x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გამარჯობა, სულგაყიდულო ქართველო ერო!.. ჩვენ იმ ქვეყნიდან ვართ, ღმერთთან რომ დაგვაგვიანდა"
image


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოცირ პოსტს აქვეყნებს საქართველოსა და ქართველებზე.


"გამარჯობა, სულგაყიდულო ქართველო ერო!..
ჩვენ იმ ქვეყნიდან ვართ, ღმერთთან რომ დაგვაგვიანდა, მთელი დედამიწა ჩამორიგებული იყო და შეწუხებულმა ქვეყნის შემოქმედმა სამოთხე გადმოგვცა...
რა საყვარლები ვართ, ზღაპრების და თავის მოტყუების ეპოქას ვერასდროს გავცდით...


ხალხი სულ გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის იბრძოდა, მაგრამ სათავეში ისეთი აღიმართებოდა, ყველა ჩვენი თავდადება სიზიფეს მითს ემსგავსებოდა...
ხან გვამონებდნენ, ხანაც ჯვარს გვაკრავდნენ. თუ ოდნავ ყურადღება მოგვაკლდებოდა, დროშას დავიჭერდით, ყველაზე მაღალ ქონგურზე შევდგებოდით და ვიყვირებდით... თავისუფლებას გაუმარჯოსო!..
არადა, ერის თავისუფლებაც ზღაპარი იყო...



სინამდვილეში არასდროს გვღირსებია ეს ნანატრი თავისუფლება... მარტო სიმღერებში, ცეკვებში, ლექსებში გამოვხატავდით უზარმაზარი დოზით დაგროვილ დამოუკიდებლობის წყურვის...
რუსეთმა ისე დაგვიპყრო, მადლობებიც გვახდევინა, მე რომ არა, სად იარსებებდითო... ვარსებობთ კი?!


მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში ცარიზმის კოლონიურ პოლიტიკას საერთაშორისო ასპარეზზე იმდენად ერყეოდა ძირი, გერმანიამ დროის ათვლა დაიწყო, დროზე თუ არ შეიკრიბებით და დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებთ, სხვა დროს სულ კარგად იყავითო... ასე გახდა შემთხვევით ნოე ჟორდანია თავისუფალი საქართველოს პირველი მეთაური...
21 წელს სასწრაფო წესით კონსტიტუცია დაიდო. 21 თებერვალს დაბადებული კონტიტუცია 25 თებერვალს გარდაიცვალა... საპნის ბუშტივით გაქრა ჩვენი თავისუფლებაც... მთავრობამ ემიგრაციაში ძლივს გაასწრო...
მერე რა მოხდა?! უამრავი რამ... ოღონდ უმეტესად ცუდი...
ვყვიროდით თავისუფლებას და აფხაზეთი გვერთმეოდა... “დესერტად" დამაჩაბლო მიიყოლეს...


2008 წელს რუსთაველზე ბოლო ხმაზე ვზეიმობდით რუსეთთან ომის გამარჯვებას, გორში კი სახლები იბომბებოდა...
არაფერი... უბრალოდ, ხვალ ისევ ყველა მხრიდან ანექსირებული საქართველო ისევ დამოუკიდებლობას იზეიმებს...


დავით გარეჯიც “მოძმე" რუსეთის დახმარებით აზერბაიჯანს გადაეცემა...
ხელისუფლებაში მარიონეტები სხედან, ჩრდილებად ქცეული თოჯინები, რომლებიც ერთმანეთში გადახლართული ჯაფებით იმართებიან...
საოცარია, დამონებულ სახელმწიფოში “თავისუფლება სულს ისევ მოსწყურდა"!..


ჩემთვის 26 მაისი არა, 9 აპრილია დამოუკიდებლობის დღე... ერთი ეკა ბეჟანიშვილი მირჩევნია, ათას ცოცხალ ვაი პოლიტიკოსს, რომელმაც არც კი იცის, რა უნდა იზეიმოს!.."

2
1364
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1364
  
მამაო პეტრე, ყველაფერში გეთანხმებით აბსოლუტურად!
მაგრამ, ამდენ მიეთ-მოეთს სჯობდა საკუთარი "სამუშაო" ადგილიდან, სვეტიცხოვლის ტაძრიდან დაგეწყოთ ქართველთა "ზნედაცემულობაზე" მონოლოგი.
ჯვრისწერა, რომელიც რამდენადაც ვიცი სჯულის კანონიდან, უანგაროდ უნდა იყოს აღსრულებული, მე და ჩემს მეჯვარეს ერთობლივად 240 ლარი "დაგვიჯდა", მამაოს მოთხოვნით - რიტუალის დასრულების შემდეგ, ვისაც რამდენი ემეტება და მიაჩნია საჭიროდ, სინდისის კარნახით, იმდენს გაიღებს.
სადაც ხართ და სადაც თქვენი უფლებამოსილება სწვდება, რომ მცირედი მაინც გამოსწორდეს, იმაზე რომ დაამონოლოგოთ - არა???
2019, 27 მაისი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2