x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"სიკვდილიც მე მეწევა შენამდე..." - რას წერდა ქორწილის წინა დღეს მომავალ მეუღლეს სუფსაში მომხდარ ავარიაში გარდაცვლილი ბიჭი
image


ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სუფ­სა­ში მომ­ხდარ­მა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან ძმე­ბი: 45 წლის ვა­სილ და 24 წლის გი­ორ­გი როყ­ვე­ბი. ასე­ვე გი­ორ­გი როყ­ვას 20 წლის მე­უღ­ლე, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის ძმე­ბი როყ­ვე­ბის დე­ი­დაშ­ვი­ლი, 27 წლის არ­ჩილ კვა­ჭა­ძე, რო­მე­ლიც ლან­ჩხუ­თის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი იყო. საქ­მე ფაქ­ტზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის 276-ე მუხ­ლით, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.


"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი არჩილ კვაჭაძის ერთ-ერთი ახლობელი საუბრობს:


"მთელი ლანჩხუთი შოკშია. სხვა რა უნდა ვთქვა... ამ განცდას ენა ვერ აღწერს. საოცარად ნათელი და თბილი ბიჭი - აჩიკო დაგვეღუპა. ახალგაზრდა ექიმი, ადამიანი, რომლის მსგავსი იშვიათია და რომელიც მთელ ლანჩხუთს უყვარდა. ის ჩვენი ყველას იმედი იყო... თუ ფიზიკურად, თუ სულიერად, - სტიქაროსნად მსახურობდა ეკლესიაში და ისეთ სიმშვიდეს ასხივებდა, მის დანახვაზე გულში სითბო ისედაც ჩაგეღვრებოდა. გული გვიტირის, - აჩიკოს დედა ადრე მოუკვდა და მამამისს მასთან ერთად კიდევ ორი ბიჭი დარჩა გასაზრდელი. ენა ვერ აღწერს რა შრომით და წვალებით გაზარდა ეს სამი ბიჭი მარტოხელა მამამ, ახლა კი უკვე ფეხზე დამდგარი ხელიდან გამოეცალა. არ ვიცი, რა ვთქვა...

აჩიკოს ახალშერთული ცოლი ჰყავდა... დღედღეზე უნდა იმშობიაროს მისმა მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა... აჩიკოს დეიდაშვილ გიორგის კი სულ ერთი კვირის შერთული ჰყავდა ცოლი. ისიც ულამაზესი ბიჭი იყო და ისიც სხვა ადამიანებს შველოდა, - ურეკის სამაშველო სამსახურში მუშაობდა... ნათელი დაადგეთ... სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია".



აი, რას წერდა ქორწილის წინა დღეს არჩილ კვაჭაძე მომავალ მეუღლეს:


"ხვალ ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით, მე მაინც ვღელავ. ამაღამ უძილო ღამე მიწერია. ჩემი სიცოცხლე მარტო ამ დღისთვის ღირდა, შენ მიწილადე წყალი მწყრვალს, შენ მომაწოდე ლუკმა მშიერს, შენ გიწამე ღმერთად, შენ მასულდგმულებ მე. ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი, ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ. ხოდა სიკვდილიც მე მეწევა შენამდე. მე ასე მინდა. ხვალ კიდე გულო, უპირველესად დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული, დედაა ჩემი და თუ არა დედას სხვას ვის გავუზიარო ჩემი ბედნირება?"



როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარდაცვლილის ახლობელი ჰყვება:


"სწორედ აჩიკოს გარდაცვლილი დედის დაბადების დღის გამო იყვნენ მისი საბრალო დეიდაშვილები - ძმები როყვები სტუმრად. დილით არჩილმა ისინი ურეკში წაიყვანა, - გიორგი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. ეს უბედურება კი სუფსასთან მოხდა. როგორც ამბობენ, აჩიკო იჯდა საჭესთან, მაგრამ ის არც ნასვამი ყოფილა, არც დაღლილი, მაგრამ საშინელი წვიმა იყო და იმიტომაც მოუცურდა მანქანა ალბათ. ამბობენ, იმ მოსახვევში სხვა დროსაც მომხდარა საშინელი ავარიები... ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, ადგილზე დამთავრდა ოთხივეს სიცოცხლე...".

0
661
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0