x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"წუხელი თამარა დემესიზმრა ჩერგოლეიშვილი......" - ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს ირინა სარიშვილი

image


საზოგადოების მხრიდან, მთაწმინდის შუალედური არჩევნებისა და გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლადო კახაძე და "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთიანი კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირსპირდებიან. ამასთან დაკავშირებით ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სარკასტულ პოსტს აქვეყნებს და "ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, ბოლო პერიოდში შავგულიძის აქტიურ მხარდაჭერას ეხმაურება: "დღეს შალვა შავგულიძის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას ვაპირებდი და წუხელი თამარა დემესიზმრა ჩერგოლეიშვილი – ეგ არ ქნა ხმები დაგვაკლდებაო ხოდა ოღონდ თქვენ კაათ იყავით და სუნთქვასაც შევწყვეტ არჩევნების დღეს ემანდ არ დაგიბეროთ" - წერს საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.




0
821
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
821