საზოგადოება თქვენ ვერასოდეს იქნებით უმრავლესობა! 2019, 17 ივნისი, 13:04
განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ყველა დროში იყვნენ, არიან დღეს და იარსებებს მომავალშიც. მათ შორის იყვნენ გამორჩეული საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, სპორტსმენები... აქვთ უფლება მოქალაქეობის, განათლების, საკუთრების უფლების ქონის, მემკვიდრეობის, მუშაობის, მოგზაურობის... ისინი ჩვენს შორის ცხოვრობენ და მათ სახელმწიფო იცავს, იცავს კანონი. მაგრამ... საქართველომ გაუძლო არაბების ურდოებს, გაუძლო მურვან ყრუებს, აღა მაჰმად ხანებს, გაუძლო ბიზანტიას, უძლებს რუსეთს... ამ ქვეყანას კრწანისი და ბასიანი აქვს გამოვლილი, დიდგორიდან მოვდივართ და ნებისმიერი ძალისხმევისა და გრანტების მიუხედავად, ეს მუდამ დარჩება ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის, ილიას სამშობლოდ, იქ, სადაც სვეტიცხოველი დგას, სადაც უფლის კვართია დაბრძანებული, სადაც ყოველი გოჯი მიწის წმინდანების სისხლითაა მორწყული, თქვენ ვერასოდეს იქნებით უმრავლესობაში, არასოდეს დაუშვებს ქართველი ხალხი მესამე სქესის აღიარების. არავითარი გაერთიანება, ევროკავშირი, ამერიკა, ნატო... ვერაფერი იძულებს ქართველს კაცს, საკუთარი ვაჟი გაათხოვოს და ეს ნორმად მიიღოს! ფრთხილად, როცა საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვთ, თორემ ცოტა გვიკლია ქვეყნის 87%-ს საკუთარი უფლებების დაცვა არ დავიწყოთ და აღარ მინდა გაგახსენოთ, გაბრაზებული ქართველების ამბავი - ისტორიას გადახედეთ! ქეთი გაბინაშვილი 164 შეფასება არ არის
|