x
ლგბტ ადამიანების მჩაგვრელები ქრისტეს აჭედებენ ლურსმანს - გიგი უგულავა

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს თვითგამოხატვის უფლება, არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს. მე წინააღმდეგი ვარ ამ თემით მანიპულირების, ლგბტ თემის ჩვენი საზოგადოებიდან გარიყვის. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენი უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. არ უნდა მოხდეს მათი ჩაგვრა, წერტილი. ამას ამბობს კონსტიტუცია, ამას ამბობს ჯანსაღია აზრი. ამ ქვეყანაში ჩაგვრა უნდა დასრულდეს, ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრა, გასაკუთრებით კი ამ ნიშნით. ეს არის უსინდისობა და ყველა ვინც ჩაგრავს ლურსმანს არჭობს ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე ჩაგრულების მხარდასაჭერად და ვინც დაჩაგრავს ის ლურსმანს აჭედებს ქრისტეს სხეულში, ეს კარგად გააცნობიეროს ურა პატრიოტმა, რომელიც ამას სჩადის" - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელისაც წელს საქართველო პირველად ლგბტ პრაიდით შეხვდება.

გიგი

1
114
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
114
  
2019, 14 მაისი, 11:07
თემი, პრაიდი, ტომი. ჯოგი... რა უბედურებაა, რა ტერმინებია(
0 1 1