x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508462
ალფა,ბეტა, ომეგა,გამა და სიგმა - მამაკაცთა ტიპები
სურათი შერჩეულია თემატურად

დამეთანხმებით, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მათი სელექცირება რომელიმე კატეგორიაში შეუძლებელია. მაგრამ არსებობს თვისებათა გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც ჭარბობს კონკრეტულ ადამიანებში და მათ განსაზღვრულ ტიპს აკუთვნებს. სტერეოტიპულად, ქალის ხსნებისას, თითქმის ყველას ნაზი, უმწეო არსება წარმოუდგება თვალწინ, ხოლო მამაკაცის ხსენება ბრუტალური, უხეში არსების ასოციაციას იწვევს.მაგრამ, არსებობს ქვე-დაყოფაც, სადაც სულაც არ არის საქმე მარტივად. ყველას გაგვიგონია გამოთქმა ალფა მამაკაცი : ეს ფრაზა ძირითადად იმ ადამიანების მიმართულებით ისმის, ვინც საზოგადოებაში თავის ადგილს მარტივად პოულობს, არ გამოირჩევა დიდი მოკრძალებით და საკუთარი ეგოს დემონსტრირებას დაუფარავად ახდენს. ამიტომ, ალფა მამაკაცი ხშირად სექსულურობის სინონიმია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არსებობს სხვა ტიპებიც და ჩვენ ახლა მათ გავეცნობით:

ალფა: მაქსიმალურად თავდაჯერებულია ნებისმიერ სიტუაციაში და ყველა საქმეს თვითრწმენით ეკიდება.როგორც ყველა სულიერს, მასაც აქვს მცირე ეჭვები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აძლევს მათ საშუალებას გადაფაროს მისი გეგმები და გაწყობა.ერთი გამორჩეული თვისება არის ის, რომ ყველა საზოგადოებაში მიღებული, დაფასებული და სასურველი სტუმარია.გაურკვეველი მიზიდულობის ძალა და ბუნებრივი დახვეწილობა გააჩნიათ. ლიდერებად დაბადებულები არიან. მოსწონთ, საწინააღმდეგო სქესის ყურადღება. მუდმივად თავაზიანები არიან, მაგრამ ხანდახან უხილავ ინტრიგებს ხლართავენ, რომ უფრო სასურველები გახდნენ.

ბეტა:მორცხვია, ჩაკეტილი.პრობლემები აქვს საკუთარი თავის რწმენასთან, რის გამოც ხშირად იტანჯება. ვერ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და ვერ იღებს სარისკო გადაწყვეტილებებს, რადგან მუდმივად ეშინია წაგების, დამარცხების. მათ მოსწონთ ადამიანები, მაგრამ მათგან ხშირად ზედაპირულ დამოკიდებულებას აწყდება, ხოლო მდედრობითი სქესი კი მათთან მეგობრობას არცევს.ხშირად იტანჯებიან სხვა ადამიანების გარემოცვაში, რადგან ეშინიათ, რომ რაიმე გაუთვალისწინებელის ჩადენის შემთხვევაში ქილიკის/დაცინვის საგანი გახდებიან.ისინი მიმდევრებად არიან დაბადებულები და იშვიათად გამოხატავენ საკუთარ აზრს, დამოკიდებულებას.


ომეგა:ალფას სრული ანტონიმია ქცევაშიც და ხასიათშიც. მართალია, ისიც ძლიერი პიროვნული თვისებებით გამორჩევა, მაგრამ მას არ ადარდებს საზოგადოებაში მისი "ხატი" / სახე. ენდობა ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს . არც ხალხმრავლობისკენ ილტვის და არც ლიდერობისკენ იდრიკება. მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან იყოს ჰარმონიაში.

გამა: მამაკაცები არაფრით გამორჩეულები არ არიან.მათ არც ლიდერული თვისებები ახასიათებთ, არც ტალანტები, თუმცა კარგი შემსრულებლები არიან.ხალხით სავსე ოთახში მათ ნაკლებად მიაქცევ ყურადღებას. არიან უკონფლიქტოები. იდეალური პარტნიორები მშვიდი ცხოვრების მოყვარული ქალბატონებისთვის

სიგმა: მამაკაცები მანიპულატორებად არიან დაბადებულები. როგორც ობობები, ქსელს აბამენ და ელოდებიან მასში მსხვერპლის გახვევას. ეშმაკური, ინტუიტიური სვლები მათი ძლიერი მხარეა, ამიტომ შეუძლიათ მარტივად გახადონ სხვები მათი ნების შემსრულებლებად.უმეტესად, ასეთ ადამიანებს მოკრძალებით და პატივისცემით ეპყრობიან, თავიანთი ყოვლისშემძლეობის გამო. ზუსტად ამ ყოვლისშემძლეობას შეუძლია სიგმა ხანდახან უკეთ წარმოაჩინოს საზოგადოებაში, ვიდრე ალფა, რადგან ისინი კარგად ინფორმირებულები არიან და წინასწარ აქვთ გათვლილი მოქმედების გეგმა, ამიტომ მათთვის გამოუვალი მდგომარეობა თითქმის არ არსებობს

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0