x
იდლიანის მოსახლეობა პრეზიდენტსა და პრემიერს ხიდის აღდგენას სთხოვს
image
იდლიანის თემის ოთხი სოფელი (ჭალა, ლებურცხილა, ნაშიხვი, ცენტრი) მდებარეობს მესტიის ცენტრიდან 85 კილომეტრის დაშორებით ენგურის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მესტია-ზუგდიდის ცენტრალური საავტომობულო გზა მარცხენა ნაპირს მიუყვება. სოფელს ადრე, სანამ ენგურჰესის დატბორილი წყალი იმ ადგილს დაფარავდა, სოფელ იდლიანის პირდაპირ არსებული სამანქანო ხიდით გადასვლა იყო შესაძლებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.

1984 წელს ენგურჰესის დატბორვაში მოიქცია ჩვენი სოფლის საავტომობილო ხიდი და დღემდე გვიწევს შემოვლითი გზით იძულებით სარგებლობა, რაც აუტანელს ხდის მგზავრობას, განსაკუთრებით ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში. იძულებული გავხდით, რომ გვესარგებლა სოფელ ხაიშთან არსებული ხიდით, რომელიც ჩვენი სოფლიდან მეათე კილომეტრზეა გადებული.

ენგურჰესის მშენებლობის სამმართველომ დაიწყო სამუშაოები. მარცხენა სანაპიროზე რკინის ბეტონის სამაგრის მშენებლობა დამთავრებულია, ხოლო მარჯვენაზე - დაუმთავრებელი.

ჩვენი არაერთგზის მიმართვის შედეგად პასუხი მივიღეთ ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოდან 1992 წელს, რომ სოფელ იდლიანის მოსასვლელი ხიდის მშენებლობას განაახლებდნენ, რომელი საბუთიც გაგვაჩნია.


სამწუხაროდ, ხიდის მშენებლობა დღემდე არ განახლებულა და სოფელი დღემდე მოწყვეტილია ცენტრალურ გზას.(ფოტოებს თან ვურთავთ)

სოფელში ცხოვრობს 150 კომლი და იმედი გვაქვს რომ ყურადღების მიღმა არ დატოვებთ ამ სოფლის გასაჭირს და დროულად მოახდენთ რეაგირებას. აკაკი ჭკადუა, თამარ დავითიანი, თეა ჭკადუა, ანიკო იოსელიანი, ნათელა კანჭიანი, ბეჟანი ჭკადუა, მაიზერ გელოვანი, თინა კვანჭიანი, გოჩა გელოვანი, რაული ქობალია.... და სულ 207 ხელმოწერაა.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0