x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
5 ყველაზე გავრცელებული შიში ქალებში - როგორ გავუმკლავდეთ მათ
ყველა ქალს აქვს აქვს სისუსტე და შიშები. მათ ეშინიათ დაბერების, სიღარიბის, მარტოობის, გასუქების და კიდევ ბევრი რამის. სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შიშებს ქალებში, ასევე გირჩევთ, როგორ ებრძოლოთ და გაუმკლავდეთ მათ.








დაბერების შიში

ახალგაზრდობა სილამაზეა. ასაკის მომატებაც სილამაზეა, თუმცა, ქალების უმეტესობას დრო სჭირდება ამის გასააზრებლად.

თითქმის ყველა ქალს ეშინია იმის, რომ ერთ დღეს სარკეში ჩაიხედავს და ასაკმომატებულ საკუთარ თავს ვეღარ იცნობს. დაბერების შიშმა ბევრი ქალი აიძულა, ახალგაზრდული იერსახის გასახანგრძლივებლად სხვადასხვა საშუალებებისთვის მიემართათ. ეს იმიტომ, რომ ნაოჭებიანი სახე, რომელსაც მაკიაჟი ვეღარ ფარავს, ცუდად წარმოუდგენიათ გონებაში.

მიიღეთ ასაკის მომატების პროცესი, როგორც რეალობა, როგორც ცხოვრების თანმდევი ბუნებრივი პროცესი; ეს ხომ ყველას ემართება. ასაკის მომატებასთან ერთად უფრო მოწიფული, გამოცდილი და ჭკვიანი ხდებით. დაბერება გარდაუვალია და თუ თქვენს მთელ ახალგაზრდობას ამაზე ნერვიულობაში გაატარებთ, ამით ამ პროცესს უფრო დააჩქარებთ.


image








სიღარიბის შიში

ნაპოლეონ ჰილის მიხედვით, სიღარიბის შიში ერთ-ერთი ყველაზე მავნე და ამასთანავე, რთულად სამართავია.

რა თქმა უნდა, ყველას სურს, კომფორტულად და მყუდროდ გრძნობდეს თავს. ვის არ უნდა, გვერდით ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც მას მატერიალურად უზრუნველჰყოფს და სიღარიბის შიშს გაუქრობს.

ამ შიშის დასამარცხებლად, პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რას ნიშნავს თქვენთვის სიღარიბე და სიმდიდრე, სად გადის ზღვარი მათ შორის, შემდეგ კი თავად სცადოთ, არ იცხოვროთ იმაში, რაც სიღარიბედ მიგაჩნიათ.








წონის მომატების შიში

სიმსუქნის შიში ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ფაქტი, რომ შეიძლება იმ ლამაზ კაბაში ვეღარ ეტევა, რომელსაც 2-3 წლის წინ ატარებდა, ქალისთვის შემაძრწუნებელია.

ქალებს სჯერათ, რომ როცა წონაში იმატებენ, მახინჯდებიან და პარტნიორებისთვის მიმზიდველები აღარ არიან. კარგი ფორმის შესანარჩუნებლად ბევრი ქალი შიმშილობს და ანორექსიამდეც კი მიდის.

უნდა გაითვალისწინოთ ანორექსიის ნიშნები: სხეულის მასის ინდექსი <13, წონის კლება 1კგ/კვირაში, თავის მსუქნად მიჩნევა, როცა გამხდარი ხართ, ამენორეა (6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მენსტრუაციის არარსებობა).

იცოდეთ, რომ თუ ბევრი ქალისთვის რამდენიმე კილოგრამის მომატება საშინელებას ნიშნავს, სხვები ასე სულაც არ ფიქრობენ.

image








მარტოობის შიში

არავის სურს მარტოობის გამოცდა საკუთარ თავზე. რაც არ უნდა წარმატებული იყოს ქალი, მას თითქმის ყოველთვის აწუხებს მარტო დარჩენის შიში. რაც არ უნდა მდიდარი იყოს, კოშმარივით არ შორდება ამაზე ფიქრი.

თანამედროვე ქალები რამდენადაც ამაყობენ საკუთარი დამოუკიდებლობით, იმდენად ეშინიათ კიდეც მისი. დიახ, დამოუკიდებლობა მათ მარტოობის გზას უკვალავს, რაც სულაც არ არის ქალების ოცნება. ამიტომაც არის, რომ ბევრი ქალი, როცა შეამჩნევს, რომ პარტნიორი ნელ-ნელა შორდება, ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად, თუნდაც ძლიერი სიყვარული არ აკავშირებდეს მასთან.

ქალები, რომლებიც კიდევ ერთხელ გათხოვებისთვის თავს უკვე ასაკიანად მიიჩნევენ, გაცნობის საიტებზე ეძებენ მამაკაცებს, რომლებთან ერთადაც შეძლებენ დროის გატარებას. ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მან უნდა გადაწყვიტოს, იყოს იმასთან, ვინც იმ დროს ჰყავს გვერდით, თუ სჯობს, ცხოვრების სიყვარულს დაელოდოს, რომლის გამოჩენის გარანტიაც არ არსებობს.








მარტო დაბერების შიში

სიბერე ის ბილიკია, რომელზე სიარულიც მარტოს არავის უნდა. ქალები მუდამ სიყვარულს ითხოვენ. მათ ამაში ვერ დაადანაშაულებთ, ეს მათ დნმ-შია. ხშირად ხდება, რომ თუ ქალი ცოტა ხანს მარტო გაატარებს, იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ვერავინ შეიყვარებს ისე, როგორც საკუთარი თავი უყვარს და იქნებ სჯობდეს, მარტო დარჩეს. თუმცა, როცა ირგვლივ მოსიყვარულე წყვილებს ხედავს, გულის სიღრმეში მაინც უნდება, ჰყავდეს მოსიყვარულე პარტნიორი.

იმ ქალების უმეტესობას, რომლებსაც მარტოობის ეშინიათ, მარტო დაბერებისაც ეშინიათ. რაც არ უნდა იყოს, ყველა ქალს სურს, სიბერეში გვერდით ჰყავდეს ვინმე ისეთი, ვინც თვალებში ჩახედავს და ეტყვის, რომ ჭაღარა თმისა და ნაოჭების მიუხედავად მაინც ძალიან უყვარს.








როგორ ვებრძოლოთ ჩვენს შიშებს

ბოლოს კი გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ გადალახოთ თქვენი შიშები:

დაისვენეთ. ხშირად მღელვარება შიშს უფრო ამძაფრებს. ახლა, როცა თქვენს შიშებს სახელები დავარქვით, უფრო მარტივი იქნება მათი გაცნობიერება და მათთან ბრძოლა.

რას ამბობს რეალობა? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც დაგანახებთ, რამდენად რეალურია თქვენი შიშები. თუ ისინი გამოწვეულია გარდაუვალი ფაქტორებისგან, როგორიც დაბერებაა, მაშინ უნდა შეეგუოთ ფაქტს, რომ მუდამ ახალგაზრდა არ იქნებით, რომ ამას ვერ შეცვლით და სცადოთ, კარგი დაინახოთ ამ პროცესში. იმის მაგივრად, რომ კანზე პროცედურები ჩაიტაროთ ახალგაზრდული იერსახის ძალით შესანარჩუნებლად, სჯობს, დააფასოთ ასაკთან ერთად მოსული გამოცდილება. როგორც ცნობილ გამოთქმაშია: გაიღიმეთ, სანამ კბილები გაქვთ.

☀ იყავით პოზიტიურები. ფიქრებსა და დამოკიდებულებას დიდი ძალა აქვს. თუ კარგი მომავლის გჯერათ, შიშებს დაამარცხებთ და გექნებათ ის, რაზეც დიდ ხანს ფიქრობდით პოზიტიურად.

☀ დაკავდით საქმით. საქმეზე ორიენტირება ნაკლებ დროს დაგიტოვებთ თქვენს შიშებზე საფიქრალად.


თუმცა, თუ ხვდებით, რომ საკუთარ შიშებს მარტო ვერ უმკლავდებით, კარგი იქნება, აღიაროთ, რომ დახმარება გჭირდებათ და პროფესიონალთან დანიშნოთ შეხვედრა.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება

image


2. 10 ეფექტური გზა სახის კანის გასაახალგზრდავებლად სახლის პირობებში

image


3. რომელია ქალის ორგანიზმისთვის ყველაზე საჭირო ვიტამინი?

image

0
381
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0