x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გაიცანით ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
image


ჯავახეთის დაცული ტერტორიები მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მისი ფართობი 16614 ჰექტარია. მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს.


imageimage


ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა.


აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.



imageimage


ჯავახეთი უტყეო მხარეა. აქ ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები გვხვდება.


imageimage


ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის.


imageimage


ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:

  • კარავი -10 ლარი;
  • ზურგჩანთა - 5 ლარი;
  • საძილე ტომარა - 5 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი (22 ადამიანზე) - 120 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 5 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
  • თოვლის ფეხსაცმელი - 15 ლარი; ყოველი დამატებითი დღე - 10 ლარი;
  • ველოსიპედი - 25 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 20 ლარი;
  • ელექტროველოსიპედი - 50 ლარი;
  • ცხენის ქირაობა სოფ. სამებაში - 1 სთ. - 5 ლარი; 1 დღე - 50 ლარი, საკონტაქტო პირი: ერვანდ სუმბულიან, ტელ: 551 08 55 24
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა - 10 ლარი (თევზჭერის დღიური ლიმიტია 15 კგ-მდე)

imageimage















0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0