x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მართალია! ქალები ხომ ჩვენზე ძლიერები არიან და თან თუ იუმორის გრძნობაც აქვთ, ჩათვალეთ, რომ დარხეული გაქვს" - 30 საინტერესო და სახალისო ფრაზა ქალებზე ცნობილი ადამიანებისგან
image

საინტერესო, ხუმრობით თუ ნახევრადხუმრობით ნათქვამ, სერიოზული და „არასერიოზულ“ გამონათქვამები, რომლებიც ქალების ხასიათს ნაწილობრივ მაინც ასახავს...


ვნახოთ, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები :

1.
ზიგმუნდ ფროიდმა ერთხელ იკითხა: „ვინმემ იცით, რა სურთ ქალებს? "
52 წლის განმავლობაში მხოლოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქალებს სურთ, კაცებმა არ დასვან მსგავსი სულელური შეკითხვები .
– ბილი კოსბი

2.
როცა ჩემი ცოლი მეუბნება რომ მზად იქნება 5 წუთში, ეს ნიშნავს რომ მე მაქვს დრო, გავფრინდე მთვარეზე, დავწერო პოემა და დავბრუნდე .
– მიკა ვანეტა

3.
სქესის შეცვლის ოპერაციას მხოლოდ იმიტომ ჩავიტარებდი, რომ მენახა, როგორი გრძნობაა, როცა ყოველთვის შენ ხარ მართალი.
– ბრაიან სმირკი

4.
..და მაინც ქალი, კარგი ქალი ძალიან მაშინებს, რადგან ის სულს ითხოვს.
ჩარლზ ბუკოვსკი

5.
მამაკაცებს კიდეც რომ შეეძლოთ იმის გაგება, რასაც ქალები ფიქრობენ, მაინც არ დაიჯერებენ .
– კოზმა პრუქტოვი



image


6.
ქალი - ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ეშმაკი გვმართავს ჩვენ .
–წმინდა კვიპრიანე

7.
რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე, იმდენი ტყუილია ქალის გულში.
– ჰიპოკრატე

8.
შეიყვარო ქალი მთელი გულით?- არ ღირს, არადა, სხვანაირად არ გამოდის – სალვადორ დალი

9.
მამაკაცს ყოველთვის ეხსომება 3 ქალი: პირველი, ბოლო და ერთადერთი – კიპლინგი

10.
თუკი ქალი უსიყვარულოდ გამოგყვა ცოლად, ამისათვის ბევრს გადაგახდევინებს, თუ სიყვარულით - უფრო მეტს.
– რიჩარდ ორლინგტონი

image


11.
თუ გინდათ ქალის ნაკლი გაიგოთ, შეაქეთ იგი დაქალების თვალწინ.
– ბენჟამინ ფრანკლინი

12.
ვერასოდეს იპოვით ქალს. რომელსაც ყველა კითხვაზე არ აქვს პასუხი. სხვა შემთხვევაში, იგი მუნჯია.
– უილიამ შექსპირი

13.
ქალისათვის უფრო მნიშვნელოვანია იყოს ლამაზი, ვიდრე ჭკვიანი, რადგან მამაკაცებს უფრო კარგად შეუძლიათ ყურება, ვიდრე აზროვნება.
– მარლენ დიტრიხი

14.
ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თუ რაიმე იკბინება, ყველაფერი მდედრობითი სქესისაა.
– სკოტ კრუზი

15.
ვერასოდეს დაინახავ ქალში მეგობარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შიშველია – კანტი

image


16.
თუ ქალი საკუთარ ქალიშვილზე 10 წლით უმცროსად გამოიყურება, ესე იგი ის ბედნიერია.
– ოსკარ უაილდი

17.
ასე არიან ხოლმე გოგოები, შესახედავად გული არ მიგივა, ზოგჯერ სულელიც არის, მაგრამ კოხტად გააკეთებს რამეს და ლამის თავს შეგაყვარებს!.. აღარ იცი რა
ჯანდაბა გემართება...
გოგოები? ეშმაკმა წაიღოს! ჭკუიდან შეგშლიან..სულ გაგაგიჟებენ!

-ჯერომ დევიდ სელენჯერი

18.
ღმერთმა ქალები კაცების მოსათვინიერებლად შექმნა
– ვოლტერი

19.
როგორც ყოველთვის, ყველა იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას.
– ჯონ ლენონი

20.
არ მეზიზღება ქალები, უბრალოდ ხანდახან ჭკუიდან გადავყავარ.
– ემინემი


image


21.
ქალები რომ მართავდნენ მსოფლიოს, არ იარსებებდა ომები. უბრალოდ იქნებოდა მოლაპარაკებები ყოველ 28 დღეში ერთხელ.
- რობინ უილიამსი

22.
ქალებს მხოლოდ 3 რამ სჭირდებათ ცხოვრებაში: წყალი, საჭმელი და კომპლიმენტი.
– კრის როკი

23.
საყვარელი ქალი არ ბერდება.
-მაქსიმ გორკი


24.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალი საშინელებათა კარგ ფილმს უნდა ჰგავდეს: რაც უფრო მეტი ადგილი რჩება წარმოსახვისთვის, მით უკეთესია
— ალფრედ ჰიჩკოკი



25.
პოლიტიკაში თუ გინდა რამე თქვა - ჰკითხე კაცს, თუ გინდა გააკეთო - ჰკითხე ქალს.
- მარგარიტ ტეჩერი

image

26.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დედამიწა კაცების გარეშე?! - არავითარი კრიმინალი და ბევრი ბედნიერი და მსუქანი ქალი!"
- ნიკოლ ჰოლანდერი

27.
სანამ ცოლგანაშვებ მამაკაცზე გათხოვდები, ჯერ მის ყოფილ ცოლთან უნდა ისადილო .
-მეი უესტი


28.
არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.
- ონორე დე ბალზაკი

29.
როდესაც ქალი შეყვარებულია, მისი სისხლის ფერი ხდება იისფერი
-სუად ალ - საბაჰი


30.
მართლია, ქალები ხომ ჩვენზე ძლიერები არიან და თან თუ იუმორის გრძნობაც აქვთ, ჩათვალეთ, რომ დარხეული გაქვს.
- ფედერიკ ბეგბედერი

image

1
708
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
708
  
2019, 19 ივნისი, 0:21
თუკი ქალი უსიყვარულოდ გამოგყვა ცოლად, ამისათვის ბევრს გადაგახდევინებს, თუ სიყვარულით - უფრო მეტს.
0 1 1