x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა შედეგებით დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები?

image

ევროკავშირის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. ეს არჩევნები 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და 28 ქვეყნის მასშტაბით 400 მილიონ ამომრჩეველს შეეძლო ხმის მიცემა. ერთადერთი შედეგი, რასაც ყველა მხარე დადებითად აფასებს და ამაზე თანხმდება არის ის, რომ წინა წლებთან შედარებით ამომრჩევლების აქტივობამ მოიმატა და 50, 5% შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 8%-ით მეტია.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ როგორი პოლიტიკური პროცესების ფონზე მიმდინარეობდა აღნიშნული არჩევნები, რაც უკეთ დაგვეხმარება
არჩევნების შედეგების გაანალიზებაში.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ "ბრექსიტი", რაც 2016 წლის ივნისში დაიწყო. წინასწარი მოლოდინებით "ბრექსიტი" ახლა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო და დიდ ბრიტანეთს 29 მარტს დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა მთელი რიგი პრობლემებისა და ყველასთვის კარგად ნაცნობი საპარლამენტო კენჭისყრების (სადაც სამჯერ ჩავარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება) შემდეგ "ბრექსიტის" საბოლოო თარიღად 31 ოქტომბერი დასახელდა. ბრექსიტს მხოლოდ ტერეზა მეის თანამდებობა არ უმსხვერპლია.


მან თითქოს დაანგრია ევროკავშირის ერთიანობისა და სიძლიერის იდეა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა შეიძლება იყოს ევროკავშირში, მაგრამ არ მოსწონდეს ევროკავშირი.

რა თქმა უნდა, განსხვავება ბრექსიტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ძალიან მცირე იყო და დღევანდელი გამოკითხვებით ევროკავშირში დარჩენის მომხრე უფრო მეტია ბრიტანეთში, ვიდრე გასვლის, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებმა მაინც საინტერესო რეალობა დაგვანახა:
ბრიტანეთის მთავარმა, კონსერვატიულმა და ლეიბორისტულმა პარტიებმა სრულიად დაკარგეს მხარდაჭერა. სამაგიეროდ, გაიზარდა ახლადშექმნილი "ბრექსიტის პარტიისა" და ლიბერალური პარტიის რეიტინგი. ნაიჯელ ფარაჟის პარტიას მოსახლეობის 31, 71%-მა დაუჭირა მხარი, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას კი 18, 55%-მა. ეს, ბუნებრივია, იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ბრიტანეთის მოსახლეობაში არსებობს დიდი უკმაყოფილება სწორედ კონსერვატორებისა და ლეიბორისტების მიმართ, რომელთა შორის ქიშპმაც ვერ გამოიღო სასურველი შედეგი და ბრექსიტი ჯერ კიდევ ბუნდოვან რეალობად რჩება. იხილეთ ვრცლად
0
91
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0