x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში რას წერს ბაია პატარაია

image

გავრცელდა ინფორმაცია რომ არასრულწლოვანმა გოგონამ თავისი ბავშვი გაგუდა რადგან მეუღლეზე შური ეძია, ამ ფაქტს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურია. გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ მასალას

16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო.
მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში ბავშვებმა).
ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არსი ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამაინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება... ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?
პ.ს. ახლა ამბობენ, ბავშვს ცუდად ექცეოდაო. მერე??? სად ეგდო ბავშვის მამა? სად იყვნენ სხვა ოჯახის წევრები, როცა ეტყობა ადამიანს არაადეკვატურობა??? მარამ პატარა ბავშვი, ხომ მხოლოდ დედის საზრუნავია ამ ქვეყანაში, თუნდაც ის დედა 16 წლის იყოს თვითონ და ვერ უმკლავდებოდეს დედობას.
პ.პ.ს. არა, არ გვიდნა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში. გაირყვნებიანო ცოდნით. იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით?! ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას?

1
658
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
658
  
2020, 21 მარტი, 7:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1