x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ ადამიანს უწოდებს "გორსალა" - ს დიდი მწერალი თამაზ ჩხენკელი
image

***
წავიდა და წავიდა, აღარ მოვა თავიდან...
ეს დღე ოქროსფოთლება აღარ განმეორდება.
ეს მზე ცისფერბლონდება არვის მოაგონდება.
არვის ემახსოვრება ქვეყნად ჩვენი ცხოვრება...

- წერდა თამაზ ჩხენკელი და მართლაც, იქნებ დღეს არც გვემეტება დრო გავიხსენოთ ეს უდიდესი ადამიანი - პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, მკვლევარი, რომლის შემოქმედებას მცირე ჩამონათვალი ნამდვილად არ გააჩნია.

თამაზ ჩხენკელმა:


* დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველას პოემებში’’.

*მას ნათარგმნი აქვს ბოძიუ-ს ლექსები (1956).

* რ. თაგორის “გიტანჯალი’’ (1960),

*“აღმოსავლური ლირიკა’’ (1966),

* “ბენგალია’’ (1970),

*“ბჰაგავატგიტა’’ (1963),

*დანტეს “ახალი ცხოვრება’’ (1966),

*“ინდური საგალობლები’’,

*“ახალი ინდოეთის მოაზროვნეები’’ .

*ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული დ რიცხვული სტრუქტურის შესახებ.

*წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ანბანის კვლევაზე.

*ავტორია ცნობილი მონოგრაფიების და ლიტერატურული წერილების, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები“ ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია.

image ფოტოზე : თამაზ ჩხენკელი და ნოდარ დუმბაძე


*თამაზ ჩხენკელი 1978 წელს გახდა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის ლაურეატი.

* 2002 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქეა.

*2003 წლიდან სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2007 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია “საბა’’,


თამაზ ჩხენკელი 2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

image

“,

ეს კი ნაწყვეტია მწერლისა და პოეტის ესეების კრებულიდან

მწვანე ბივრიტი“:

***

" გორსალა - პროვინციელს არ ნიშნავს, ის დედაქალაქის მკვიდრია, თუმცა, თუ ჩავუკვირდებით, გორსალას აღმოვაჩენთ ყველგან - სოფელში, დაბასა და თავისთავად ცხადია, ქალაქში (სწორედ ქალაქია მისი თავშესაფარი და საუფლო).

მის ფსიქოლოგიურ სურათს ჰქმნის შინაგანი უკულტურობა, თავგასულობა, უტიფრობა და მებრძოლი უმეცრება.

გორსალას ახასიათებს, ერთი მხრივ, ამპარტავნება, ქედმაღლობა და ველური მეგალომანია, ხოლო მეორე მხრივ, მონური ქედის მოხრა და ქვემოთრეობა, სულერთია, რის ან ვის წინაშე.

ხშირად ეს თვისებები შენიღბულია და მთელი სისავსით მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება.

გორსალა მარგინალია.

ის ამოვარდნილია თავისი სოციალური ბუდიდან,

ის სხვის ადგილს იკავებს და ამიტომ ნიადაგ დადარაჯებულია.

ის გეშით ცნობს ინტელიგენტს და სძულს იგი მთელი არსებით.

გორსალიზმის ტოტალური შემოტევის პირობებში ზედმეტი არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი".

image


0
644
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0