x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ქალების 4%, რომელსაც აქვს მშობიარობისშემდგომი ფსიქოზი, კლავს შვილს

image


სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, თათული თოდუა კასპის რაიონში 16 წლის არასროლწოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის გაგუდვის ფაქტზე ვრცელ პოსტს წერს. მისი თქმით, მშობიარობის შემდეგ ქალების გარკვეულ ნაწილს ფსიქიკური აშლილობა და დეპრესია ემართებათ, რასაც სერიოზული მკურნალობა ჭირდება.


„ინფანტიციდი - ასე მოიხსენიებენ 1 წლამდე ასაკის ბავშვის მკვლელობას. ამ დანაშაულს ძირითადად ქალები ჩადიან. უმთავრესი მიზეზი მშობიარობისშემდგომი ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, ფსიქოზია, რასაც მკურნალობა ჭირდება. ქალების 4%, რომელსაც აქვს მშობიარობისშემდგომი ფსიქოზი, ჩადის ინფანტიციდს. აღმოჩდა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მეუღლეებს შორის უთანხმოება, ცუდი სოციალური მხარდაჭერა, გაურკვევლობის გრძნობა მშობლობის ფენომენის მიმართ ქალს მიდრეკილს ხდიან ამ სახის ფსიქიკური აშლილობის მიმართ. ახლა წარმოვიდგინოთ 16 წლის ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე ყავდა 7 თვის შვილი. როგორც საზოგადოებამ, პირველ რიგში რაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მონსტრის შესახებ გავიგეთ და სამაგალითოდ არის ჩასაქოლი? სისხლის სამართალსაც ევალება მხედველობაში მიიღოს ეს გარემოებები. მაგალითად, შეურაცხადობა საერთოდ გამორიცხავს დანაშაულს და მისი არსებობისას ქმედება არც განიხილება დანაშაულად. ამ შემთხვევაში კი, რადგან 16 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იმოქმედებს. კოდექსის მიხედვით, შეზღუდული შერაცხადობა (ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო ს რ უ ლ ა დ გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის) ქმნის საფუძველს არასრულწლოვანი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან. ჩვენ გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულება, შსს, პროკურატურა, ადვოკატები, სასამართლო, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ქალების გამოცდილებების, თავისებურებების, საჭიროებების მიმართ და უბრალოდ ნაჯახს კი არ მოიქნევენ, ამ მგრძნობელობით და ინფორმირებულობით აღასრულებენ სამართალს”, - წერს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, თათული თოდუა.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0