x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შევთანხმდეთ 18 წლამდე არ უნდა გათხოვდე, მეტიც, მაგარი გოიმობაა-ქრისტინე მაჩალაძე
image

სოციალურ ქსელის მომხმარებელი ქრისტინე მაჩალაძე სოფელ აღაიანში მოხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც 16 წლის გოგონამ საკუთარი 7 თვის ჩვილი გაგუდა და წერს:


"შევთანხმდეთ 18 წლამდე არ უნდა გათხოვდე, მეტიც, მაგარი გოიმობაა. და საერთოდ 30 წლამდე ოჯახის შექმნა ადრეა, ( მე თუ მკითხავთ ჩემს ასაკშიც ადრეა 30+ ), მაგრამ მოცემულობა სხვაა…


მაშინ, როდესაც “მეგობრობის” ( ე. წ. ბოიფრებდობის და გერლფრენდობის), თავისუფალი სექსის პროპაგანდა მიდის ტელეეკრანებიდან, და ” ძალიან სვეწკები” ჭკუას გვასწავლიან და გვაბულინგებენ ( ზუსტად, გვაბულინგებენ) ქართული ტრადიციების შეურაცხყოფით და ქალიშვილობის ინსტიტუციის დაცინვით, პატარა გოგო დაფეხმძიმდა, შეცდა, მოუნდა და თავის საყვარელი ბიჭისგან დაფეხმძიმდა, ეს ბიჭიც პატარაა ახლახან შესრულდა 18 წლის. ოჯახის შექმნა არც ერთს არ უნდოდათ ( სავარაუდოდ) მაგრამ მოპარულ სიყვარულს ნაყოფი გამოესახა.



ისმის კითხვა: რა უნდა ქნას ასეთ მდგომარეობაში მომავალმა დედამ?
და რა უნდა ქნას ასეთ დროს მომავალმა მამამ?
( ის რომ არ უნდა დაფეხმძიმებულიყო, დამცავი საშუალებები გამოეყენებინათ, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და ა. შ. არ მიიღება)
გოგონა არასრულწლოვანია და ფეხმძიმედაა ….
გეკითხებით:
რა უნდა ქნას მომავალმა მშობლებმა?"

image

ასევე დაგაინტერესებთ

image

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:, , ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდები მეგობრების პოსტებს სალომე ზურაბიშვილის შესახებ, სადაც წერენ, თუ რა ცუდი ქართულით საუბრობს თურმე პრეზიდენტიო და ღლიცინებენ. იცით, რას გეტყვით მეგობრებო? მეზობელი მ

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს აეროპორტთან მობირჟავე ტაქსებზე: " რაის ტურიზმი ბიჯო, ჩემ მეგობარს თბილისის აეროპორტიდან ისანის მეტრომდე გასვლაში 150 ლარი თხოვა სუნიანმა ტაქსმა გადარეულია კაცი, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან მე მაგის დედაო თბი...

ფეისბუქმომხმარებელი მამუკა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც ქუთაისში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ანუ, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. "ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და გახსოვთ, ალბათ, მაღაზიაში დახლები უცებ დაცარიელდა, ბ...

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შევარდნაძის დროინდელ კურიოზულ ამბავს გვაცნობს, როდესაც პენსია 14 ლარი იყო და იმასაც ვერ არიგებდნენ: ის დროა, პენსიონერები 14 ლარიან პენსიასაც რომ ვერ იღებდნენ. ახალი წელი მოდის და გაგიჟდნენ ეს ადამიანები. კუთვნილ და უიმედოდ "გაყინულ" გროშებს ითხოვენ. შევარდნაძის

0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0