x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
რა იწვევს ქოლესტერინის დონის მომატებას?
image

ქოლესტერინი ცვილის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც სისხლში ბუნებრივად არსებობს. ის ძირითადად ღვიძლში წარმოიქმნება, მაგრამ ასევე არსებობს წითელი ხორცში, კვერცხში, მაღალ ცხიმიან ყველსა და კარაქში. ქოლესტერინი აუცილებელია ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობისათვის, თუმცა მისი მომატებული დონე ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიის რისკს ზრდის.


ქოლესტერინი სხეულის ყველა უჯრედში არსებობს და მნიშვნელოვანია ისეთი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა D ვიტამინის სინთეზი, სააკვების გადამუშავება, ჰორმონების წარმოქმნა და სხვ. ქოლესტერინის არ იხსნება სისხლში, ამიტომ მისი ტრანსპორტი სისხლში ლიპოპროტეინების საშუალებით მიმდინარეობს.


რამ შეიძლება გამოიწვიოს “ცუდი’’ ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა?



კვების რაციონი - თუ ხშირად იღებთ ისეთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით
შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ტრანს ცხიმებსა და ცხოველური წარმოშობის ცხიმებს;
ნახევარფაბრიკატებს, რომელიც ასევე მდიდარია ქოლესტერინით.


სიმსუქნე - თუ სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 30-ს, მაღალი
ქოლესტერეინის რისკი იმატებს.


ნაკლები ფიზიკური აქტივობა - ფიზიკური აქტივობის დროს ორგანიზმში
გამოიყოფა მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, რომლებიც ამცირებენ “ცუდ’’
ქოლესტერინს.


მოწევა - მოწევის დროს ზიანდება სისხლძარღვების კედელი, რაც კიდევ უფრო
მეტად უწყობს ხელს “ცუდი’’ ქოლესტერინის დაგროვებას.


დიაბეტი - სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა განაპირობებს ქოლესტერინის
დონის გაზრდას. მოწევის მსგავსად, დიაბეტიც აზიანებს სისხლძარღვების
კედელს.


image


“ცუდი’’ ქოლესტერინი იწვევს ათეროსკლეროზს, მდგომარეობას, რომლის დროსაც სისხლძარღვებში ლაგდება ქოლესტერინი და სისხლი ვეღარ მოძრაობს შესაბამისი სიჩქარით და რაოდენობით (ირღვევა სისხლის ცირკულაცია). ეს ხდება ისეთი პათოლოგიების მიზეზი, როგორიცაა სტენოკარდია, გულის შეტევა, ინსულტი და სხვ. მაღალი ქოლესტერინი დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე ხშირი მიზეზია. ჯანსაღი კვების რაციონი და სწორი ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ “ცუდი’’ ქოლესტერინის თავიდან აცილებაში.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


გაიგეთ რა იწვევს ელენთის დაავადებებს


ეს მცენარე საბოლოოდ დაგავიწყებთ ცისტიტს


რაში მდგომარეობს ლამაზი თმის საიდუმლო?


გაინტერესებთ რძის პროდუქტებზე სიმართლე? მისი გაგების შემდეგ რძეზე უარს იტყვით


მიზეზები, რომელიც იწვევს იმპოტენციას


0
410
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0