x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ - "ედიშერ მუშკუდიანის მდგომარეობა მძიმეა"
image


წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა.


შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.


აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც თავდამსხმელი პირები არიან აღბეჭდილნი.



მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის ინფორმაციას და დროულ რეაგირებას ითხოვს.


"შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ადამიანებმა განახორციელეს, ჯგუფური თავდასხმა, რუსთავი 2 ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე. კურიერის ჟურნალისტის ედიშერ მუშკუდიანის მდგომარეობა მძიმეა, მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. სახეზეა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ჯგუფური თავდასხმა, ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანება. ველით ოთხივეს დაკავებას და უმკაცრეს რეაგირებას, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების "გატარება", რაც არაერთხელ გიქნიათ სულ უფრო ზრდის ძალადობას მედიაზე."- წერს მელაძე.


"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.


ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის "ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება.


0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0