x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გურიის სამთავრო
გურიის სამთავრო


გურიის სამთავრო იყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელიც ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფოს მმართველ ბაგრატიონთა საგვარეულოს. გურიის სამთავრომ იარსება ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდგომ 1463 წლიდან 1829 წლამდე მანამ, სანამ მისი სრული ანექსია და სამთავროს გაუქმება რუსეთის იმპერიამ არ მოახდინა. გურიის სამთავროს დედაქალაქი ოზურგეთი იყო. მის შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი აჭარის დიდი ტერიტორიაც. 1806 წლის აღწერით გურიის სამთავროს მოსახლეობა 25, 000 ადამიანს აღემატებოდა (ეს სავარაუდოდ ისტორიული მინიმუმი იყო ამ სამთავროს მოსახლეობის რაოდენობისა ისევე, როგორც მთელი საქართველოს მოსახლეობა იყო ძალიან შემცირებული ტყვის სყიდვის და გამუდმებული ომების გამო). გურიის სამთავროს დიდებული ქართული საგვარეულო - გურიელები მართავდნენ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში.



გურიის მთავრები


1. კახაბერ II გურიელი - გურიის მთავარი 1462-1483 წლებში.


კახაბერ II გურიელი - გურიის მთავარი



2. გიორგი I გურიელი - გურიის მთავარი 1483-1512 წლებში.


3. მამია I გურიელი - გურიის მთავარი 1512-1534 წლებში.


4. როსტომ გურიელი - გურიის მთავარი 1534-1566 წლებში.


როსტომ გურიელი - გურიის მთავარი


5. გიორგი II გურიელი - გურიის მთავარი 1566-1582 და ასევე 1587-1600 წლებში.


გიორგი II გურიელი - გურიის მთავარი


6. ვახტანგ I გურიელი - გურიის მთავარი 1582-1587 წლებში.


7. მამია II გურიელი - გურიის მთავარი 1600-1625 წლებში.


მამია II გურიელი - გურიის მთავარი. კასტელის ნახატი


8. სიმონ II გურიელი - გურიის მთავარი 1625-1626 და ასევე 1658 წელს.


სიმონ II გურიელი - გურიის მთავარი


9. მალაქია I გურიელი - გურიის მთავარი 1626-1639 წლებში.


მალაქია I გურიელი -  გურიის მთავარი. კასტელის ნახატი


10. ვახტანგ II გურიელი - გურიის მთავარი 1639-1641 წლებში.


ვახტანგ II გურიელი - გურიის მთავარი. კასტელის ნახატი


11. ქაიხოსრო I გურიელი - გურიის მთავარი 1641-1658 წლებში.


12. დემეტრე გურიელი - გურიის მთავარი 1658-1664 წლებში, ხოლო იმერეთის მეფე 1660-1664 წლებში.


13. გიორგი III გურიელი - გურიის მთავარი 1664-1684 წლებში, ხოლო იმერეთის მეფე 1681-1683 წლებში.


გიორგი III გურიელი - გურიის მთავარი


14. მალაქია II გურიელი - გურიის მთავარი 1684-1685 და ასევე 1689 წლებში.


15. ქაიხოსრო II გურიელი - გურიის მთავარი 1685-1689 წლებში.


16. მამია III გურიელი - გურიის მთავარი 1689-1711 წლებში, ხოლო იმერეთის მეფე 1701-1702 და 1711 წლებში.


მამია III გურიელი - გურიის მთავარი


17. გიორგი IV გურიელი - გურიის მთავარი 1711-1712; 1714-1716; 1717-1726 წლებში. ხოლო იმერეთის მეფე იყო 1716-1717 წლებში.


გიორგი IV გურიელი - გურიის მთავარი


18. ლევან გურიელი - გურიის მთავარი 1712-1714 წლებში.


19. ქაიხოსრო III გურიელი - გურიის მთავარი 1716-1717 წლებში.


20. მამია IV გურიელი - გურიის მთავარი 1726-1756; 1758-1765; 1771-1776 წლებში.


მამია IV გურიელი - გურიის მთავარი


21. გიორგი V გურიელი - გურიის მთავარი 1756-1758; 1765-1771; 1776-1788 წლებში.


22. სიმონ III გურიელი - გურიის მთავარი 1788-1792 წლებში.


23. ვახტანგ III გურიელი - გურიის მთავარი 1792-1797 წლებში.


ვახტანგ III გურიელი - გურიის მთავარი


24. ქაიხოსრო ბატონიშვილი - გურიის მთავარი 1797-1809 წლებში.


25. მამია V გურიელი - გურიის მთავარი 1809-1826 წლებში.







სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია):


1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკას სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო

11. ჰერეთის სამთავრო

12. ქართლის საერისმთავრო

13. ქართლ-კახეთის სამეფო

14. თბილისის საამირო

15. ქართველთა სამეფო

16. სამცხე-საათაბაგო

17. იმერეთის სამეფო

18. ქართლის სამეფო

19. სვანეთის სამთავრო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0