x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133855
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების შვილები

image


მსოფლიო კინოვარსკვლავებს ყველა ვაღმერთებთ. თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი საყვარელი მსახიობების, მათი ოჯახების, მეუღლეებისა თუ შვილების შესახებ ყველაფერი გვაინტერესებს. თუკი შემთხვევით არ იცით, თუ როგორ როგორ გამოიყურებიან ყველაზე სექსუალური მამაკაცების მემკვიდრეები, მაშინ გეტყვით, რომ ცნობილი "სელებრითების" შვილებზე ერთი თვალის შევლებაც კი კმარა, რომ მივხვდეთ, თუ ვისგან ერგოთ მათ მემკვიდრეობით ასეთი გამორჩეული სილამაზე. ახლა კი, გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცი მსახიობების მომხიბვლელ შთამომავლებს, მაშ ასე, დავიწყოთ.


ალენ დელონი


imageimage


ფრანგი მსახიობი ალენ დელონი წლების განმავლობაში ქალბატონების ნამდვილი გულთამპყრობელი იყო. ის არაერთხელ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ მსახიობად. ფრანგული კინოს ლეგენდარულმა ვარსკვლავმა, თავისი გენეტიკური სტრუქტურა საკუთარ ვაჟს - ალენ ფაბიენ დელონს გადაულოცა, რომლის იდეალური გარეგნობაც ალბათ, არ გაგიკვიდებათ, თუკი გეტყვით, რომ მსოფლიო პოდიუმებს წარმატებით იპყრობს.


ალეკ ბოლდუინი


imageimage


ცნობილ მსახიობს ალეკ ბოლდუინის რამდენიმე შვილი ჰყავს. მისი ქალიშვილი, აირლენდი უკვე რამდენიმე წელია, ცისფერ ეკრანებსა და მოდის კვირეულებზე ერთნაირად წარმატებით ბრწყინავს. თავისი გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის წყალობით გოგონას კინოგადაღებებზე ხშირად ეპატიჟებიან.



ჯუდ ლოუ


imageimageimageimage


ვინ იფიქრებდა რომ მუდამ ახალგაზრდა ჯუდ ლოუს 3 შვილი ეყოლებოდა, აირისი მისი უფროსი ქალიშვილია, ის უკვე სამოდელო ბიზნესით პროფესიონალურად არის დაკავებული, ხოლო მისი უმცროსი ძმები, პერისი და დილანი, ასევე იდეალურად გამოიყურებიან. ვინ იცის შეიძლება უახლოეს მომავალში ისინიც, უფროსი დის წარმატებულ კვალს გაჰყვნენ.



კლინტ ისტვუდი


imageimage


საკულტო მსახიობის კლინტ ისტვუდის ვაჟი - სკოტ ისტვუდი გარეგნულად მამასს საოცრად ჰგავს. შვილი ვარსკვლავური მამის მიერ გაკვალულ გზას დაადგა და დღესდღეობით კინო გადაღებებით სერიოზულად არის დაკავებული. სავარაუდოდ, სკოტ ისტვუდსაც მამის მსგავსად წინ უდიდესი წარმატება ელის.


ანტონიო ბანდერასი




imageimage


ცნობილი "ზორო" მაყურებელში პოპულარული სწორედ საკულტო ფილმების სერიებით გახდა, ანტონიო ბანდერასი როგორც ესპანეთის, ასევე მსოფლიოს სექს-სიმბოლოდ არაერთხელ აღიარეს. ნუთუ მისი ქალიშვილის (რომელიც, მას მელანი გრიფიტისგან ჰყავს) ასეთი გარეგნობა კითხვის ნიშნებს კვლავ ბადებს? ვფიქრობ, რომ აქ პასუხიც ზედმეტია..


ჯონი დეპი


imageimageimage


ქალბატონების გულთამპყრობელსა და ცნობილ სექსსიმბოლოს ჯონი დეპს ორი შვილი ჰყავს, რომელიც მსახიობს ვანესა პარადისთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა. წარმატებული მოდელი - ლილი როუზ დეპი, რომელიც მსოფლიო პოდიუმებზე წლებია თვალისმომჭრელად ბრწყინავს, საკუთარ სახასიათო გარეგნობასა და საოცარ ქარიზმას სწორედ, ცნობილი მამის გენებს უნდა უმადლოდეს.







0
459
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
459