ნამცხვრები მარწყვის უმარტივესი და გემრიელი დესერტი ცხობის გარეშე 2019, 27 მაისი, 16:10
დესერტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, იდეალური ვარიანტია ზაფხულისთვის. ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი მარწყვით, რომლითაც ყველას აღაფრთოვანებთ.
მარწყვის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს და არომატს. არ იყიდოთ მარწყვი, თუ ის პრიალებს. კენკრა აუცილებლად მშრალი უნდა იყოს და ბუნებრივი ფერი ჰქონდეს. ყუნწი და ფოთლები კი მწვანე და წვნიანი უნდა იყოს.
ინგრედიენტები: 200 გრ. ტკბილი ორცხობილა (“პეჩენია") 90 გრ. კარაქი 150 გრ. ხაჭო 200 გრ. მარწყვი 2 ს.კ. შაქრის პუდრა 50 გრ. ქოქოსის ფანტელი მწიკვი ვანილი მომზადება 1)დაფხვენით ორცხობილა, შეურიეთ ხაჭო, ვანილი და დარბილებული კარაქი. თუ მასა საკმარისად ტკბილი არაა, თქვენი გემოვნებით დაუმატეთ შაქრის პუდრა და აურიეთ. მიღებული მასა ხელს არ უნდა ეკრობოდეს. 2) მარწყვი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები და ცოტა ხნით ჰაერზე დატოვეთ, რომ კარგად გაშრეს. 3)აიღეთ ცომის პატარა ბურთულა, გააბრტყელეთ ხელზე, დაახლოებით 0, 5 სმ. სისქეზე. დადეთ შუაგულში მარწყვი და ცომს მოუკარით პირები. 4) მიღებული ბურთულა ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ. 5) დესერტი მაცივარში შედგით 10 წუთით. გემრიელად მიირთვით! :) 217 1-ს მოსწონს
|