x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ბუნებრივი მაგნიტოთერაპია - რატომ უნდა დაისვენოთ ურეკში - ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებები
ბუნებრივი მაგნიტოთერაპია

image

შავი ზღვის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა ნამდვილი ბუნებრივი სასწაულია! ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. ცხადია, ამ ქვიშების სამკურნალო თუ სხვა უნიკალური თვისებები პირველად ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოსცადა. ქვიშის წყალობით სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან განკურნების ფაქტებმა ძალზე დააინტერესა მედიკოსები, მკვლევრები და ცალკეული კვლევითი ინსტიტუტები.

image


მაგნიტური ქვიშის საფუძველს წარმოადგენს მაგნეტიტი (იგივე მაგნიტური რკინაქვა), ტიტანომაგნეტიტი, ილმენიტი, პიროკსენი, გრანიტი, კვარცი, აპატიტი და სხვა მინერალები.

მაგნიტური ფრაქცია ქვიშაში 23%-ს აღწევს, ხოლო რკინის შემცველობა 37-47%-ის ფარგლებში მერყეობს.

ქვიშის მაგნიტური ათვისებადობა ჩვეულებრივზე 13-25-ჯერ მეტია.

ყოველივე ეს ქმნის დაბალი ინტენსივობის მაგნიტურ ველს, რომლის გამაჯანსაღებელი თვისებებიც სათავეს უძველესი დროიდან იღებს.


ურეკი

image


ურეკი საქართველოს უნიკალური კლიმატური კურორტია და მისი უნიკალურობა იმით არის განპირობებული, რომ ის გამოირჩევა დაბალი ინტენსივობის ბუნებრივი მაგნიტური ველით.

ბუნებრივი სიმდიდრე - სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა - იქ დამსვენებლთა გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

საქართველოს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის, აგრეთვე საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო - კვლევითი და გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კომპლექსური სამეცნიერო გ ა მ ო კ ვ ლ ე ვ ე ბ ი მოწმობს მაგნიტური ქვიშის მაღალ სამკურნალო ეფექტურობას შემდეგი დაავადებების დროს:

image

* გულ-სისხლ ძარღვთა სისტემის დაავადებები (I და II სტადიის ჰიპერტონიული დაავადება, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია და სხვა);

* საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (რევმატული და ინფექციური პოლიართრიტები ქრონიკულ სტადიაში, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები), პოსტტრავმატული რეაბილიტაცია;


* ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონიული ფორმის ნევროზი, კლიმაქსური ნევროზი, ნევრალგია და სხვა);


* ბავშვთა დაავადებები (რაქიტი, სპინალური პარეზები, სამშობიარო ტრავმები და სხვა); განსაკუთრებით კარგია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენება ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ.

* ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს.

* მაგნიტოთერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროსაც.

1
1773
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1773
  
2019, 21 მაისი, 14:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1