x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გვჭირდება თუ არა ქართველ ერს EQ-ს ამაღლება?

ემოციურად ინტელექტუალური ადამიანი ეს არის ემოციურად დაბალანსებული, გაწონასწორებული, მტკიცე პიროვნება, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რომლებიც დადებითად აისახება პირადად მასზეც და გარემოზეც.მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი(EQ)არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა.(EQ)-ს განვითარება და გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია.იგი ძალიან დიდ გავლენას ახდენს წარმატების მიღწევაზე.კვლევების თანახმად, თითქმის ყველა საქმიანობაში მიღწეული დონის 58% ემოციური ინტელექტით აიხსნება.

ქართველ ხალხს არაერთხელ დაგვიქადნია ნიჭიერი ერი ვართო, მაღალი ინტელექტი გვაქვსო...2006 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად (LYNN AND VANHANEN) მსოფლიო რეიტინგით საშუალო IQ-ს მიხედვით, საქართველო მე-13 ადგილზეა გამოკვლეული 183 ქვეყნიდან, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია, თუმცა საკმარისია IQ-ს დონე ქვეყნის წარმატებისთვის?ისევე როგორც ინდივიდისთვის, ქვეყნის წარმატებისთვისაც მნიშვნელოვანია თუ როგორი ემოციური ინტელექტის მატარებელია მისი მოსახლეობის უმრავლესობა.სამწუხაროდ ქვეყნების გლობალური რეიტინგი მათი EQ-ს მიხედვით გამოკვლეული არაა, თუმცა სადაო არაა რომ ქართველები ემოციურობით, იმპულსურობით და ასევე მოუთმენლობით გამოვირჩევით.გამოკითხულ 76 ქვეყანას შორის საქართველო რიგით მესამე ყველაზე მოუთმენელი ქვეყანა აღმოჩნდა(DOHMEN).მოუთმენლობაზე და ემოციებზე დაყრდნობით ხშირად გადაწყვეტილებების მიღება კი დაბალი ემოციური ინტელექტის მანიშნებელია.EQ-ს ცვლილება და გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია.არასოდეს გიფიქრიათ, რომ სწორედ მოსახლეობის EQ-ს დონის ამაღლება შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი?

imageimage

ლევ ტოლსტოი ამბობდა: ბედნიერი რომ იყო, უნდა მიილტვოდე ბედნიერებისკენ და გესმოდეს ის, რადგან ბედნიერება არ არის დამოკიდებული გარემოებებზე, არამედ მათ აღქმას წარმოადგენს.ამიტომ, საკუთარი თავის უკეთ გასაგებად და სხვების ისეთებად მისაღებად როგორებიც არიან, ვეცადოთ ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან ქადაგიშვილი
ქეთევან ქადაგიშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0