საზოგადოება სოფია და ანა – სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი დები, რომლებმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრეს 2019, 2 ივნისი, 21:14 დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში პოპულარობის მოპოვება არც თუ ისე მარტივია. აუდიტორის გაზრდისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული კონტექტი, ხარისხიანი და საინტერესო ვიდეოები, რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. სულ რამოდენიმე თვის წინ ფეისბუკზე ახალი გვერდი "Depressed Georgian in South Korea" გამოჩნდა, რომელმაც პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა და ქართული ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ქართველი დები – სოფია და ანა სამხრეთ კორეაში სწავლობენ და ცხოვრობენ. ისინი იღებენ საინტერესო ვიდეოების კორეულ ფილმებზე, სამზარეულოზე, კულტურაზე, მუსიკაზე და ა.შ. ასევე ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე სახალისო ვიდეოებს იღებენ და ქართულ აუდიტორიას სთავაზობენ. მათი ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ რაღაც სამ თვეში მათ ფეისბუკ გვერდს 71 ათასი ხელმომწრი(გამომწერი) ჰყავს. სოფიოს თქმით გვერდის შექმნის მიზანი ის არის, რომ კორეაში ცხოვრების მანძილზე თავისი პირადი გამოცდილების საშუალებით საზოგადოებას გააცნოს კორეული კულტურა და გაუზიაროს თავისი იუმორისტული თავგადასავლები. ვიდეოები: 1282 2-ს მოსწონს
|