x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? "
image


კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში კასპში მომხდარ შემზარავა ამბავს ეხმაურება.


როგორც პატარაია წერს, რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე.


"16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო.



მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში ბავშვებმა).
ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არსი ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამაინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება... ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?


პ.ს. ახლა ამბობენ, ბავშვს ცუდად ექცეოდაო. მერე??? სად ეგდო ბავშვის მამა? სად იყვნენ სხვა ოჯახის წევრები, როცა ეტყობა ადამიანს არაადეკვატურობა??? მარამ პატარა ბავშვი, ხომ მხოლოდ დედის საზრუნავია ამ ქვეყანაში, თუნდაც ის დედა 16 წლის იყოს თვითონ და ვერ უმკლავდებოდეს დედობას.


პ.პ.ს. არა, არ გვიდნა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში. გაირყვნებიანო ცოდნით. იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით?! ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას?"- წერს ბაია პატარაია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
0
1271
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0