x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სერტიფიცირებული პედაგოგების დანამატების შესახებ ინიციატივას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა სერგო რატიანის დადგენილების პროექტს, რომელიც სერტიფიცირებული მასწავლებლების დანამატს ეხება მხარი არ დაუჭირა.



image



დეპუტატი ითხოვდა პარლამენტს მიეღო დადგენილება, სადაც იქნებოდა შემდეგი სახის ჩანაწერი: პარლამენტი ადგენს, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15 საათიანდატვირთვაზე.



„20 ათასამდე მასწავლებელი ვერ იღებს ამ დანამატს სრულად, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა და ეს უშლის ხელს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდას. ნებისმიერი ზრდა, თუნდაც ის რაც სამინისტრომ დააანონსა, ვერ შეეხება პედაგოგთა დიდ ნაწილს, ჩვენი გათვლებით ეს ეხება მხოლოდ 10%-ს, რადგან თუ ისინი ვერ ატარებენ შესაბამის საათებს, დანამატს სრულად ვერ იღებენ. ჩემი შემოთავაზებაა, რომ რადგან სახელმწიფო ეუბნება ადამიანებს, თქვენ ოღონდ სტატუსი მოიპოვეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ ხელფასების ზრდასო, მაშინ საათებით უზრუნველყოფაც უნდა იყოს სახელმწიფოს პრეროგატივა. ამიტომ გთავაზობთ ასეთი სახის დადგენილებას“, - განაცხადა სერგო რატიანმა კომიტეტის სხდომაზე.




განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძის თქმით, დეპუტატის მიერ მოყვანილი სტატისტიკა არასწორია, ის ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ საათობრივი დატვირთვის მიუხედავად სერტიფიცირებული პედაგოგების დანამატი იდენტური უნდა იყოს.



„წარმოვიდგინოთ მეც პედაგოგი ვარ და თქვენც, გვყავს სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები და რატომ უნდა ვიღებდეთ ერთი და იგივე თანხას? ეს არის არასწორი. არასწორია ასეთი განაწილება თანხების და გამოიწვევს დემოტივაციას. ჩვენ იგივე იმ გაცხადებული 6%-ის ფარგლებში, გვაქვს განსაზღვრული როგორი უნდა იყოს ჯამში პედაგოგის თანამდებობრივი სარგო, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი როცა დამტკიცდება ცვლილება საბიუჯეტო კოდექსში. ჩვენ ჯამში საჯარო სკოლებში, გვყავს 23 265 სტატუსიანი მასწავლებელი, რაც საერთო ჯამის 40 %-ია, აქედან სრული დატვირთვით არის 18 582 მასწავლებელი და ეს არის 80%. ეს გახლავთ ბოლო ინფორმაცია განათლების საინფორმაციო სისტემის ბაზებიდან“, - განაცხადა ნათია ზედგინიძემ ინიციატივის განხილვის დროს.



მინისტრის მოადგილის მოსაზრებას დაეთანხმა კომიტეტის უმრავლესობაც და მათ რატიანის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.



0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0