x
"კარგი მოქეიფე და ჭამა-სმის მოყვარულები არიან" - რას ამბობს თამუნა ლეკვეიშვილი
თამუნა ლეკვეიშვილი

ჩვენი რესპოდენტი მსახიობი და მუსიკოსი თამუნა ლეკვეიშვილია, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მან შეძლო ჩვენს მიერ დასმული კითხვებისთვის ეპასუხა


როდის და როგორ აღმოჩნდი რუსთავი 2-ზე?

- 2005 წელს როდესაც შაბათის შოუ იწყებოდა შემომთავაზეს თანამშრომლობა და უკვე 14 წელია რუსთავი2 ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია


რასთან ასოცირდება შენთვის ტელეკომპანია რუსთავი 2?

- რუსთავი2 ჩემთვის ასოცირდება პროგრესთან, თავისუფლებასთან, პატრიოტიზმთან და პროფესიონალიზმთან

შენიდა თათიას დუეტზე მინდა გკითხო, რატომ დაარქვით დუეტს მამალი ქალები?

- კარგი მოქეიფე და ჭამა-სმის მოყვარული პერსონაჟები არიან და სიმღერებიც ძლიერი ქალბატონების შესაფერისს მღერიან. მათ ვიზუალსაც უხდება მამალი ქალები:)

მამალი ქალები თამუნა და თათია

როგორ ფიქრობ იუმორისტული გადაცემებიდან რა ჟანრის ხუმრობები იზიდავს მაყურებელს?

- რეიტინგებიდან გამომდინარე ზუსტად იმ ხასიათის როგორსაც ჩვენ ვაკეთებთ.

მინდა გაიხსენო ჭორი რომელმაც შენს გარშემო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?

- ჩემთან დაკავშირებით აჟიოტაჟის გამომწვევი ჭორი არ მახსენდება.

მუსიკოსიც ხარ როგორ უთავსებ მუსიკას და მსახიობობას ერთმანეთს?

- წარმატებით ვერ ვუთავსებ და იმდენ დროს ვერ ვუთმობ მუსიკას რამდენიც საჭიროა, დროის დეფიციტის გამო.

როგორ გაიცანი შენი მეუღლე?

- გიგი გავიცანი კონსერვატორიაში, როგორც საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტს თავისი სიმღერის ნოტებში გადატანა მთხოვა. ეს იყო მიზეზი რომ ჩემთან ახლოს მოსულიყო:)

თამუნა ლეკვეიშვილი

რამდენად გაგიჭირდა დედობა?

- 29 წლის ვიყავი ნინი რომ დაიბადა და ეს ის ასაკია როცა გააზრებული გაქვს დედობის პასუხისმგებლობა და თამამად შემიძლია ვთქვა რომ არ გამჭირვებია.


მეუღლე რამდენად ადვილად ეგუება შენს მორგებულ როლებს?შენიშვნა მოუცია?

- რაღაც როლები მოსწონს, რაღაც არა. შენიშვნებს არა, უფრო რჩევებს მაძლევს ზოგჯერ.

ადრე შენი მეუღლე შენს შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა, რომ ეჭვიანია და ჩემს მობილურში ჩაძვრაო, რატომ?გაძლევს ამის საბაბს?

- ძალიან დიდი ხანია არ ჩავმძვრალვარ და არც სურვილი მაქვს, ეტყობა გადავლახე ეჭვიანობის პერიოდი.

რამდენად რთულია შემოქმედი ადამიანის ცხოვრება?

- რთულია და საინტერესო. ვერ წარმომიდგენია ერთფეროვანი დღეები და ერთიდაიგივე ყოველდღიურობა

წარმოშობით ზესტაფონიდან ხარ? გიფიქრია ამაზე რომ ასეთი წარმატებული გახდებოდი?

- ყოველთვის ვიცოდი რომ წარმატებული ვიქნებოდი, უბრალოდ ტელევიზიაზე არც მიფიქრია. მომღერალი მინდოდა ვყოფილიყავი.

თეატრი უფრო ღირებულია შენთვის თუ ტელევიზია?რატომ?

- თეატრთან ჩემი ურთიერთობა მაყურებლობით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

- გეგმები ბევრი გვაქვს, მთავარია თავისუფალი სიტყვა არ შეიზღუდოს და რუსთავი2-ს აღარ ებრძოლონ.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

0
625
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0