სხვა ტრადიცია, რომელიც განგვასხვავებს ერებს 2019, 24 მაისი, 13:00 რა არის ტრადიცია? ტრადიცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წარმოდგენები, რიტუალები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის (ერის, სუბეთნიკური ჯგუფის, ერთი ქალაქის მოსახლეობის, ოჯახის) შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები.ყველა ქვეყანას განსხვავებული მისალმების ტრადიცია აქვს. წარმოგიდგენთ რამოდენიმეს:1.ახალ ზელანდიაში მისალმებისას ერთმანეთს ცხვირს ადებენ.2. ფილიპინებში მისალმების ულამაზესი ტრადიცია არსებობს. ახალგაზრდები მოხუცების საპატივსაცემოდ მათ ხელს იღებენ და შუბლზე იდებენ. ამ ტრადიციას ისინი მანოს ეძახიან.
|
|