x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სანიგები - კოლხური ტომი

სანიგები - კოლხური ტომი


სანიგები, ზოგჯერ წოდებულნი, როგორც სანიხები ან სანიკები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან, რომლებიც ამავე დროს კოლხეთის სახელმწიფოშიც შედიოდნენ. ისინი პირველად იხსენიებიან I-II საუკუნეების ძველბერძნულ ისტორიულ წყაროებში ისეთი ავტორების მიერ, როგორებიც არიან პლინიუსი, არიანე, მემნონი და სხვა. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იყვნენ სანები, ზანები ანუ ჭანები ამ აზრს ეთანხმება III საუკუნეში მოღვაწე იპოლიტე პორტელი და ასევე მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ევსები კესარიელი. ხოლო სხვების აზრით ისინი სვანების მონათესავენი იყვნენ. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგები ჯიქების (ანუ საძების) განაყოფი ტომი იყო. პლინიუსისა (23-79) და არიანეს (95-175) ცნობით სანიგები სებასტოპოლისის ანუ ახლადელი სოხუმის მიდამოებში სახლობდნენ. სანიგებს ასევე იხსენიებს "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"-ს ავტორი XIII საუკუნეში.








კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
318
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0