხატო? -და რატომ გაგიჩნდა ეგ სურვილი, რომ ხელზე რაიმე დაიხატო? -ჩემს მეგობარს, შორენას ხომ იცნობ, მას აქვს გაკეთებული და ძალიან მომეწონა მეც მინდა. -მაგის ქმარს ჭკუა არ აქვს თავში, ყველაფრის უფლებას რომ აძლევს ცოლს, მალე რქებსაც დაადგამს. -კარგი ახლა რატომ იცი მასეთი საუბარი? რა მოხდა თუ გავიკეთებ? -მე კაცი ვარ და მსგავსი რამის გაკეთების სურვილი არ მქონია, არც ჩემს ცოლს ექნება, ეს ეკლესიურად მიუღებელია, შენ რომ გაიკეთო, მერე შენს შვილებსაც მოუნდებათ, მერე ვერ დაუშლი, დედას უკეთია და მეც მინდაო იტყვიან, დაფიქრდი, ცოტა რას ამბობ, მაგას ჯობია შვილებზე იფიქრო. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ლელა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. -როგორ ხარ შვილო? -კარგად დედა შენ როგორ ხარ? -თქვენი მონატრებით ვარ სულ, თორემ ისე რა გვიჭირს, როგორც ყველა ვუძლებთ ამ ცხოვრებას ნელ-ნელა უკან მიდის, ყველაფერი, ძვირდება, ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს, ბავშვები ხომ არიან კარგად? ბადრი როგორ არის, მომიკითხე. -კი დედა ყველანი კარგად ვართ, როგორც იქნა ავეწყვეთ, არაგვიშავს. -ხო დედა, თქვენ რომ არ გვიგზავნიდეთ ფულს მართლა არ ვიცი რა გვეშველებოდა, ყოჩაღ ბადრის, რომ ასეთი კარგი ადამიანი არის და ზრუნავს ჩვენზე, რომელი სიძე იზრუნებს დედა დღეს ცოლოურობაზე ყველა იქეთ ითხოვს, ეგ პირიქით არის, რით გავსიამოვნოს სულ იმას ცდილობს, გაფრთხილება უნდა დედა ასეთ ქმარ, მიხარია რომ გიყვართ ერთმანეთი და სწორი არჩევანი გააკეთე. -დედა! რაღაც მინდა გითხრა. -ხომ მშიდობაა ლელა?! -კი დედა, მაგრამ ბადრის ნებარვის გარეშე, ნუ კი ვესაუბრე, მაგრამ წინააღმდეგი წავიდა. - რა ქენი გოგო?! ტელეფონის ყურმიიდან დედის მშვიდი ხმა შეცვალა მრისხანე ხმით. -ისეთი არაფერი, უკან ზურგზე პატარა სვირინგი გავიკეთე, კისერთან ახლოს. -მერე? -მეტი არაფერი. -ოხ, ლელა როგორი ჯიუტი ხარ, რა გეკუთვნის ახლა შენ?! რას შვები ბადრი რომ გაგიბრაზდეს და ჩხუბი დაგიწყოს?! -მომისმინე დედა! მაგის ჯიუტობის გამო იცი რეები გამოვიარე? მაგის დაჟინებული მოთხვნის გამო, რომ აქ წამოვსულიყავი ახლა თქვენ მენატრებით, დავკარგე რამდენი მეგობარი, ხომ შეიძლება გავაკეთო რაღაც მე, რაც მინდა და მისგან არ ავიღო ნებართვა, ყველაფერი მაგის ჭკუაზე უნდა გავაკეთო?! მინდოდა და გავიკეთე, მორჩა! -თუ გინოდა და გაიკეთე პასუხსაც შენ აგებ. გაუთიშა ტელეფონი დედამ ლელას, ისე რომ არ დამშვიდობებია, ცოტა ხანში ბავშვები და ბადრი შემოვიდა სახლში, ლელას კოცნით მიესალმა ბადრი, ჩუმათ შოკოლადი მისცა. თან უთხრა: -ამათმა აქ ამოსვლამდე შეჭამა უკვე მისი წილი, ასე რომ ეს შენ ჭამე. მისაღებ ოთახში ტელევიზორის საყურებლად დასხდნენ. ბადრიმ ხელი გადახვია ლელას და გულზე მიიხუტა. ლელამ მოფერება დაუწყო მეუღლეს, თან ესაუბრებოდა. -ბადრი გახსოვს ამას წინ რაღაცაზე რომ გესაუბრე? -აბა რაზე შემახსენე? -აი დახატვა რომ მინოდოა. -კი მახსოვს და გითხარი კიდევაც, რომ არ მომწონს შენი ნააზრევითქო. -იცი ბადრი ძალიან მინდოდა და გავიკეთე. -ხუმრობ ხომ? -არა, რატომ უნდა ვხუმრობდე, მეც ხომ მაქვს უფლება რაც მინდა გავიკეთო? -კი გაქვს, ოღონდ გააჩნია რა გინდა? -ხოდა გავიკეთე, უკან კისერთან ახლოს, მხოლოდ მაშვინ გამოჩნდება თმას რომ ავიწევ. ბადრი წამოხტა სავარძლიდან, დაიწყო ყვირილი, ხელში წყლით სავსე ბოთლი ეჭირა.გაბრაზებულმა მოისროლა, სარკეს მოხვდა, სარკე ნამსხვრევებად იქცა, ბავშვბი შიშით კედელზე მიეკრენენ, ასეთი განრისხებული მამა მათ ჯერ არ ენახა, კანკალი დაიწყეს, ერთნამეთს ეკვროდნენ, ლელა იჯდა სავარძელზე ისე თითქოს არაფერი ხდებოდა, ამან კიდევ უფრო გააღიზიანა ბადრი. -ხვალვე წახვა და მოიშორებ მაგ ტატუს! როგორც გინდა ისე, ან ეგ ტატუ გექნება ან ჩემი ცოლი იქნები, არჩევანი შენთვის მომიდვია, ოჯახი თუ ეგ ნაჯღაბნი ტანზე!!! -კარგი მოვიცილებ, დამშვიდდი ხომ ხედავ ბავშვები როგორ გიყურებს, ცოდვები არიან. -ძალიან კარგი, მეორედ ამ საკითხზე არ ვისაუბრებთ მე და შენ!!! მეორე დღიდან დაიწყო ლელამ პროცედურები, რომ მოეცილებინა ნახატი, ამ ყველაფერს დრო სჭირებოდა, თანვე მტკინვეული იყო, უბრაზდებოდა მეუღლეს, ჩხუბი მოსდიოდათ, ერთ ასეთ ჩხუბის დროს ლელამ უთხრა ბადრის: - მე ამ ტატუს მოვიცილებ, მაგრამ შენთან აღარ დავწვები! -რაა?! ანუ შენ არჩევანი გააკეთე უკვე, ხომ ასეა?! სიტყვის თქმა არ დააცადა ბადრიმ ლელას, ხელი მოჰკიდა და სახლიდან გააგდო, ბავშვები დედას გაეკიდნენ, ატირებულები. ბადრი იჯდა სახლში, თავი ხელებში ჩაერგო, გული გამალებით უცემდა, მთელი სხეულის ტკივილს გრძნობდა, დაცარიელებულ სახლში, თითქოს ყველაფერმა მოიწყინა, არაამქვეყნიური სუჩუმე სუფევდა. -ღმერთო ჩემო ეს რა ვქენი? ბავშვები როგორ გავატანე? ეს როგორ დაუშვი? მისი ჯიუტობის გამო სანამდე მიმიყვანა? ნუთუ მართლა მისი აკვაიტებული სურვილი არჩია ოჯახს? რისთვის? რატომ მექცევა ასე? რა დავაშავე? არა ბავშვები ჩემთან იქნება. მას კი სადა უნდა იქ წავიდეს. ლელამ მეგობარს დაურეკა, სთხოვა ცოტა ხნით შენთან გავჩერდებიო, ისიც დასთანხმდა. რამდენიემ დღეში ბადრიმ შვილები თავისთან წაიყვანა. ლელამ ადგილობრივი მცხოვრებლის ოჯახში დაიწყო მუშაობა, სადაც ოცდაოთხი საათი რჩებოდა, ამის გამო შვილებისთვის დრო არ ჰქონდა. ბადრიმ ისევ შვილების და სიყვარულის გამოო და დაურეკა, პატიება სთხოვა მის საქციელზე, უთხრა რომ სახლში დაბრუნებულიყო და ყველაფერს დაივიწყებდა, არ ღირდა ამ პატარა რამის გამო ოჯახის დანგრევა, ცოდვა არიან შვილები ასეთი ცხოვრებისთვისო, მაგრამ ლელამ უარი განაცხადა შერიგებაზე. მასზე გავლენას მისი სამეგობრო ახდენდა, რომლებიც ეუბნებოდნენ რომ არ ეპატიებია მეუღლისთვის სახლიდან გამოგდება და ჩხუბი "ტატუ"-ს გამო. ისიც მეგობრების რჩევას უფრო ითვალისწინებდა ვიდრე დედის, რომელიც შვილს სთხოვდა მეუღლისთვის ბოდიში მოეხადა და სახლში დაბრუნებულიყო. დრო გადიოდა, ბავშვები მამასთან ცხოვრობდდნენ, ლელას ბადრის დანახვა არ სურდა, მის მიმართ სიყვარული გაქრა და სიძულვილი აღმოცენდა, თითქოს არაფერი იყო მათ შორის საერთო, უცხოები გახდნენ ერთმანეთის მიმართ, რაც იყო ერთ წამში გაქრა და ქარს წაეღო სადღაც, უკიდეგანო სივრცეში, რომლიც უგზო უკვლოდ გაუჩინარდა. ბადრი ვერ ივიწყებდა მის სიყვარულს, მაგრამ მამაკაცური სიამაყე არ აძლევდა იმის საშუალებას რომ კიდევ მოეკითხა, რამდენჯერ სურდა მისი ხმა გაეგონა, მაგრამ არ ურეკავდა, თავის თავს უბრაზდებოდა. - ეს როგორ დამემართა, ეს როგორ დავუშვი, სად დაუშვი შეცდომა, ალბათ არც არასოდეს ვყვარებივარ, თორემ მე როგორ მანაცვალა, ტანზე რაღაცის "მოჯღაბვას". რის გამო თქვა უარი ჩემზე, დაუნგრია შვილებს სითბო და სიყვარული, რის გამო? რის ფასად? არა თავს მოერიე ჩემო თავო და მას არ დაურეკო, არ უნდიხარ კარგად იყოს. მთავარია შვილები ჩემს გვერდით არიან, უყვართ მამა, ხვდებიან რას ვაკეთებ მათ გამო, ჯერ კიდევ ხომ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, თბილისში აუცილებლად სახლი უნდა ვიყიდო, არ მაქვს უფლება მოვდუნდე, მტერს ვერ გავახარებ, მე დავუმტკიცებ რომ ძალიან შეცდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, მისი სიჯიუტის გამო. ერთი წელი გავიდა მათი დაშორებიდან, ამ ხნის მანძილზე არცერთს არ მოუკითხავთ ერთმანეთი. დილით ბავშვები საუზმე ამზადებდნენ ბადრი ეხმარებოდა შვილებს, შემდეგ ყველა ერთად მაგიდას მიუსხდნენ. ბადრის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, დახედა, სახეზე წითელმა ფერმა გადაუარა, ხელი აუკანკალდა, თავს ძალა დაატანა და სკამიდან წამოდგა, არ სურდა ბავშვებს მოესმინათ ტელეფონზე საუბარი, აივანზე გავიდა, შვილებმა მამა ასეთი რომ დაინახეს ჰკითხეს. -რა დაგემართა მამა? -არაფერი შვილო, განაგრძეთ ჭამა, მეგობარი მირეკავს, გავალ დაველაპარაკები. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, ვერაფერი გაიგეს, მამას გაჰყვნენ მალულად, ყურს უგდებდნენ მის საუბარს მაგრამ არაფერი ესმოდათ. აივანზე გავიდა ბადრი, კარი მიიხურა, გარეთ ციოდა, ონდავ ცივი ქარი უბერავდა, ხეებზე ფოთლები შეფერილიყო, ზოგი მწვანედ ზოკი კი ყვითლად, ნელ-ნელა ეგებებოდნენ ზამთარს, რომელიც მის ჩვეულებას არ ღალატობდა და ყველა ფოთოლს გაფანტავდა, მოგლეჯდა ხეებს და უმოწყალოდ ააფრიალებდა ცაში, ისე რომ საით მიუჩენდა, განაჩენ გამოტანილებს ადგილს, ქარის მეტმა არავინ იცოდა. ბადრი ნერვიულობაზე სიცივემ აიტანა, უჭირდა ტელეფონზე პასუხი, ის კი არ წყდებოდა, როგორც იქნა, გახსნა ტელეფონი და მიიდო ყურთან, ისე რომ ხმა არ გაუცია.ტელეფონში ისმოდა ხმა, რომელიც ერთი წლის მანძილზე არ გაუგონია. დახმარებას ითხოვდა. ბადრი ცოტა დამშვიდდა, მისი ხმა, რომ გაიგონა და ის არ იყო რაც ტელეფონზე ზარის დარეკვის დროს გაიფიქრა, ყველაფერზე თანახმა იყო რასაც ეტყოდა, მთავარი მისთვის მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო. - ბადრი შენი დახმარება მინდა, სადაც მუშაობას ვიწყებ, მხოლოდ მე არ მიმიღებენ, აუცილებელია ქმარი მყავდეს და გვქონდეს საბუთი, დამეხმარე, იმუშავე ჩემთან ერთად, მართალია ცოტა შორს არის შენგან, მაგრამ ცოტა ადრე ადგები, შენ ხომ ისედაც გიყვარს დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, ეს კი ვარჯიშიც გამოვა შენთვის, მე დახმარებას გამიწევ, მხოლოდ ერთი პირობით, შენ დღის პირველ ნახევარში იმუშავებ, მე სულ იქ ვიქნები, რას იტყვი, თანახმა ხარ? -კარგი. თანახმა ვარ, დაგეხმარები, დილით მეც არ ვმუშაობ, სამის შემდეგ მივდივარ სამსახურში, დრო მაქვს, მითხარი სად და როდის მოვიდე. ლელემა მესიჯად გაუგზავნა მისამართი სად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ტელეფონი გათიშა, ბადრიმ, ოთახში შევიდა, შვილები, მამას უცქერდნენ, ინტერესი ჰკლავდათ, მამა რამ გახადა ისეთ ცუდ მდგომარეობაში, მაგრმა არცერთი არ ეკითხებოდა, დადიოდა ოთახიდან ოთახში ბადრი და უკან დაჰყვებოდა შვილები. -დედათქვენი იყო. -რააააა. ერთხმად წამოიძახეს გოგონებმა. -სამსახურს იწყებს და დახმარება სჭირდება, ჩემი. გოგონებს გაეღიმათ, ერთმანეთს ხელი ხელზე მიადეს, თვალი ჩაუკრეს და ჩუმათ სთქვეს. -იქნებ კი შერიგდნენ, რა კარგია. მეორე დღეს ბადრი და ლელა შეხვდა ერთმანეთს, ისინი უცქერდნენ ერთმანეთს ისე თითქოს, პირველად ნახეს ერთმანეთი, უცხოები იყვნენ, არაფერი საერთო არ ჰქონდათ, გარეგნულად ასე სჩანდა, მაგრამ არავინ იცოდა რა ხდებოდა მათ გულში, რა სევდა და სინანული ტრიალებდა, ისაუბრეს შეთანხმდნენ როგორ უნდა ემუშავათ.დრო და დრო თვალს გააპარებდნენ და ერთმანეთს უცქერდნენ, თვალი თავალს მოხვდებოდა და მაშინვე სხვა მხარეს გაიხედავდნენ. -ჩვენ ორივემ სიამაყემ გვძლია ლელა, შედეგი აი რა მივიღეთ, ჩვენ ორივე დამნაშავე ვართ, იმაზე რაც დღეს ხდება ჩვენს შორის, ალბათ ვერასდროს დავანგრევთ იმ კედელს, რომელიც ჩვენს წინ არის აღმართული, შენ სამაგიერო გადამიახადე იმით რომ აქ გაიძულე წამოსვლა, მოგაცილე მშობლებს, თითქოს მე მიხაროდა ჩემი მშობლების ნაოფლაირ სახლკარის გაყიდვა, იმ სახლის სადაც დავიბადე და გავიზარდე, იმ სახლის სადაც ჩემი მშობლები ცხოვრბოდნე, რატომ ვერ მიხვდი, რომ ეს ყველაფერი თქვენს გამო გავაკეთე? -მე არ მსურს წარსულზე საუბარი ბადრი. მუშაობა შემოგთავაზე, დახმარება გთხოვე, სხვა არაფერი მინდა შენი. -კარგი რახან მოხლოდ ეგ არის, იყოს ისე როგორც შენ გინდა. ხვალიდან შეუდგები მუშაობას. ბადრიმ დაიწყო მუშაობა ლელასთან, დილით ექვს საათზე ველოსიპედით მიდოდა მეორე ქალაქში, პირველამდე იქ იყო, შემდეგ სხვა სამსახურში მიდიოდა, ორივე თავის დაკისრებულ მოვალეობას არულებდა ისე, რომ ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებოდნე, მხოლოდ სამუშაოს თაობაზე. ლელამ მოხუცი ვისაც უვლიდა სავადმყოფოში წაიყვანა, ბადრი ლელას საძინებელში შევიდა, საწოლთა მივიდა, ბალიშს ხელი მოჰკიდა, აიღო და სახეზე მიიდო, ღრღმად შეისუნთქა. -როგორი ტკბილი სურნელი გაქვს ლელა, ხასიათიც რომ ასეთი გქონდეს ბევრად კარგი იქნებოდა. შემდეგ კარადა გამოაღო, სადაც ლელას კაბები ეკიდა, ყველას ხელი მოჰკიდა სათითაოდ და ეფერებოდა, თითქოს ლელას სხეულს შეიგძნობდა მათი შეხებით, თითქო ლელა იდგა მის წინ, იღიმოდა, სევდა ნარევი, კარადის უჯრა გამოაღო და ფოტო ალბომი იპოვა, ამოიღო, საწოლზე ჩამოჯდა, გადაშალა, ალბომში ბავშვების და ლელას ფოტოები ნახე, ის ფოტოები რომლებიც წარსულს აგონებლდა, მის ქალაქს, მის სახლს, ეზოს, მისი ფოტო არსად არ იყო, ბოლო გვერდი იყო დარჩენილი ალბომის, გადაშალა და რას ხედავს, ფოტოს რომელზედაც თვითონ იყო, ამოჭრილი არის. -ეს რა არის? ეკითხებოდა მის თავს და პასუხი არ ჰქონდა, ნუთუ ასე აღარ სურს ჩემი დანახვა რომ ფოტოებზეც კი ამომჭრა. ფოტოს ხელი მოჰკიდა და გაეცალა იქაურობას. ლელას დედას დაურეკა, მოუყვა ყველაფერი, ისიც გაოცებული დარჩა შვილის ასეთ საქციელზე, არ იცოდა რა ეპასუხა ბადრისთვის, მხოლოდ დამშვიდებას სთხოვდა. შემდეგ ეკლესიაში წავიდა, მოძღვარს ანახა ფოტო, მანაც იგივე სთხოვა, დამშვიდებულიყო და ეკლესიაში წირვებს დასწრებოდა. ბადრმ დაიწყო ეკლესიაში სიარული, კითხულობდა ლოცვებს, აბარებდა აღსარებას. ლელას მას შემდეგ არ დალაპარაკებია, არც ახსნა მოითხოვა მისგან, რატომ მოიქცა ისე. დრო გადიოდა, ბავშვები დაიზარდნენ, ბადრიმ მისი ოცნება აიხდინა, თბილისში, სახლი იყიდა, იმ უბანში სადაც გაიზარდა, ბავშვებს მზრუნველობას არ კალებდა, დრო მოვიდა რომ საქართველოში დაბრუნებულიყო, დაელაპარაკა შვილებს, ისინიც სიამოვნებით დასთანხმდნენ მამის გადაწყვეტილებას, რამდენიმე თვეში ისე დატოვეს გერმანია ლელამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. არც შვილებმა უთხრეს დედას. ბადრმ ბიზნესი წამოიწყო, მთელი მისი ენერგიით გადართული იყო შვილებზე და ბიზნენსზე. საკუთარი პირადი ცხოვრება გვერდით გადადო, ბევრმა ქალმა შეეცადა მისი გულის მონადირება მაგრამ ამაოდ, მისი გული ვერავინ ვერ დაიპყრო. ათი წელი გავიდა, ცხოვრება გრძელდებოდა, შუადღით ბადის სახლის კარზე ზარის ხმა გაისმა, შვილები ინსტიტუტში იყვნენ წასულები, ბადრი მივიდა, კარი გააღო, მის წინ იდგა ახალგაზრდა ქალი, რომლის სილამაზე მზესაც შეშურდებოდა, ცოტა დაბნეული სჩანდა, ბადრი მის დანახვაზე გაოცებული დარჩა, ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ შესცქეროდა, სახლის კარი ღრმად გააღო და გვერდით დადგა ქალს ხელლით ანიშნა, რომ სახლში შესულიყო, ისიც როგორც დამნაშავე შევიდა სახლში.

0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0