x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ ვირჩევთ,რისი გვჯეროდეს

image

ჩვენ არჩევანს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორი განაპირობებს.პირველ რიგში, ის თუ რა ცოდნას ვფლობთ.მეორე რიგში - რა გამოცდილება არსებობს მსგავსი კუთხით პირადად ჩვენთვის ან ჩვენი გარემოცვისთვის. და მესამე: რა მოლოდინები გაგვაჩნია, როგორ ვმოქმედებთ, რაციონალურად თუ ემოციებზე დაყრდნობით. ხშირად, ის რაც ერთი შეხედვით ჩანს, ის რაც გვესმის "სანდო წყაროსგან", და ხანდახან ისიც კი, რასაც ვხედავთ, იმაზე მატყუარაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკრეტული ხედვა - ჩვენს რწმენათა სისტემას და მოლოდინებს ბრწყინვალედ ერგება და მისი მიმდევრებიც არსებობენ, მაგრამ ხანდახან სასურველი რეალობა არსებული რეალობისგან ძალიან შორს დგას. მაგალითად, თქვენ ხედავთ თუთიყუშს, რომელიც ხის გადანაჭერზე ზის- აბსოლუტურად ჩვეულებრივ, ფერად თუთუყუშს. ნებისმიერი ათი ადამიანიდან 9 დაგეთანხმებათ, რომ ეს ნამდვილად თუთიყუშია და არ დაგეთანხმებათ მხოლოდ ერთი, რომელსაც დიდი დაკვირევების უნარი გააჩნია ან რომელსაც თავიდანვე ეცოდინება, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სპეციალურად მოხატეს ფოტოსესიისთვის თუთიყუშად.imageჩვენ შეგვიძლია სიმართლის გაგების შემდეგაც გავაგრძელოთ ჩვენი რწმენა-წარმოდგენების მიმდევრობა, ყურადღება არ მივაქციოთ ფაქტების ლოგიკურ ბმას და ძალით დავიმბრმავოთ თვალები, თუკი ჩავთვლით, რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის ასე აჯობებს, უბრალოდ იმის გააზრება, რომ ჩვენი არჩევანი-ჩვენსავე პიროვნებას განაპირობებს, უკვე ბევრის მთქმელია.არჩევანი რა?! არადანიც













0
38
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0