x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მაესტრო

თითქმის საუკუნეს მიაღწია მისმა ყოფითმა ერამ იმ დაუსრულებელ ეპოქაში, რასაც არსებული სუბსტანცია ყოველდღიურ რეალობაში აფიქსირებს და ინახავს ისტორიად. მაესტრო ფრანკო ძეფირელის სახელი კინომატოგრაფიის ისტორიაში ფასდაუდებელი ღვაწლის არის, რომელმაც სამასამდე სანიმუშო საუნჯე შეჰმატა კინო, თეატრისა და საოპერო დარგს( აიდა, ტრავიატა, კარმენი, ოტელო, რომეო და ჯულიეტა, იესო ნაზარეთიდან, ჰამლეტი, ჩაი მუსოლინთან და სხვანი) საერთაშორისო დონის არენაზე და მისი ნამუშევრებიც სწორედ რომ ფირენცეში მდებარე სან ფირენცეს პიაცაზე მდებარეობს, რომელიც თავად მის მიერ არის დაფუძნებული და მთელ მის ბიოგრაფიულ მოღვაწეობის ხანას ვიზირტორთათვის მისი სახელობის სამუზეუმო სივრცეში იცავს.იტალიელი (კერძოდ კი ფლორენციელი) რეჟისორი გუშინ ამა წლის 15 ივნის მზის გათენებისას გარდაიცვალა, რომელსაც ბოლო დროინდელი საცხოვრებელი ადგილი იტალიის დედაქალაქ რომში ჰქონდა.96 წლის ასაკში დარჩენილ უდიდეს მაესტროს საბოლოო სალმით ფლორენციელები და არამხოლოდ ისინი, ხვალ ორშაბათი დღის 17 ივნის სამოქალაქო ფრაგმენტის სახით დაემშვიდობებიან, რომელიც პალაცო ვეკიოს ჩინკვე ჩენტოს სალონში დღის 11 საათიდან საღამოს 23 საათამდე ტარდება საუკუნის სამახსოვრო დუბლი- ჩაო მაესტროს სახელით.სამშაბათს 18 ივნის დღის 11 საათზე კი კარდინალი ჯუზეპე ბეტორი დუომოს ბაზილიკაში (სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალში) სამოქალაქო პანაშვიდს ტაძართან არსებულ კაპელასთან ერთად მიქელე მანგანელის დირიჟორობით აღავლენს. მაესტროს დასაფლავება მის ოჯახურსამკვიდრებელში მოხდება, ფლორენციულ სასაფლაო პორტე სანტეზე, რომელიც სან მინიატო ალ მონტეშია განთავსებული.


ჯორჯიანა

16.06.2019

ფირენცე/იტალიაჩაოჩაოჩაოჩაო



1
14
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
14
  
2019, 16 ივნისი, 19:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1