x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გაიცანით მტირალას ეროვნული პარკი

image


მტირალას ეროვნული პარკი აჭარაში, დაბა ჩაქვიდან 15 კილომეტრში მდევარეობს. სახელწოდება „მტირალა“ მტირალას მთიდან მომდინარეობს, რომელიც ნალექების სიუხვით გამოირჩევა, საშუალო წლიური რაოდენობა 4.520 მმ შეადგენს (მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1.381 მეტრს აღწევს) და ყველაზე ნალექიანი ადგილია საქართველოში.


image

მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით. პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. აქ წარმოდგენილია აჭარისთვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პალეოგენური პერიოდის, ტროპიკული ფლორის ნაშთია. ნეოგენურ პერიოდში კლიმატური ცვლილებების გამო, მრავალი ტროპიკული სახეობა გადაშენდა, ხოლო შემორჩენილმა სახეობებმა კოლხური რეფუგიუმი შექმნეს, რაც მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.

image

image



მტირალას ეროვნული პარკში დასვენების ფართო არჩევანია, შეგიძლიათ დაგეგმოთ სხვადასხვა ტიპის ლაშქრობები საფეხმავლო ბილიკებით, სადაც გაივლით წაბლნარებს, დაუყვებით მდინარეებს და დატკბებით ულამაზესი ჩანჩქერებით.


image

image

მტირალას ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 95 სახეობით. აღსანიშნავია, რომ პარკში გავრცელებული ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ხოლო 9 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები IUCN–ის „წითელ ნუსხაში“.


image

image

imageimage








0
202
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0