x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში სკოლის მოსწავლეებს სამხედრო პოლიციამ პრაქტიკულად ანახა თუ როგორ უნდა დაშალონ მომიტინგეები

image რუსეთის ფედერაციაში ჩვენგან განსხვავებით სკოლებში მოსწავლეებს სამხედრო სწავლების გაკვეთილები უტარდებათ, მაღალკლასელები დაჰყავთ სასროლეთზე და საერთოდ მოსწავლეებს აჩვევენ სამხედრო საქმეს.
აქაც ასე, რომ იყოს პირველი მივესალმებოდი ამ წამოწყებას, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება.
ახლახან რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის ერთერთ სკოლას ეწვია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციელების დანაყოფი, მოსწავლეები და მათი პედაგოგები მიიწვიეს ქალაქის სამხედრო პოლიციის გარნიზონში. სკოლის მოსწავლეებს პრაქტიკულად ანახეს თუ როგორ ხდება მომიტინგეების დაშლა, როცა მიტინგი არასანქცირებულია (რუსეთში სანქცირებული მიტინგის დაშლაც ხშირად მოსულა).
სცენარის მიხედვით ოთხმა ახალგაზრდამ მოაწყო მიტინგი, მათ თან ჰქონდათ "მოლოტოვის კოქტეილი" (ბუნებრივია მხოლოდ მულაჟი) და მოზრდილი ჯოხები. სამხედრო პოლიციამ გადაწყვიტა დაეკავებინა მომიტინგე ახალგაზრდები, რომლებიც ძალზე "აგრესიულად" და გამომწვევად იქცეოდნენ. სამხედრო პოლიციის მოქმედების შედეგად მომიტინგე, "აგრესიული" ჯგუფის "ლიდერი" დააკავეს, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.
ეკატერინბურგის სამხედრო პოლიციის გარნიზონის მეთაურის თქმით სცენარი ორჯერ იქნა გამეორებული.
სტატიის ავტორი, რუსი ბლოგერი ირონიულად განიხილავს აღნიშნულ სწავლებას და აცხადებს, რომ სჯობდა სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი ქვეყნის ისტორია ესწავლებინათ, რადგან რუსეთის სკოლების მოსწავლეების უდიდესმა ნაწილმა თავისი ქვეყნის ისტორია არ იცის და მომიტინგეების დაშლის სწავლებას სჯობდა ისტორიის სწავლაში დაეხარჯათ დრო.
imageimageimageimageimageimageimage







0
165
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165