საზოგადოება "ჯაგა ხარ და ჯაგად მოკვდები, სულ დოლჩეს და გაბანას თუთიყუშს რომ დაემსგავსო" - ჩერგოლეიშვილი კალაძეს მიმართავს 2019, 25 მაისი, 20:25 "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და მის მიერ გაკრული შალვა შავგულიძის მხარდასაჭერი ბანერის მოულოდნელი ჩამოხსნის მიზეზს ეკითხება, მაშინ როდესაც მისივე სიტყვებით, მთელი ქალაქი "პატრიოტთა ალიანსის" ბანერებით არის აჭრელებული": "გუშინ გიგას გავყევი, შალვა შავგულიძის ბანერებს კიდებდნენ და მე კარგი გამოცდილება მაქვს - ერთადერთი "ბანერი" ანუ სტიკერი გავაკარი ჩემს ცხოვრებაში - ივანიშვილის კარიკატურა და დამიჭირეს. თან ვერთობოდი ამწეზე დღეს გამოვიარე, ჩამოხსნილია - როგორც მოსალოდნელი იყო. რეალურად სულ სხვა რამის დემონსტირება მინდოდა. ირმა ინაშვილის და თარხან მოურავის ძონძები კიდია 1 თვეა რუსთაველზე და ვარაზის ხევში (ალბათ სხვაგანაც) და ხელს არავინ კიდებდა - გადაღებული გვაქვს. ჰოდა Kakha Kaladze ჯაგად გაგზარდეს, ჯაგა ხარ და ჯაგად მოკვდები, სულ დოლჩეს და გაბანას თუთიყუშს რომ დაემსგავსო.P.S. ჩემ ჩამოკიდებულ ბანერს რომ ხსნი და ირმა ინაშვილისას - არა, სხვა რაზე მიუთითებს" - მიმართავს დედაქალაქის მერს ჩერგოლეიშვილი.688 შეფასება არ არის |