x
იტალიაში კარიერული წინსვლა საკმაოდ განსხვავდება საქართველოსგან
შმაგო მეძმარიაშვილი

ჩვენი რესპოდენტი შმაგი მეძმარიაშვილია რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, რატომ წავიდა საქართველოდან, როგორ გრძნობს თავს მან ჩვენთან ისაუბრა

- როდის დაიწყე მუსიკალური კარიერა?

მოგესალმებით და მივესალმები თქვენს მკითხველს,
მუსიკალური კარიერა 2013 წელს დავიწყე და პირველი სტუდიური ჩანაწერი მე და გიორგი (ფანდურა) ბექაური - მა შევასრულეთ, სახელწოდებით " მე ავმღერდები" რომლის მუსიკის ავტორი ფანდურა არის ხოლო ტექსტი მე მეკუთვნის. სიმართლე გითხრათ, რაიმე ფიქრი იმისა, რომ ამ ყველაფერს ფართო აუდიტორიას გავაცნობდით ნამდვილად არ მქონია. მახსოვს გიომ შემომთავაზა რადიო " არ დაიდარდო" ში სიმღერის მიტანა და ასეც მოვიქეცით. შემდეგ მოყვა მეორე მესამე და მოვედი დღემდე. რისთვისაც დიდ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მსმენელს.


- როგორ ფიქრობ საქართველოში ხარისხიანი მუსიკა იქმნება?

გავიხსენოთ ხალხური სიმღერები, იგი სათავეს უძველეს დროში იღებს და მასში აღწერილია წინაპართა ყოფა და ქართული სულისკვეთება ! სიძლიერე, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ქართველთათვის სიმღერა ყოველთვის ის ძალა იყო რომელიც გაჭირვებაში მხნეობას და სიმტკიცეს მატებდა. როგორ შეიძლება ქვეყანას, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია შემოქმედებაში არ კეთდებოდეს ხარისხიანი პროდუქტი. პირიქით, დრომ განვითარება ჰპოვა და უფრო დაიხვეწა და გალამაზდა. მსმენელიც ბევრად მომთხოვნი და კომპეტენტური გახადა ამ ყველაფერმა. ქართველებს დიდი პოტენციალი გააჩნია და ყოველთვის იყო და იქნება ხარისხიანი პროდუქტი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე!

შმაგო მეძმარიაშვილი

- როგორ შეაფასებ ქართველ მსმენელს?

ქართველი მსმენელი ყოველთვის გულუხვი და სენსაციურია. მათ სჭირდებათ ემოციურად და შემოქმედებითად სწორად მიტანილი შემოქმედი ადამიანის სათქმელი. კარგი და ცუდი არ ითქმის, ვერ დავარქმევ აუდიტორიას ცუდ მსმენელს რადგან პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს, მიუხედავად დიდი დისკურსიისა ქართველ მსმენელს არ აკლია გემოვნება, უბრალოდ უნდა გავათვითცნობიეროთ რისი მოსმენა გვიწევს.
სწორად არჩეული სამოსი ყოველთვის კომფორტული და სასიამოვნოა განურჩევლად სეზონისა, განურჩევლად დროისა და ამიტომაც მსმენელის მიერ სწორად განსზაღვრული გარემო ყოველთვის სასიამოვნო იქნება მათთვის.

- რთულია შედგე როგორც მომღერალი?

ორი წელია რაც იტალიაში ვაგრძელებ შემოქმედებით კარიერას, თუ შევადარებთ აქაურ ყოფას, აქაურ კარიერული წინსვლის საფეხურებს საკმაოდ განსხვავდება საქართველოსგან.
ასე ვიტყოდი, დაიმკვიდრო თავი და გაგიცნოს საზოგადოებამ ეს ერთი საკითხია, არც იმას ვუსმევ ხაზს რამდენად მისაღებ პროდუქტს ქმნი. ისმება კითხვა, უფრო სწორი მიმართულება იქნება, თუ ვიფიქრებთ შედეგზე, როდესაც ამა თუ იმ სფეროში საქმდები და იწყებ კარიერულ მოღვაწეობას თავს იჩენს შემდეგი გარემოება:
პირველი მსმენელთა სწორი დამოკიდებულება და პატივისცემა
მეორე სასურველი საქმიანობის სიყვარული და ამ სიყვარულით მიღებული სიამოვნების ხარჯზე გავლილი შემოქმედებითად დატვირთული წლები.
და ბოლოს მკითხველმა განსაჯოს არის კი დაფასებული ხელოვანი ადამიანის ის შრომა და ღვაწლი, რასაც ითხოვენ? რამდენი პროექტის გამარჯვებული მახსოვს, რომლებიც დღეს არსად აღარ ჩანს. მიზეზი?!

- რა იყო ემიგრაციაში წასვლის მიზეზი და ხომ არ გეგმავ იტალიელი მსმენელის წინაშე წარსდგე?

მიყვარს გამოწვევები, ექსპერიმენტები საკუთარ თავთან.
საქართველოში უკრაინისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვსწავლობდი " საერთაშორისო ურთიერთობი" 10 წელი პარალელურად ქართულ ქორეოგრაფიას დავუთმე. დღეს იტალიაში ვცხოვრობ, ქალაქ მილანში. იქ სადაც სიცოცხლე გაბედნიერებს, აქ ვერ გრძნობ ნეგატივს, აქ მხოლოდ ერთი ფიქრი გაწუხებს, იბრძოლო წარმატებისთვის, დაიმკვიდრო შენი ადგილი მილიონობით უცხო ადამიანში და ოცნება ბედნიერი მომავლის ხილვა!
სწორედ ამ ფიქრებმა შემძინა ის დიდი სამეგობრო ის მომავალი თაობა ქართველების, რომლებსაც ერთი მიზანი გვაქვს! აღზრდილ განვითარებული მომავლის გეგმებით სავსე, საქართველოში დაბრუნების ფიქრი და წყურვილი! გავხდეთ იმ ისტორიის მონაწილენი, რომელსაც საქართველოს უკეთესი მომავალი ქვია! ემიგრაციაში, როგორც მომღერალი არა ერთხელ წავრსდგექი ქართველი მსმენელის წინაშე, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავი ვალდებულად ჩათვალა მდგარიყო იქ იმ უცხო მიწაზე სადაც თავიანთი მამულიშვილები უზიარებენ ერთმანეთს ქართულ სულს გენს და ძალას!

- რაზე ოცნებობ, ან რას გეგმავ მომავალში?
ოცნებით ვცხოვრობთ ადამიანები, თუ არ გვექნა ამბიცია, ოცნება და სურვილი, ყოველგვარ წარმატებაზე ზედმეტია საუბარი. ოცნება ფართო თემებს მოიცავს ჩემს შემთხვევაში.
ორწლიანი მუშაობის და შრომის ფონზე, მივაღწიე და დადგა დღე იმ ოცნების განხორციელების რომელსაც " ქართველი" ქვია!
საემიგრანტო ორგანიზაცია "ქართველი" იურიდიულ ძალას ფლობს მილანში და საინიციატივო ჯგუფთან ერთად უამრავ საინტერესო პროექტს გეგმავს.
უახლოეს მომავალში იგეგმება გრანდიოზული პრეზენტაცია ჩემი ორგანიზაციის, სადაც მოწვეულნი იქნებიან საქართველოდან მომღერლები, იტალიის სხვა და სხვა პროვინციიდან სასულიერო პირები და მოხდებდება კურთხევა ორგანიზაციის, ასევე მილანში არსებული ორეოგრაფიული ანსამბლი და მგალობელთა გუნდი რომლის წევრებიც თვით ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები გახლავთ. ორგანიზაცია "ქართველი" გახდება ის დიდი ოჯახი, რომელიც ყოველდღიურ ყოფას გაუხალისებს და შეუმსუფუქებს უცხო მიწაზე თითოეულ ქართველს.

შმაგო მეძმარიაშვილი

- როგორი უნდა იყოს გოგო რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებ?

სიმართლე გითხრათ, სერიოზულად არ დავმჯდარვარ და არ მიფიქრია, თუმცა ჩემი ყოველდღიურობა და ის დიდი ოქროს შუალედი ქართველ გენზე სულზე და სისხლზე გადის! ყურადღებას და პატივისცემას თითოეული ქართვრლი მანდილოსანი იმსახურებს რაც შეეხება პირადს, ამ ეტაპზე ჩემი ყოფნა ევროპაში მხოლოდ წარმატების განათლების და ინტელექტის ამაღლებას ისახავს მიზნად!
ამჟამად სწავლას ვაგრძელებ მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური განხრით, გეგმები დიდია დრო ცოტა ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ განათლებას და სწორ წარმატებულ ნაბიჯებს ვუთმობ დროს!

-ისტორია რომელმაც შეცვალა შენი ცხოვრება და კარიერა

მთელი ჩემი ცხოვრება ისტორიაა, რომელიც დღესაც დღევანდელი ყოფით დიდ გავლენას ახდენს ჩემს ფიქრებსა თუ ცხოვრებისადმი შეხედულებებზე.
თუ გავიხსენებთ პერიოდს განვლილ გზას, ვინც ახლოს მიცნობს დამეთანხმება არ დამიხევია უკან ერთი ნაბიჯითაც.
ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლის დროს ბევრი ბარიერი გადავლახე. ვერ გავიაზრებთ და ვიგრძნობთ იმ ყველაფერს რაც შორიდან ლამაზი ფერებითაა შემკულ შეკაზმული. ჩემს კარიერულ წინსვლაში ბევრმა ადამიანმა მოახდინა გავლენა, ვიგრძენი მხარდაჭერა და დაიწყო ჩამოყალიბება ზრდა ჩემში, როგორც პიროვნების!
ბევრი კარგი და ცუდი მახსენდება და ბევრ რამეს ვნანობ!
მადლობა მათ ვინც გვერდით მიდგას!
და ასევე პატიება მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემგან რაიმე წყენა ახსოვს!
მიყვარხართ და უფლის წყალობა მინდა გისურვოთ!
ჩემი ცხოვრებაზე უკეთესს ისტორიას ვერ გავიხსენებ რადგან ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ჩემს მიერ ჩატარებული ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გახდა არსი და ბევრისთვის მაგალითი როდესაც ვთქვი
" ქველმოქმედება ჯიბის გასქელებას არ ნიშნავს" ვაკეთოთ სიკეთე უანგაროდ!

-რატომ აღარ გააგრძელე კარიერა საქართველოში

საქართველოში ჩემი კარიერული მოღვაწეობა არ შემიწყვეტია, უბრალოდ ძალებს ვიკრებ იმისათვის, რომ მოვახდინო საკუთარი თავის სწორად განვითარება და შემდგომ ამისა უფრო მეტი ვაკეთო ვიდრე ჩემი საქართველოში ყოფნის დროს შემეძლო. იქ ვდგავარ სადაც ქართული სულია!

მადლობა თეო არაბიძეს

ავტორი:გურამი არუთინაშვილი

1
190
2-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
190
  
წარმატებები შმაგის
0 1 1