x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფენტეზისა და Sci-Fi-ს მოყვარულებისათვის „ბიბლუსში“ დიდი ფასდაკლების კვირეული დაიწყო
image


ზა­ფხუ­ლი უკვე მო­ვი­და და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის­გან დაღ­ლი­ლებს, უფრო მეტი დრო გვრჩე­ბა გან­ტვირ­თვის­თვის, ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­კა­ვე­ბის­თვი­სა და ახ­ლის შეც­ნო­ბის­თვის. გან­ტვირ­თვის­თვის და ზა­ფხუ­ლის გამ­რავ­ლა­ფე­როვ­ნე­ბის­თვის კი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა კი­თხვაა. თა­ნაც წიგ­ნის კი­თხვა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას და ვი­თა­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო - პლაჟ­ზე, მთა­ში, ჰა­მაკ­ში, სახ­ლსა თუ ეზო­ში. ზა­ფხულს გან­სა­კუთ­რე­ბით უხ­დე­ბა თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი და ფენ­ტე­ზის ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. ფენ­ტე­ზი და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა ლი­ტე­რა­ტუ­რის ის ჟან­რია, რომ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა­ დღი­თი დღე იზ­რდე­ბა და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უფრო და უფრო მეტი ფანი ჰყავს. სწო­რედ მისი ფა­ნე­ბის­თვის „ბიბ­ლუ­სის“ ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში 15 ივ­ნი­სი­დან დიდი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი და­ი­წყო. „პა­ლიტ­რა L“ თა­ვის ერ­თგულ მკი­თხველს „ფენ­ტე­ზი­სა და Sci-Fi-ს კვი­რე­უ­ლის“ ფარ­გლებ­ში, „პორ­ტა­ლი­სა“ და „ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რი­ის წიგ­ნებ­ზე 30%-მდე ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.


image


ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სი­ა­ში შე­დის ჯ.რ.რ. ტოლ­კი­ნის „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“ სა­მი­ვე ტომი. აქ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და ფან­ტას­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს მკი­თხველს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბის­თვი­საც ჯ.რ.რ. ტოლ­კი­ნი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა, რომ არა მარ­ტო „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“ სა­მი­ვე ტო­მია ფას­დაკ­ლე­ბა­ში, არა­მედ „ჰუ­რი­ნის შვი­ლე­ბიც“ და „ბე­რე­ნი და ლუ­თი­ე­ნიც“. ამ­ბე­ბი ელ­ფებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­სა და დრა­კონ­ზე, ჰუ­რინ­სა და მის ვაჟ­ზე, და­წყევ­ლილ ტუ­რინ ტურ­ამ­ბა­ზე, რო­მელ­საც ეღუ­პე­ბა ყვე­ლა ვინც უყ­ვარ­დე­ბა არა­ვის ტო­ვებს გულ­გრილს და ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სამ­ყა­რო­დან აშო­რებს. ბე­რე­ნი­სა და ლუ­თი­ე­ნის რთუ­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც, რო­მე­ლიც სავ­სეა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­თა და უც­ნა­უ­რი ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბით ყვე­ლას მარ­ტი­ვად აჯაჭ­ვებს წიგნ­ზე. მისი კი­თხვი­სას თით­ქოს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მათ გვერ­დით დგა­ხარ, მშვე­ნი­ერ, უკ­ვდავ ელფს და მოკ­ვდავ ადა­მი­ანს მუ­დი­ვად თან დაჰ­ყვე­ბი.

image

ფენ­ტე­ზის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ „პორ­ტა­ლის“ სე­რი­ი­დან ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რი­ა­ში შე­დის მა­იკლ ჯ. სა­ლი­ვა­ნის „ხმლე­ბის ქურ­დო­ბაც“. რამ­დე­ნა­დაც უც­ნა­უ­რი უნდა იყოს, აქ მკი­თხვე­ლი მთე­ლი გუ­ლით ელო­დე­ბა, რომ გა­მოც­დილ­მა ქურ­დებ­მა ლე­გენ­და­რუ­ლი ხმა­ლი მე­ფის სა­სახ­ლი­დან მო­ი­პა­რონ. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი იხ­ლარ­თე­ბა, ქურ­დე­ბი მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში შემ­თხვე­ვით გა­ეხ­ვე­ვი­ან და ამის გამო ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევთ. მსგავ­სი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა „ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­შიც შე­გიძ­ლი­ათ. აქ­ცია ვრცელ­დე­ბა კორ­ნე­ლია ფუნ­კეს „მელ­ნის გულ­ზეც“, ჯორჯ რ.რ. მარ­ტი­ნის „ყი­ნუ­ლის დრა­კონ­ზეც“. მკი­თხვე­ლი შეძ­ლებს, აღ­მო­ა­ჩი­ნოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სამ­ყა­რო, სა­დაც ცო­ცხლდე­ბი­ან წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი და მათ ად­გი­ლებს ცო­ცხა­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი იკა­ვე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თაც მსგავ­სი სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლი­ათ, თვი­თონ კორ­ნე­ლია ფუნ­კეს „მელ­ნის გუ­ლის“ ნა­წი­ლე­ბი არი­ან.


image


ყი­ნუ­ლის უძ­ლი­ე­რეს და დი­დე­ბულ დრა­კონ­ზე არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი კი ჯორჯ რ. რ. მარ­ტი­ნის ნა­წარ­მო­ებ­ში -„ყი­ნუ­ლის დრა­კო­ნი“ შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ. აქ დრა­კო­ნის ყო­ველ გა­მო­ჩე­ნა­ზე ყი­ნუ­ლის ფე­ნით და­ფა­რულ სო­ფელ­ში მხო­ლოდ ერთი გო­გო­ნა ელო­დე­ბა ურჩხუ­ლის გა­მო­ჩე­ნას და ეში­ნია მისი.


კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში, „ჰო­რო­რის“ მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც აღ­მო­ა­ჩე­ნენ ფას­დაკ­ლე­ბებს სტი­ვენ კინ­გის წიგ­ნებ­ზე. „ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­საფ­ლა­ოს“ კი­თხვი­სას ლად­ლო­უ­ში, ტყე­ში და­კარ­გუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის ამოხ­სნას შეძ­ლებთ. სიყ­ვა­რუ­ლი, რწმე­ნა, ნაღ­ვე­ლი და სი­გი­ჟე აქ არ­სე­ბულ დამ­თრგუნ­ველ სამ­ყა­როს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ერ­წყმის. ურჩხუ­ლებს ვერა, თუმ­ცა ბო­როტ ჯამ­ბაზ პე­ნი­ვა­იზს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ძა­ლას ში­შის, სი­ძულ­ვი­ლი­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბი­დან იღებს, შეხ­ვდე­ბით სტი­ვენ კინ­გის­ვე ნა­წარ­მო­ებ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით- „ის“. აქ მკი­თხვე­ლი დრო­ში იკარ­გე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ ყვე­ლა­ზე დიდ შიშს უპი­რის­პირ­დე­ბა.


გარ­და ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­სა, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში ფას­დაკ­ლე­ბა სხვა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო წიგნ­ზე გე­ლო­დე­ბათ.


ფას­დაკ­ლე­ბის სიის სა­ნა­ხა­ვად, გა­და­დით ბმულ­ზე

0
33
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0